Tuesday, August 18, 2009

SUNNY WORLD 2

კომპიუტერთან ჯდომა რომ შევამცირე, ამას მიხვდებოდით. შემოვალ, ბლოგებს გადავათვალიერებ, მეილებს შევამოწმებ, Facebook-ს გადავხედავ და გავდივარ. ლიკას აქვს კარგი პოსტი, მთლად ჩემს თემას არ ეხება, მაგრამ ოცნებობს, ნეტა, სიცხე მქონდეს და ინტერნეტიდან გადმოწერილი ფილმების მაგივრად, ტელევიზორში ვუყურებდეო, ისეთი პოსტია, ალუბლისმურაბისგემოიანი :) ზუსტად ამ ეტაპზე ვარ მეც, ფილმებს ტელევიზორში ვუყურებ, დავდივარ, წიგნებს ვკითხულობ და ბევრზე ბევრს ვფიქრობ. მერე ნელ-ნელა პოსტებში გამოჩნდება, რას ვფიქრობ.

ჩემი მეგობარ იულია როზენბლატის რჩევით, LiveJournal-ზე გავაკეთე კიდევ ერთი ბლოგი, SUNNY WORLD 2, მომწონს იქ პოსტვა და სხვების დაწერილის წაკითხვა, ძალიან საკაიფო გარემოა, თითქოს დიდ უბანში ცხოვრობ, სხვადასხვა მეზობლის ეზოში შედიხარ და ყვავილებს ათვალიერებ. ასეთი განწყობა მაქვს.

დღეს კიდევ სიახლე გამოჩნდა ქართულ ბლოგოსფეროში, თითქმის ყველა ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი ბლოგერი "მემეობაში" ჩაება და ყველამ დაწერა, თუ რა "ეგონათ" ბავშვობაში. ტომუშკამ მეც "დამთაგა", მაგრამ მეზარება დაწერა, სიმართლე ვთქვა. პრინციპში, ვერც გავიხსენე ახლა, თუ რა მეგონა ბავშვობაში, იმიტომ, რომ დანარჩენებმა რაც დაწერეს, თითქმის მეც ეგ მეგონა, გარდა იმისა - არასოდეს მგონებია, კოცნით დაფეხმძიმება შეიძლება ან ვარსკვლავებს თუ დათვლი, მეჭეჭები გამოგივაო. უედნესდეი ადამსი ვიყავი-მეთქი, I told ya.

დღეს სიახლეებს ვათვალიერებდი დრიუ ბერიმორის შესახებ. საყვარელი სურათი ვიპოვე და არ შემიძლია, არ გაგიზიაროთ. ისევ ჯასტინ ლონგთანაა ამ ეტაპზე :)

Justin Long & Drew

P.S. კინაღამ დამავიწყდა, ქრისტინას ბლოგზე ვიყავი მიწვეული და პოსტი დავწერე, რომელიც მე-2-3-ედ რომ გადავიკითხე, ძალიან მომეწონა; მგონი, ყველა გესთ პოსტს ჯობია, რაც აქამდე დამიწერია სხვა ბლოგებზე.

6 comments:

Leonard Shelby said...

მე კიდევ ეს ზაფხული მივაკვდი კომპს. ნუ ლაშქრობასა და ბათუმში გატარებულ ერთ კვირას თუ არ ჩავთვლი : (
ბლოგერთა ბავშვობაზე კი ვიხალისე. ისედაც კარგი წამოწყება იყო, რაღაც ყველა ბლოგმა გაიღვიძა(ბევრმა უფრო სწორედ). დღეს მოძრაობა და სიცოცხლე იყო 'ქართულ" ვორდპრესა და ბლოგსპოტ სამყაროში

David said...

კარგია, რომ კომპთან დიდი ხანია აღარ მჯდარხარ. თან იმ ფონზე, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ნახულობ :) მე კი მთელი აგვისტო კომპიუტერს არ მოვშორებივარ; ისე მიკვირს შენი ამდენ პოსტს წერ, ორი ბლოგი გაქვს და მაინც არ იღლები ამ ბლოგერმტვერით; ეს ალბად იმიტომ, რომ sunny ხარ :)

CinnamonGirl said...

მოხიბლული ვარ შენი ბლოგუნარიანობით :)
ამ ერთს ძლივს ვავსებ და ორზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია :)
მესიამოვნა რუსულად შენი აზრების კითხვა,
продолжай в том же духе!!!!

sophya said...

კომპთან ჯდომის დრო მინიმუმამდეა დასული უმეტეს წილად, ბოლო 3 თვე განსაკუთრებით, რაც ბავშვი გავაჩინე :)
მაინც ბევრს ასწრებ, რა გინდა :)
ისე ,მომწონს შენი ბლოგი ძალიან.

nati kuda said...

მე ერთი თვე გაფუჭებლი მქონდა კომპიუტერი და მართლა დავისვენე + შვებულება დაემთხვა და ნახევრად გასული ვიყავი ქალაქიდან.
11ზე მეძინა..

nastasia said...

driu am bolos sul eget sayvarel ragaceebs isvams da ixatavs tvalebis mimdebare teritoriebse da mec ormagad mesayvarleba :)))))))))))