
სკოლაში რომ დგამენ სპექტაკლებს, ხომ იცით? გოგოების უმეტესობას უნდა, იყოს პრინცესა ან ფიფქია, ბიჭებს კიდევ - საერთოდ არ უნდათ ამ სპექტაკლის დანახვა, მაგრამ ერთერთს მაინც ხვდება პრინცის როლი და მერე ჭირივით სძულს პრინცესა. იმიტომ, რომ იმ ასაკში გოგოები და ბიჭები ერთმანეთს ვერ იტანენ. დღეს ვიხსენებდი ჩემს ბავშვურ გატაცებებს და ამიტომ მომინდა ამ პოსტის დაწერა. გავიხსენე ყველა ის საბავშვო TV ფილმი, რომელიც ძალიან მიყვარდა და დარწმუნებული ვარ, ჩემი ასაკის ხალხსაც ახსოვს. რუსთავი 2-ზე გადიოდა: "არ გეშინია სიბნელის?" და "შირლი ჰოლმსის თავგადასავალი" - მიყვარდა რომელია, გადარეული ვუყურებდი, იმდენად საინტერესო იყო იმ ბავშვების ცხოვრება. ჩემს ცხოვრებასაც არაუშავდა ჩაბნელებულ 90-იანებში, მაგრამ მაკლდა "ჩემნაირები", if you know what I mean. [თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მე და ჩემმა მეგობარმა "გამომძიებლობა" დავიწყეთ. მეზობელს ვუთვალთვალებდით, რომელზეც ეჭვი გვქონდა, რომ კაგებეს აგენტი იყო.]დაწყებით კლასებში სულ მე მხვდებოდა პრინცესა/ფიფქიას როლი :| მძულდა პრინცები, მძულდა მასწავლებელი, ნერვებს მიშლიდა ჩემი ღია ფერის თმა და თვალები. ვოცნებობდი, Wednesday Addams-ისნაირი ბავშვი ვყოფილიყავი. ვიყავი კიდეც, ოღონდ, ჩემ გარდა, ვერავინ ამჩნევდა. საბოლოოდ, უკვე მე-7 კლასიდან, სასკოლო სპექტაკლებში აღარ ვმონაწილეობდი, ერთადერთი მე-11 კლასში, ჩემი დაწერილი უხამსი სცენარის მიხედვით გავაკეთეთ დადგმა - დაცინვა მასწავლებლებს, კდემამოსილ ტრადიციებს. ახლა რომ ვიხსენებ, სასაცილოდ მეჩვენება, ეგ ის პერიოდი იყო, როცა ფემინიზმი ერთადერთ ჭეშმარიტებად მიმაჩნდა და შარვლის გარდა, სხვა ტანსაცმელი ჩემს გარდერობში არ ჭაჭანებდა. სკოლის დამთავრებამდე გადავწყვიტე, რომ რამდენიმე წელს დავისვენებდი, მწერალი გავხდებოდი, ყოველ შემთხვევაში, რაღაცებს მაინც დავწერდი და თავს მწერლად წარმოვიდგენდი. ასეც მოხდა. გვიან ჩავაბარე უნივერსიტეტში. მწერალი ჯერ არ გავმხდარვარ, თუმცა მილიონი მოთხრობა მაქვს დაწერილი, ლექსების ნახევარი ნაცრადაა უკვე ქცეული, დღიურებით გატენილი მაქვს სახლის სათავსო, ე.წ. "ჩულანი". გავიდა დიდი ხანი, დავამთავრე უნივერსიტეტიც, სექტემბრისთვის მექნება დიპლომი, დეკემბერში კიდევ ერთი წლით უფროსი გავხდები (სასიამოვნო მხოლოდ ის დამთხვევაა, რომ წელს, ჩემი დაბადების დღე ებრაულ და გრიგორიანულ კალენდრებზე ერთნაირად იქნება).
რა შეიცვალა? შარვლები ბოლოკაბებით, მწერლობის ჟინი - ბლოგით, პრინცესა/ფიფქიას როლი - Sunny-ობით.
ერთმა მეგობარმა მითხრა, სინამდვილეში არ შეცვლილხარ, უბრალოდ - გაიზარდეო.
But Wednesday remains Wednesday.
რა შეიცვალა? შარვლები ბოლოკაბებით, მწერლობის ჟინი - ბლოგით, პრინცესა/ფიფქიას როლი - Sunny-ობით.
ერთმა მეგობარმა მითხრა, სინამდვილეში არ შეცვლილხარ, უბრალოდ - გაიზარდეო.
But Wednesday remains Wednesday.




