
Bodhi ('Point Break'): What's the matter with you guys? This was never about the money, this was about us against the system. That system that kills the human spirit. We stand for something. We are here to show those guys that are inching their way on the freeways in their metal coffins that the human sprit is still alive.
ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ.
ბევრ სიზმარს ვხედავ.
ბევრ ადამიანთან ვურთიერთობ.
მოკლედ - ბევრი რაღაც მოზღვავდა ჩემს პოსტუნივერსიტეტულ ცხოვრებაში და ბევრი გადაწყვეტილების მიღება მიწევს. რაც უნდა ტავტოლოგია იყოს, ამ "ბევრის" გარეშე პოსტი არ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ უბრალოდ ბევრია.
უარი ვთქვი სამსახურზე (საკმაოდ ნორმალურანაზღაურებიანზე), რადგან ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. როგორც მივხვდი, ჩემი წინა პოსტის და party-ზე ცუდი განწყობის მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ ჯერ არ ვიცოდი, რა უნდა გადამეწყვიტა და რამდენად სწორი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება. საქართველოში როგორ ხდება, ხომ იცით (და არა მარტო აქ, რა თქმა უნდა), ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ადამიანები ფასდებიან არა იმით, როგორები არიან, არამედ - რას ამბობენ მათზე. ამაზეც მეფიქრებოდა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას უარყოფითი შედეგი არ მოეტანა მომავალში. ასეთი გადაწყვეტილება ცხოვრებაში მეორედ მივიღე, ორ უძილო ღამედ და კუჭის აშლად დამიჯდა, მაგრამ საბოლოოდ თავი ისე ვიგრძენი, ამერიკულ ფილმებში რომ გრძნობენ: I did the right thing.
დღეს კიდევ ასეთი სიზმარი ვნახე: ზღვა. არა, ოკეანე. ავსტრალიაში ვიყავი და ვცურავდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემზე თავისუფალი არავინ იყო; პრინციპში, არც იყო, ზუსტად შემიძლია ეს გითხრათ. ჰოდა, ის ფილმი გამახსენდა 'Point Break', პატრიკ სუეიზის და კიანუ რივზის მონაწილეობით. რამდენიმე წლის წინ ვნახე პირველად, მაშინ ვერ შევედი ფილმში, დღეს კიდევ სიზმარში ვნახე, მერე გუგლში ციტატები მოვძებნე ამ ფილმიდან და მივხვდი: თავისუფლება, ეს მინდა. თავისუფლება ისეთი, როცა მსუბუქად გრძნობ თავს, რადგან კანონის მიხედვით კი არ იქცევი, უბრალოდ, შენი შინაგანი სამყარო გაგრძნობინებს, როგორ უნდა მოიქცე და მაშინ ხვდები, რომ სწორედ ესაა შენი გზა. და ეს შენ ხარ - standing for something.



8 comments:
warmatebebs gisurveb yvelafershi sophi :)
iseti kargi da chkviani adamiani xar ro darwmunebuli var shecdomas ar daushveb da swor gadawyvetilebebs miigeb, me mjera sheni :)) :*:*
@ kikito, მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო ამის წაკითხვა. Удачи тебе!
მე ცოტა არეული ვარ, ახლა ვჭამე მთელი დღის უჭმელმა და სანამ დავლაგდები. :) ხოდა ეს ფრაზა მომხვდა ცოტა თვალში: ადამიანები ისეთები არიან, როგორადაც მას აფასებენო. მინდა გითხრა რომ ეს ზუსტად ასეა ყველგან, ყოველთვის და ყველა დროში. ამის დასტურია ანდაზა: იმდენად ფასობ, რამდენადაც თავს იფასებო.
ეს იყო ჩემი კომენტარი.
ადრეც მაქვს ნათქვამი და ახლაც ვიტყვი
при любой войне я дезертир,
при любом режиме я анархист...
და დემოკრატიაც სხვა არაფერია გარდა მასის დიქტატურისა :)
@ Cinnamon girl, very well said. ზუსტად მაგას ვგულისხმობდი :)
Before I share with you the 3 eccentric Net year's merging, showing the twist was efficient but greatly increased the peril of throw. We are forever look for the following Best matter when it comes to up our cholesterol scores and lowering our not a doc, I can't be sure.
Stop by my web site :: causes loss hair cholesterol medicine
Youг own write-up has νerifіed hеlpful
tο mе pеrѕonally.
It’s very educatiοnаl аnd you're clearly really experienced in this field. You possess exposed our eye for you to various views on this particular subject with intriguing and solid content material.
Also visit my blog ... Buy Valium Online
Your own write-up featureѕ verified beneficial
to myself. It’s extremely helpful аnd you're simply obviously very knowledgeable in this region. You get opened up our eye for you to different thoughts about this kind of subject matter together with intriguing, notable and reliable content.
Also visit my blog post : phentermine
Post a Comment