Monday, August 31, 2009

თავისი თვალები

დილას გამეღვიძა ამ აზრით, რომ დღეს პოსტი უნდა დამეწერა ედრიენ ბროდიზე. გუშინ tv-ში მისი რაღაც ფილმის ანონსი ვნახე. ეს ფილმი საუკუნეა გადმოწერილი მაქვს და ნახვა მაინც ვერ მოვახერხე...

რა შუაშია ედრიენი? ხომ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ლამაზები, ეგ კი არა უშნოებიც შეიძლება დაუძახო; მაგრამ თვალები აქვთ ისეთი - ცოცხალი, ფიქრიანი, სევდიანი, თბილი, რომ გინდა უყურო და უყურო. ევროპაში როცა ვიყავი და საქართველოში დავბრუნდი, მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ასეთი თვალები ქართველებს აქვთ და ებრაელებს - სევდიანი და იმედიანი, ამავე დროს. ისევე როგორც, ებრაული და ქართული სიმღერებია სევდიანი და მაინც რწმენით სავსე. რაც უნდა იქილიკონ დღევანდელმა პროგრესულმა ადამიანებმა, სულ მარტო რომ დავრჩე ამქვეყნად, მაინც ვიდგები იმ აზრზე, რომ ეს ორი ერი, გარდა იმისა, რომ ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მართლა გამორჩეულია, თავისებური ფსიქოლოგია აქვს და ქვეყნებიც ისეთივე - ვულკანივით მფეთქავ ადგილებზე ერგოთ. მოკლედ, ამ დილაადრიან (14:21?!) მომინდა დამეწერა, როგორ მიყვარს თვალებიანი ადამიანი, you know what I mean - თვალებში მთელი საუკუნეები რომ უდგას.
ამასთან ერთად, ევრონიუსზე ავივ გეფენის ახალ ალბომზე იყო რეპორტაჟი; მოკლედ რომ გითხრათ, ავივ გეფენი არის ერთერთი ცნობილი და ძლიერი როკ მომღერალი ისრაელში, რომლის სიმღერებსაც ერთ დროს ჩემი მეგობარი ჯარისქალი მითარგმნიდა ივრითიდან: "დავმარხოთ იარაღი და არა ბავშვები", ომის დროს დაწერა ეს სიმღერა გეფენმა და იმ დროს ძალიან ბევრი მტერიც გამოუჩნდა. იცით, რომ მე არც პაციფისტი ვარ, არც პალესტინას ვაღიარებ, უბრალოდ, იმ მომენტში ვიგრძენი, როგორ მეტკინა გული. სამყარო ასეა მოწყობილი, იხოცებიან ბავშვები, ჯარისკაცები იქცევიან ბრბოდ და რამდენიმე ადამიანი ამით მილიონებს იდებს ჯიბეში. მე კიდევ, ამ დროს, ავივ გეფენის არ იყოს - კეთილი და ჭკვიანი თვალების მჯერა. "საით მიექანება სამყარო" - ამას ვამბობდი ზუსტად 2 წლის წინ, როცა "კოსმოპოლიტი" ვიყავი და მეგონა, ყველა მიყვარდა. ახლა ვხვდები, რომ ყველა არ მიყვარს, მარტო თვალებს ვხედავ. აი, ისეთს, ზემოთ რომ დავწერე, ედრიენ ბროდისნაირ თვალებს. ყველას თავისი კუთხე აქვს, თავისი თვალები, თანაც ისე მოწყობილი, რომ ყველაფრის დანახვა არ შეუძლია. თუმცა, იქნებ კიდევ ერთ 24 წელში უფრო მეტს ვხედავდე, ვიდრე ახლა.

ყველა ჯარისკაცს - ებრაელს, ქართველს, ვინც არ ფიქრობს იმაზე, ვინ რას იღებს ომებიდან - უბრალოდ, უყვარს თავისი პატარა სამშობლო.

მეირ ლევინის "ლოცვა"


6 comments:

Anonymous said...

აუუ
აი ისე მიყვარს ედრიანიი <3
სულ დესკზე მეყენა ფოტო :დ
საყვარელი, სევდიანი, სიმპათიური, აი თითქოს დიდი ცხვირი აქვს და უცნაური გარეგნობა, მაგრამ <3
პირველად ვნახე ამ ფილმში Love the Hard Way და მახსოვს ის ემოციები ახლაც :დ :დ ნუ პიანისტი ხო საერთოდ <3

Keti said...

სოფი, რაკი ბროდის თვალებს გაუსვი ხაზი (და ტექსტშიც მხოლოდ ორი ეროვნების წარმომადგენლების თვალების განსაკუთრებულობას), მომინდა მენახა მისი ბიო. ისიც წარმოშობით ებრაელი აღმოჩნდა.
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ვფიქრობ, ერთდროულად იმედიანი და ტკივილიანი თვალები კამბოჯელ ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს და პალესტინელ უსახლკაროდ დარჩენილსაც.

თვალების შესახებ გაცვეთილ ფრაზებს არ მოვიყვან. მიმაჩნია, ადამიანში ყველაზე მშვენიერი იმით, რომ მთელ მის შინაგან სამყაროს იტევს, სწორედ თვალებია და ღრმა ადამიანი ნებისმიერ ერში მოიძებნება.

აქვე დავწერ ჩემს დამოკიდებულებასაც: არანაირ ომს არ ვამართლებ, რომელიც "წმინდა წიგნებზეა" დაფუძნებული (რელიგიის მიუხედავად). ეს ადამიანებს სწორედ იმ ლამაზ თვალებს უმღვრევს, რომლებიც ბუნებრივად მიეცათ.

რამდენი მალაპარაკა შენმა პოსტმა :)

Unknown said...

ებრაელების და ქართველების გამორჩეულობაში დაგეთანხმები :) თვალებიც ძაააალიან მეტყველი აქვთ ებრაელებს, დიდი და რაღაც, ჭკვიანი :) ჯერ მარტო კაფკას ფოტო რად ღირს :)

ჰოდა. აი ძველებრაული სიმღერები ადრე მქონდა ფირფიტაზე, ბავშვობაში. "შმა ისრაელა"
9თუ სწორედ მახსოვს და მსგავსი ძალიან მელოდიური სიმღერები იყო. იმის მერე ვერსდ ვიპვე, გუგლშიც ვერ ვგიუგლავ სახელები არ ვიცი.. იქნებ ამიტვირთო რამოდენიმე, თუ გქავს და არ გეზარება. დიდი მადლობა :)

Lasha Gabunia said...

:)))

Natalia said...

აქამდე ვერ ვხვდებოდი რა მომწონდა ედრიან ბროუდში, თითქოს არ იყო ლამაზი, მაგრამ რაღაც ძალიან მომწონდა, რაღაც.. თვალები :)

Sophie שרה Golden said...

@ ანუკ, აი იუთუბზე ვიპოვე რამდენიმე ვიდეო შენთვის:

http://www.youtube.com/watch?v=5vBITFtyR7w&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=GYr4Fz14C6w&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=HQlRrrReua0