
როგორც იქნა, გავიგე ბლექბერი რა ყოფილა :| აქამდე მეგონა, კენკროვანი ხილი იყო, რომლის მურაბაზეც ვგიჟდები. ა, ჰო, მანამდე კიდევ დრიუ ბერიმორის გმირისგან გავიგე იმ ფილმში "He's just not that into you".
ფეისბუქზე დაწერა ვიღაცამ (ეს ვიღაცა როკო ყოფილა :P) ამის შესახებ, მერე ტვ-ში თქვეს და ლილუმ მკითხა, "ბლექბერი რა ხილიაო." ინტერნეტში ვნახე და თურმე პეიჯერის მსგავსი რაღაც ყოფილა, smartphone or somethin' of a kind.
არ მიყვარს ტექნიკა - ტანჯვაა ჩემი და უთოს ურთიერთობა, ასევე მტვერსასრუტის, ერთადერთი - სარეცხის მანქანა და კომპიუტერი მიყვარს. ჩემი მობილური უკვე 3 წლისაა, გადაყვლეფილი და დაკაწრული. ცხოვრებაში სულ ოთხი მობილური გამოვიცვალე, 2002-დან დღემდე, სამი ნოკია და ერთი რაღაც უცნაური ფირმის. ერთი თვის წინ ჩემს მობის ბატარია შევუცვალე, უკვე აფეთქებამდე იყო მისული, გაიბერა და ტელეფონი რომ გავხსენი, ლამის თავისით ამოხტა. აზრზე არა ვარ, სხვა რა ტელეფონი შეიძლება ვიყიდო. ერთადერთი, რაშიც ჩემს მობის ვიყენებ, არის დარეკვა, მესიჯების წერა ჭირივით მეზარება, ინტერნეტი და wap მე არ მაქვს, ეგეც მეზარება.
მაგრამ ახლა ეს ბლექბერი რომ ვნახე, მომეწონა რაღაცნაირად.
ძალიან არასერიოზული გამოვა, რასაც ვიტყვი, მაგრამ თვითონ სახელწოდება მომწონს: მაყვალი :ლოლ: ხო საყვარლად ჟღერს?
პრინციპში, რაში მჭირდება, ალბათ არასოდეს ვიყიდი, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე ჩემი თავი, რომ ვარ ისეთი ადამიანი, ბლექბერებსა და აიფონებზე რომ ფეთდება.
NEIN! არ მომწონს.
ისევ მურაბა მირჩევნია.
UPDATE: ჩემი კიდევ ერთი guest პოსტი, ამჯერად, ბაბისას ბლოგზე - you're gonna love BIG HOT MAMA!!!




26 comments:
ho mec ar miyvars bevrfunqciiani mobili, ar viyeneb, mxolod sms da call :)) nu lamazi forma unda hqondes da momwondes, tore ise doesn't matter :))
sms s mec ar viyeneb magram telavshi davafase mobiuris neti..
ეჰ შენ არ იცი ბლექბერი რა ხილია... :(
ბლექბერი ბოლდი აგერ უკვე ოცნებად მექცა და ჩემი ოცნებები კიდევ ჯადოსნურია. ეგეც მექნება... ;)
chemi sisustea teqnika, mitumetes teleponebi, dzalian bevri maqvs gamocvlili, adre titkmis yovel 3 tveshi axali teleponi mqonda, exla chemi htc-s gadamkide agar minda axali, yvelaferi aqvs rac mchirdeba, tumca amasa da iphones shoris viyavi gachedili romeli mekida, yvelam iphone ro ikida me es vikide, exla kide amas ro gavuge iphone minda :D
magram vfiqrob didi xani meqneba kide, tu ragacam ar momiara isev :))
ჩემი მობილურის ბატარეა არის გაფუებული :D თუ შეერთებული არ არის, ეგრევე ჯდება. არადა მეც მეტს კი არ ვითხოვ - დარეკოს და სმს-ები გაგზავნოს [ამ უკანასკნელს არც მე ვიყენებ აქტიურად]
arc chemi telefonit gadaireva vinme, ramdenjer damivarda da martla magari mushaa es nokia raa! chemi mosaconi teli jer ar gamosula gayidvashi, "broceulis" telze gavafrine! ise ki, patara panasonikebi rom iyo adre, eg mqonda da rom ar gamfucheboda, axlac siamovnebit vixmardi :(
:))) მეც ძველი ტელეფონი მაქვს, სამი წლისაა ისიც, მოტოროლა ლ6.. :დ
მაგრად მიყვარს..
ჯერ არაფერი გაფუჭებია, მუშაობს ჯიგრულად..
:თვალიარეცესსმაილი:
ტელეფონს მეც ზუსტად დასარეკად და მესიჯისთვის ვიყენებ..
ვერ ვიტან 1977 ფუნქცია რომ აქვს..