14 comments:
ეგ სერიალები ჩემი ღრმა ბავშვობაა. გახსოვს მარტო ფრაგმენტები და ის რასაც სხვა გიყვება, ვისაც შენზე უკეთესად უნდა ახსოვდეს წესით ყველაფერი.. სპეკტაკლებში კიდე სულ უიმედოდ შეყვარებული პრინცი ვიყავი მეორე სამეფოდან, ვითომ უადგილო პერსონაჟი როა და ბოლოს რო ბოროტდება და ყველას ხოცავს :D ოხერი ფანტაზია ქონდათ ჩემ მასწავლებლებს. ხო კიდე პოსტი ცუდ ადგილას გაწყდა კიდე, ამერიკული სერიალივით, იმიტორო ბრაზილიურებში ყოველთვის იცი მერე რა იქნება, და ამ პოსტში კაკრაზ ეგ მაინტერესებდა, დეკემბრის მერე რა მოდის?
ჰო, ალბათ ტრანსფორმირება განიცადა შენმა ’მე’-მ.
აუ მეც მიყვარდა ამოჩემებულად ეგ ფილმები და სერიალები :)) ტკბილად მახსენდება
ბავშვობა მართლაც მაგარიაა :S
გაიზრდები თუ არა ვარდისფერი სამყაროს კარს კეტავ...
მაგრამ მე არ ვაპირებ ამ კარის დაკეტვას :|
იმიტომ რომ ოცნება ერთ ერთი მთავარია ჩემს ცხოვრებაში :D
RAGAC SUL SXVANAIRI BAVSHOBA MQONDA ME, ALBAT IMIS BRALIA RO SAQARTVELOSHI AR VCXXOVROBDI,IKIT KIDE YVELAFERI SXVANAIRIA, ME RO CHAMOVEDI AQ DA RO SHEMOVIDA RAGAC TRADICIEBI DA AMBEBI, IK UKVE MOBEZREBULI MKONDA DA RAGAC VERC IKIT VERC AKIT, SUL GADARBENEBSHI VIYAVI, KAK GOVORITSIA NA CHEMODANAX :)))
სოფი, ჩემთან დაგტაგე და ველი შენ პოსტს :)
http://tomushka.blogspot.com/2009/08/blog-post_18.html
@ Tomushka, მადლობა, ტომუშკა! საღამოს იქნება პოსტი. ძალიან გამიხარდა, რომ დამტაგე :***
მეც მქონდა სურვილი მწერალი გავმხდარიყავი და ადამიანებზე მეწერა(მათ გრძნობებზე და განცდებზე...და ზოგადად ცხოვრებაზე),მაგრამ საკმარისი ნებისყოფა არ აღმომაჩნდა...ჩემთვის ამ მხრივ ბალზაკი მისაბაძი მაგალითია,რომელიც დღე-ღამის განმავლობაში 16-18 საათს მუშაობდა...
მეც უამრავი დღიური დამრჩა ბავშვობის წლებიდან...
"არ გეშინია სიბნელის?" - როგორ მიყვარდა ეს სერიალი!! თან ძალიან მეშინოდა და მაინც მოუთმენლად ველოდი ხოლმე. ასანთი რომ აინთებოდა სიბნელეში ეგ მომენტი მახსოვს კარგად :))
ეჰ, არ ვიცი ეგ სერიალები.. ან ძალიან პატარა ვიყავი მაგ დროს, ან კიდე ტელევიზორი არ მქონდა:-)
კარგი პოსტია სოფი, ისევე როგორც ყველა:-)
არაერთი რამ გამახსენდა ახლა :) მაგალითად, ჩემი როლებიდან სკოლაში ჩატარებული ფრანგული საღამო – ისე სასტიკად ვღელავდი... :)
exla kristina ricci-s poto ro vnaxe chems tavs martla mivamsgavse:) sul meubnebodnen gavxaro da exa mivxvdi:)))sof momenatree shenc da sheni postebiic
სოფი დაგთაგეე http://kikito88.blogspot.com/2009/08/blog-post_18.html
გისურვებ არც არასოდეს შეიცვალო :)
და საერთოდ, პატარა წილი ბავშვობა ყოველთვის თან დაგვყვება, იმიტომ რომ იქიდან დავიწყეთ ჩვენ, როგორც ადამიანები და იქიდან წამოღებული აგურებით ავიშენეთ თავები...
მერე რა, რომ ხშირად მერე აღარ ჩანს შიგნით რაც არის...
მაინც ხომ არის ;)
რაებს მახსენებენ ხოლმე ამ მწვანე ვაშლიან სახლში ;)
არავინ მაღირსა ფიფქიას როლი, ერთი გოგო გვყავდა ბაღში ულამაზესი ცისფერი თვალებით, სულ ის იყო ფიფქია და დანარჩენებს გვშურდა :დ
მერე კიდე აერობიკის წრეში არ მიმიღეს და რუსულის მასწავლებელს არ მოვწონდი ;დ
აი ასეთი უბედური ბავშვი ვიყავი ;D :D
Post a Comment