Thursday, August 20, 2009

ჩვენც პროდუქტები ვართ

L'homme est un produit comme les autres
(c) "99 francs"


ჩემი დღევანდელი პოსტის სრული სათაურია - ჩვენც პროდუქტები ვართ ანუ ფილო-სოფი-ური ბოდვები.

პროდუქტი ერთმა ტიპმა გამახსენა დღეს LiveJournal-ზე. რეჯინა სპეკტორზე ეწერა იმასაც; რეჯინა პროდუქტიაო. ახალი ამბავი!
ყველანი პროდუქტები ვართ ასე - გვაკეთებენ, ჩვენც რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცისთვის ვარსებობთ, გვიყენებენ, ვიყენებთ.

ვიღაცებს კიდევ ქმნიან, რომ მერე ჩვენ უფრო მოგვეწონოს. რატომ მოგვწონს, დავუშვათ, წიგნები, რომლებიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც, თუნდაც, რომელიღაც ბენდი ან მომღერალი, რომელიც თავის ალბომებს გვტენის (როცა ვამბობ გვტენის, არ ვგულისხმობ საქართველოს, მეეჭვება აქ ვინმე დისკებს ყიდულობდეს).
უკვე აღარაფერია გასაკვირი, მთავარია პროდუქტი იყოს კარგი. თუნდაც იგივე რეჯინა სპეკტორი, რომელზე საუბრითაც დავიწყე - არის ნიჭიერი, ბუნებრივი, განსხვავებული სხვა პოპ-გოგო-ბიჭებისგან. კარგი პროდუქტიც ხომ ესაა, რომ სხვა პროდუქტს აჯობოს.

როგორც კი სიტყვა "პროდუქტს" გავიგონებ, მაშინვე მახსენდება იან კუნენის "99 ფრანკი" და ოქტავი. უუუხ, შარშან სიგიჟემდე მიყვარდა ეს ფილმი, ეს პერსონაჟი, პლუს ამას ბეგბედერი, ამ სიგიჟეების ავტორი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პროდუქტი ნერვებს არ მიშლის, თუკი ვადაგასული არ არის და ზედმეტი სნობიზმის სუნი არ უდის.

კიდევ ბევრი სხვა "პროდუქტიული" რაღაცის დაწერა მინდოდა და აღარ შემიძლია, დღეს უკვე მესამე ბლოგზე ვზივარ :)
განვრცობა იქნება...

6 comments:

Anonymous said...

არაა ასე. პროდუქტი არის მუსიკა რომელიც იწერება იმისთვის, რომ მერე გაიყიდოს. გულისხმობ პრაგმატულლად გაკეთებულ მუსიკას, იდეოლოგიის გარეშე არსებულს, უბრალო მარტივ გრზნობათა ერტობლიობას რომელიც ყველას გვაკავშირებს.

ასეთი პროდუქტისგან განსხვავდება კარგი მუსიკა. მუსიკა რომელიც ღრმაა, თან სუბიექტური. მაგალითად მე და შენ აბსოლუტარდ სხვადასხვანაირად გვესმის, ვხედავთ და აღვიქვამთ იმ სიმღერას...სახელი არ მახსოვს...oh kentucky why did you forsake me...

ამის გარეთ არსბეული, ზოგადი და ყველაფერი რაც ზოგადი, სოციალური მოხმარებისაა არის ცუდი :დ ტუალეტის ქაღალდის და მსგავსთა გარდა )))

Sophie שרה Golden said...

@ 2 kija, კიდევ კარგი, რომ განსხვავებულად გვესმის ;) თორემ მერე სულ ერთი და იმავე პროდუქტის გამოშვება მოუწევდათ :P

Anonymous said...

ჰოო, რეალურიად უნდა შევხედოთ, ირგვლივ მართლა ყყველაფერი ცდუნებაზე და პროდუქტზე და ამ პროდუქტის გასაღებაზეა დამყარებული, ძალიან უხეშად თუ ვიტყვით ადამიანთან ურთიერთობებიც ეგაა, პროდუქტები ვართ, ზოგს მოვწონვართ და გვიღებს, ზოგს არა და ასე.. ბეგბედერი კიდე მეც ძააალიან მიყვარს <3 და '99 ფრანკიც' მათ შორის, წიგნიც, ფილმიც <3

გურამი said...

პროდუქტი, პროდუქტი.. რა თქმა უნდა პროდუქტია ყველაფერი და გაყიდვადია. აბა რა! ამას ჯერ კიდევ სტაჟიორობის დროს გვასწავლიდნენ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად პროდუქტია და უნივერსიტეტში კი გვასწავლიდნენ რომ ყვეალფერი აბსოლუტურად გაყიდვადია. ადამიანიც პროდუქტია, გრძნობაც პროდუქტია, რძეც, იეღოვაც და ბრუსლიც. და ყველა ეს გაყიდვადია. არაა აუცილებელი ფულად ერთეულებში. მოკლედ, მანქანის თხოვების ყიდვა თუ გვინდა, საჭიროა მანქანის პატრონის კეთილგანწყობა ვიყიდოთ ჩვენი კარგი მოქცევის გაყიდვის ფასად. აბა რა.

vasasi said...

დაგტაგე, სოფი... :პ


:))

Lalena said...

მართალი დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, მაგრამ რაც მთავარია ჩემი საყვარელი ბლოგერი ისე მოწოდების სიმაღლეაზეა

თქვენი არ ვიცი, მაგრამ პროდუქტი ნერვებს არ მიშლის, თუკი ვადაგასული არ არის და ზედმეტი სნობიზმის სუნი არ უდის.

გენიალურია! :*