აუ მაყვალი მომინდა. უფრო სწორედ მაყვლის საკრეფად ტყეში წასვლა და ჩემი ხელით დაკრეფილი მაყვალი.
საშინელი პროცესია ერთიანად იკაწრები ეკლებისგან ხელები გიშავდება და ორი კვირა ვერანაირი საშუალება ვერ აცლის და მაინც ძალიან გემრიელია.
მაყვლის კრეფა არ მიხსენოთ!!! წელს სოფელში რომ მივდიოდი წინა დღისით აპირებდა ბიცოლაჩემი დასაკრეფად წასვლას, დავურეკე და ვემუდარე დამელოდე უჩემოდ არ წახვიდე-მეთქი. რა მატლიკინებდა ნეტა? 3 კვირა გავიდა და შრამები კიდევ მაქვს :( სამაგიეროდ ამ ზამთარს მაყვლის მურაბას შევჭამ :)
პ.ს. ჩემი მობილურიც სულს ღაფავს :(
მე მიყვარს ტექნიკაა :>
და მაყვალიც.... ^^ :
არც მე ვიცვლი ტელეფონებს წარა-მარა. საკმაოდ დიდხანს მიბურღავდნენ ტვინს ეს საცოდავი სამსუნგი შენს სამსახურს არ შეეფერებაო :) მე კი ეს მოსაზრება სასაცილოდაც არ მყოფნიდა! ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა მიუთითებდეს მობილური ვიღაცის სტატუსზე და საზოგადოებრივ მდგომარეობაზე. მერე კი მიიცვალა ჩემი კუსკუსა ტელეფონი და იძულებული გავხდი ახალი შემეძინა.
if if, მაყვალით სიეთი სოუსი გამოდის ისეთიიი :) გემრიელი :)
me miyvars chemi k800i <3
ვიღაცა ვარ ხომ მე?
OK!
:D
მაყვალზე თვალები გამიფართოვდა :)))
სმს–ების წერა მეც საოცრად არ მიყვარს :) იძულებული თუ არ გავხდი, არც ჩემ მობს უწერია გამოცვლა. ისიც სამი წლისაა და ჯერჯერობით ყოჩაღად არის :)
მე მხოლოდ ორი მობილური მაქვს გამოცვლილი და ახლა მომიწევს კიდევ გამოცვლა - გამიფუჭდა და ამიტომ :|რა სჯობია იმას, თუ შენი მობილური ბევრ ფუნქციას ითავსებს და თან ლამაზი დიზაინიც აქვს. მაგრამ დიდად არ ვგიჟდები ტექნიკაზე. მობილურს ვიყენებ ძირითადად სამი მიზნით: დარეკვა, სმს და მუსიკააა :)
rogor xar sof?
teqnikaaa? oo telefonebis ganxriv teqnikas dd pativs vcem , sony ericsoonebze vgijdebi, exla w910 maqvs witeli, da imdges xelidan gamivarda 9 chriloba aqvs , guli mwydeba ar mevaseba dakawruli telefonebi.
დამაინტერესა მობილურმა :)
მე კი იცი როგორ ვარ ტექნიკაზე, ვგიჟდები კარგ ტელეფონზე.. თან ქრონიკულად ვმესიჯობ ხოლმე :) ყველაზე მეტად გამიჭირდება ტელეფონის გარეშე ყოფნა ერთი დღითაც კი ..
მმმ... როგორ მიყვარს მაყვალი და რამდენს ვჭამ ხოლმე სოფელში ტყეში...:)
ტექნიკას რაც შეეხება უთოზე ვგიჯდები ისე მიყვარს დანარჩენი ისე რაა...მობი მეც არ მაინტერესებს მაგრად,მაგრამ მჩუქნიან და უარს ხომ ვერ ვეტყვი :)თან ძლივს შევეჩვიე ამ სენსორულს :)
ისე ძალიან საინტერესო კი იქნებოდი blackberry–ით ხელში (თუ ჩანთაში)....
anyway... (copyright Sophie).
ისე, ეგ მოწყობილობა თუ ტელეფონს შეიცავს, საინტერესოა, ყურთან როგორ მიიდებ :))) თუ ყურსასმენებზეა, არასწორი მარკეტინგული გათვლაა: ბევრი არ ხმარობს მათ.
ისე კი საღოლ: სამი წელი ტელეფონი კი არა, ბეტეერი ვერ გამიძლებს მე :))
უხხხ როგორ მიყვარს მაყვლის მურაბა, განსაკუთრებით "მაჭკატებთან".
დიეტაზე ვარო და ასეთი "კალორიული" პოსტები შეიძლება? :))))
Blackberry ძალიან პოპულარულია ამერიკაში :))
და მეც მომწონს
mayvali da malina mominda exla magrad
arada veridebi kenkrovan xils :(
isaa. ra Rirs :D
კარგი აპარატია! (19 საუკუნის ბაბუის ციტატა) :D
nice post. thanks.
Post a Comment