Thursday, September 10, 2009

ჩემი 6 სიმდიდრე

აწ უკვე გასულ ზაფხულს, ჩვენი ერთერთი საკვირაო გასვლისას, დინამ ასეთი იდეა ჩაგვაწოდა, დაგვეწერა ყველაფერი ის, რის გარეშეც ცხოვრება ძნელია, მაგრამ ხშირად ამაზე არ ვფიქრობთ. მაშინვე დავწერე - მზე, დედა, წყალი, საუზმე...

გასულ დღეებში ცოტა რთული პერიოდი მქონდა, ცუდად მეძინა, ვნერვიულობდი. გუშინწინ გადავწყვიტე, დილით რომ გავიღვიძებდი, მაშინვე უნდა ჩამომეწერა ყველაფერი ის, რაც მაქვს და არ მაქვს. მე ისეთ ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც თავის პირობას ყოველთვის იცავენ. ამიტომ, ავდექი თუ არა, გუშინ დილით, დავისხი უზარმაზარი ფინჯანი რძე, ავიღე რვეული და დავიწყე ჩამოწერა:

მადლობა ღმერთს,

მაქვს/მყავს:
  • საჭმელი
  • ჯანმრთელობა
  • საოცარი დედა
  • საყვარელი მეგობრები
  • სასურველი ტანსაცმელი
  • სახლი
და მაინც, დეპრესიაში მაგდებს ის ფაქტი, რომ

არ მაქვს/არ მყავს:
  • მაღალანაზღაურებადი სამსახური
  • ჭკვიანი და კეთილი ქმარი
  • ბევრი ფული
მერე დავთვალე ჩემ მიერ ჩამოწერილი პუნქტები და აღმოჩნდა, რომ მაქვს ექვსი სიმდიდრე და არ მაქვს - სულ რაღაც სამი. მთელი დღე გამომიკეთდა და მივხვდი, რომ ძალიანაც ბევრი რამე მაქვს; რაც მაკლია, არის - ცოტა მოთმინება.

ჩემი ვერდიქტი: ყველამ ვიცით, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელი კი არა, ნახევრად სავსეა. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ეს ჭიქა ზოგჯერ ჩვენ ვართ და როგორც ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, ისე მიდის ჩვენი ცხოვრება, ისეთს გვხედავენ დანარჩენი ადამიანები და საბოლოოდ, ღმერთიც ისე გვექცევა, როგორც ამას ვიმსახურებთ.

შეიძლება დიდი მიგნება არ იყო, ჩემი ამ "სიმდიდრეების" ჩამოწერა, მაგრამ ძალიან ძალიან დამეხმარა. [მადლობა, ჩემო საყვარელო დინა და ნაომი!]

16 comments:

თაზო said...

პოსტის წაკითხვის შემდეგ, მეც გამიჩნდა ანალოგიური სურვილი. ესეც ჩემეული ქონა-არქონის ცხრილი :):

მაქვს/მყავს:

* საჭმელი
* საოცარი ოჯახი(დედა,მამა,და,ძმა,ბიძაშვილები)
* მეგობრები
* სასურველი ტანსაცმელი
* სასურველი ტექნიკა(კომპიუტერი,ფოტოაპარატი და ა.შ.)

და მაინც, დეპრესიაში მაგდებს ის ფაქტი, რომ

არ მაქვს/არ მყავს:

* მაღალანაზღაურებადი სამსახური
* ბევრი ფული
* ჯანმრთელობა(ასთმა, დარღვეული ნივთ. ცვლა)
* ავტომობილი

თაზო said...

მიუხედავად ყველაფრისა, თავს მაინც უბედნიერეს ადამიანად ვთვლი :). ჭიქის ავსებას კი, სულ ცოტა უნდა, სულ ცოტა :)

Natalia said...

სოფი, შენი ოპტიმიზმით სავსე პოსტები მეც მეხმარება ხოლმე :)

clown said...

@Sophie Golden
ამ პოსტმა როგორ გამამხნევა ხომ არავინ არ იცის ^^

მადლობ :2კისს:

Anonymous said...

rac ar gaqvs eg yvelaferi ertmanets ise erwymeva ro ertis gamosworebit samive agisruldeba :D

monaxo magal anazgaurebiani samsaxuri da gayve ufros da fulis problemac gavrdeba.

gayve fulian kacs kargi tanamdebobit ro samsaxurshic mogwyos

:D:D

es xumrobot ratkmaunda :)

Cyborg said...

