Tuesday, August 25, 2009

To my Marilyn

More you learn - less you know
(c) Red Hot Chili Peppers


წელიწადში რამდენჯერმე, მაქვს პერიოდები, ცხოვრებაში, როცა მერილინ მონრო მენატრება. სისულელეა მოგენატროს ადამიანი, რომელსაც არ იცნობდი და შენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიღუპა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მერილინთან მაქვს რაღაც soul connection, no kidding.

დღეს ვნახე მასზე რაღაც ფილმი და ამან გამახსენა.

რა უცნაურები ვართ ადამიანები. ძალიან ადვილად შეგვიძლია სხვების განსჯა, ან განსჯა თუ არა, გვგონია, რომ ზუსტად ვხვდებით ამა თუ იმ ადამიანის ხასიათს, ან ვიცით, როგორია; ამ დროს არ ვიცნობთ. განა იმიტომ, რომ გაცნობის საშუალება არ მოგვეცა, როგორც მე მერილინ მონროსი, არა, უბრალოდ, გადავწყვიტეთ, რომ რახან ისე გაიღიმა - ისეთია, რახან ასე წარმოთქვა სიტყვა - ასეთია. ფსიქოლოგიურ ახსნებს არ ვაპირებ, იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს ფსიქოლოგია იქამდე მიმიყვანს ხოლმე, რომ მწყინდება ყველაფერი.
რა გასაკვირია, მერილინს მოსწყენოდა, როცა ყველა ისე აღიქვამდა მას, როგორც ხედავდნენ ან თვითონ უნდოდათ დაენახათ და თვალებში არც უყურებდნენ.

მაინც, ადამიანი თავისი განსაზღვრული ბედით იბადება თუ მერე ირჩევს? ამაზე გვქონდა მე და ნაომის საუბარი იმ დღეს და საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ განსაზღვრული აქვს, უბრალოდ მერე ირჩევს რაღაც გზებს. ოქეი, ირჩევს, მაგრამ ის როგორ ხდება, როცა ადამიანი იბადება განსაზღვრულ წრეში, ოჯახში, თუნდაც ქვეყანაში, მერე ხომ მხოლოდ იმის არჩევა შეუძლია, რაც ეძლევა, სხვა რამეს ხომ, უბრალოდ, ვერ დაებღაუჭება? (დაებღაუჭება ზმნა მიყვარს უზომოდ) Hell!

ეს პოსტი შეგიძლიათ ჩათვალოთ, როგორც ოდა მერილინ მონროსადმი, ისე ჩემი ბოლო დღეების განწყობად, როცა ბევრ რაღაცაზე მომიწია დაფიქრება. ისეთზე, როგორიცაა სიკვდილი, შიში და გაუგებრობა. ინგლისურად კარგად ითქმის - when you are misunderstood, when you're afraid of many things, but don't show it. მგონი, ლექსების წერა უნდა გავაგრძელო, man.

რა კარგია, ბლოგი რომ გაქვს ადამიანს და წერ, წერ, წერ, რასაც გინდა.

14 comments:

Anonymous said...

arasode mqonia mis mimart arc monatrebis an raimes gagebis survili, tumca dzalian dadebitad mechveneba :) roca adamianis sikvdilis shemdegac masze laparakoben da afaseben, esegi namdvilad ucxovria :)

DsScorpion said...

მე მაგალითად მერლინის არცერთი ფილმი არ მაქ ნანახი და არც მევასება ფიზიკურად. უგემოვნობაში არ ჩამომართვათ! უბრალოდ ეგეთი გემოვნება მაქ. რავი აბა :)

Unknown said...

au :) mec miyvars merilyni shensavit :) da mec menatreba xolme.

da guli mtkiva cud raghaceebs rom amboben xolme. am odaze kide avghfrtovandi. yochagh sophie!

dina said...

ra kai shen rom xar Sofi, da givars tera da ter ter, chven ki vkitulobt da vpikrdtebit shen daterilzee :*

Sophie שרה Golden said...

@ dreamer kikito & ika_I ყველას თავისი აზრი აქვს და თქვენიც მესმის :)

@ ანუკ, უჰ, როგორ გამახარე, რომ შენც გიყვარს მერილინი. :love:

მადლობა ჩემო საყვარელო დინიკო :) მიხარია, თუ მართლა ასეა და გაფიქრებთ ჩემი პოსტები.

me said...

იცი ბევრ რამეზე დამაფიქრე,ანუ გამახსენე...
მეც მიფიქრია ბერვჯერ იმაზე თუ ადამიანის ბედს რა განსაზღვრავს და ცოტა ვიბნევი ხოლმე,ბევრს ვფიქრობ.მოკლედ მეც მაქვს დასაწერი ამ თემაზე აუცლებლად...:)
მერილინს რაც შეეხება მის ცხოვრებაზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი და ტრაგიკულია ძალიან.შენ მართალი თქვი მას თავისი ცხოვრება არ ქონდა და ადამიანები ხედავდნენ იმ მერილინს რომელიც შექმნილი იყო,უბრალოდ ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურად ბევრ ფაქტორს და ცუდად დამთავრდა ეს ყველაფერი...
არადა ბუნებრივი მერილინი მე უფრო მომწონს,ისეთი ბავშვობაში რომ იყო,ნამდვილი... :)

Keti said...

მერილინი ყოველთვის უზომოდ მომწონდა. ძალიან ლამაზია :)
თუ სათქმელი ლექსებად მოვა, უნდა დაწერო კიდეც :)

Anonymous said...

წერ, წერ და მერე კითხულობენ, გეხმიანებიან და ფიქრობ , რომ არა მარტო შენთვის წერ :)) ჰოდა, არ განსაჯო და არ განისჯები-ო, კიარადა მეც ხშირად მიფიქრია მსგავს რაღაცეებზე, თითქოს თავისუფლება გვაქვს არჩევანში, მაგრამ ასარჩევში არ გვაქვს თავისუფლება, რაზეც არჩევანი უნდა გავაკეთოთ :))

Anonymous said...

ეჰ, სოფ, შენ წერ და ჩვენ ვკითხულობთ.
აი, პირადად მე კი მიჩნდება კითხვა: რატომ ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს თითქმის რეგულარულად? მიყვარხარ? – შანსი არაა. შენც რომ ჩემი წაიკითხო? – ეგეთი მეშჩანიც არა ვარ :) მაინტერესებს? – ხოლმე–ხოლმე კი, ხოლმე–ხოლმე არა. მსგავსი ტიპის ან სიხშირის იდეები გვაწუხებს? ალბათ, ჰო. შენ რას იტყვი? შეგიძლია, ეს განაზოგადო და დაწერო, რატომ კითხულობენ SUNNY WORLD–ს? :))

მარი ახსიაშვილი said...

"რა კარგია, ბლოგი რომ გაქვს ადამიანს და წერ, წერ, წერ, რასაც გინდა" - ოქროს სიტყვებია:)))

Sophie שרה Golden said...

@ Zurriuss, მეწყინა, რომ არ გიყვარვარ :( [არადა, გიყვარვარ რომელია :P ]
იმიტომ კითხულობენ, რომ SUNNY WORLD-ია, simple as that.

Natalia said...

რატომღაც ძალიან, ძალიან მომწონს მერლინ მონრო, მომწონს კი არა, მიყვარს.

ამიტომ, გამიხარდა ეს პოსტი რომ ვნახე :)

Lalena said...

მმმმმ რითმის სუნი მეცა, სოოოფ დაწერე რააა :)

clown said...

მეც მიფიქრია ბერვჯერ იმაზე თუ რა განსაზღვრავს ადამიანის ბედს :S