მარტო მე ვფიქრობ რო თაზო და სოფი კაი პარა არიან?...

დანარცენზე: ხუი ზნაეტ რა მაქ...

khatia said...

როგორც ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, ისე მიდის ჩვენი ცხოვრება, ისეთს გვხედავენ დანარჩენი ადამიანები და საბოლოოდ, ღმერთიც ისე გვექცევა, როგორც ამას ვიმსახურებთ.
ze sityvebia :) 100% iani da a.sh...
xshirad unda gavixseno xolme :)

გურამი said...

How Sunny! :happy: მეც უნდა დავწერო.. თუ დავწერე უკვე?

Anonymous said...

pirvelad ro eg kitxva damisves, maxsovs rac gavifiqre- chiqashi ubralod naxevrad asxia wyali- ar mitqvams ro an savsea an carieli - realurad shevxede da realistobis 'diagnozi' damisves . axlac ase vfiqrob :yes: :))

Toma said...

iyavi bednieri imit rac gaqvs da nu ifiqreb imaze rac ar gaqvs, esa bednierebis safudzveli. (dalai lamas sityvebi)

tavs mec bednierad vgrdznob imit rac maqvs. ra vici rac minda maqvs yvelaferi, naklebad pretenziuli adamiani var am mxriv :)

Toma said...

უიიიიიიიიი, დამავიწყდა ძაღლი მინდა და არ მყავს :( მეტი მართლა არაფერი მახსენდება ამ ეტაპზე

Anonymous said...

შენმა პოსტმა როგორც ყოველთვის ოპტიმიზმი შემმატა!

Teonala said...

raRac Zalian materialzmiT gajgentili posti iko da gamikvirda...

me daaxloebiT iseTi raRaccebi carmomedgina : maqvs- dzala , rom admaianebs vapatio.
ar maqvs survili- uperspeqtivo samsaxuri mqondes. da a.sh . :))))))))
magram esec saintereso rogor stilSic Sen gaakeTe.
mec mominda chamovcer, albat davcer am dgeebshi :)
aba carmatebebi bevri fulis, Sesabamisad magalanazgaurebadi samsaxuris da keTili da chkviani qmris dzebnashi :)

Sophie שרה Golden said...

@ Teonala, ზუსტად ეგ იყო ჩემი პოსტის არსიც, იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ გვაქვს საუზმე, გვყავს დედა, გვაქვს სახლი და ამ დროს გვინდა - სხვა აბსტრაქტული ცნებები.
წარმოიდგინე, მშიერი და უმუშევარი ხალხი, მერე დავდგეთ და ყველამ ვიფიქროთ პოეზიაზე... მე არ მინდა და არც შემიძლია. ისევ კარგი ქმარი და მაღალანაზღაურებადი სამსახური მირჩევნია, რომ სხვების დახმარება შევძლო.

ket_eva_n said...

ეს დღეები სულ ვცდილობ შენსავით, ოპტიმისტურად ვუყურო არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენებს..
მართლა მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ კონკრეტულ ამბავზე..
მადლობა სოოფ, რომ გამამხნევე შენდაუნებურად;)

Anonymous said...

მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ხვალ მაცივარს რომ გავაღებ, ვეებერთელა ნუტელა დამხვდება :))
ისე კი... ვერ ჩამოგიწერ ასეთ ცხრილს. 1 იმიტომ, რომ კარგი, რა... შენი ცხრილებიც გეყოფა :)) და 2. ასე მკაფიო ჩარჩოებში არ/ვერ ვაქცევ ჩემს სურვილებს. მაინც ადამიანები ვართ და ერთ დღეს რომ ერთი გვინდა, მეორე დღეს იმას დასანახად ვერ ვიტანთ.
მაგაზე მუდმივი კი სწორედ ჭიქის სისავსე–სიცარიელის ამბავია. ჩემს თავზე ასე ვიტყოდი: ჩემი ჭიქა ნახევრად სავსეა და სულ არ მაინტერესებს, რომ იგი ნახევრად ცარიელია :)))