აღმოვაჩინე (no way!), რომ ჩემს პოსტებში ჭარბობს ციტატები ფილმებიდან, სიმღერებიდან და სელინჯერის წიგნებიდან. ამ ბოლო დროს სელინჯერის და ფროიდის წიგნების გარდა არაფერი წამიკითხავს. დღეს, შაბათს, რომ ვისვენებდი და ფროიდის "ბავშვების შიშის ფსიქოანალიზს" ვკითხულობდი, მივხვდი, რომ ჩემი მთელი ცხოვრება ესაა, პრინციპში. კინოსავით და წიგნივით ცხოვრება მაქვს, I'm telling you; ოღონდ ისეთი ჟანრის, სპონტანური, სცენარის დაუწერლად რომ მიდის და მსახიობები, რაც თავში მოუვათ, იმას ამბობენ. ამ დროს, რა ვიცი, იქნებ ვიღაც ზის ვენისკენ მიმავალ მატარებელში და ელოდება, როდის დაჯდება მის გვერდით ვინმე გაურკვეველიფერისთმიანი გოგო? Yeah, right.
ადამიანებს ხომ გვიყვარს, როცა განსაკუთრებულებად გვთვლიან?
მე მიყვარს. მიყვარდა ბავშვობიდან, როცა ყველა ჩემ გარშემო იჯდა და ჩემს დაწერილ მოთხრობებს თვალცრემლიანი უსმენდა. ახლა ის მოთხრობები სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ მაშინ ხომ ყველას გვეგონა განსაკუთრებული? თუნდაც ხასიათი ავიღოთ, ფროიდსაც უწერია, ნევროზისკენ მიდრეკილი ბავშვები ყოველთვის უფრო საინტერესოები არიან და ისინი უმეტეს შემთხვევაში, მოაზროვნეები გამოდიანო. I've always loved my wild attitude. ნევროტიკი არ ვყოფილვარ, მაგრამ რთულ და ასოციალურ ბავშვად მთვლიდნენ. ჰოდა, ბავშვობა ხომ ისეთი რამეა, მთელი ცხოვრება რომ დაღს გასვამს ისე, ვერც ხვდები, თუ ფროიდმა არ შეგანჯღრია, man.
იდეალური სამყარო არ არსებობს, არც იდეალური ბავშვობა, როგორც 'Before sunrise'-შია, მდიდარი ოჯახის ბავშვებს ზედმეტად აქვთ ყველაფერი, ღარიბების შვილებს - აკლიათ, ზოგი მშობელი თან ჰყვება შვილს და ყელში ამოუყვანს, ზოგს - პირიქით, ენატრება მშობლების ყურადღება. ერთხელ გვქონდა მეგობრებს pyjama-party და მაშინ ყველამ მოვყევით, ვის რა გვაწუხებდა/გვაშინებდა/გვახარებდა. მახსოვს, მაშინ გამოვტყდი, რომ ძალიან მაკლდა მამა. მინდოდა, წავეყვანე ცირკში, პარკში, გვესეირნა ერთად... რადგან სანამ ჩვენთან იყო, მანამდე სულ აქეთ-იქით დავყავდი და გამიჭირდა შეგუება, თითქმის 15 წელი დამჭირდა, რომ დამევიწყებინა. ჩემს მამიან მეგობრებს გაუკვირდათ, სურვილიც არ გვქონია მამასთან ერთად ცირკში წასვლის და სეირნობისო. Hello. არაფერია საკმარისი ამქვეყნად, ყველას რაღაც გვაკლია და მერე ამ დანაკლისი გამოა, რომ ვწერთ/ვხატავთ/ვმღერით/საგიჟეთისკენ ან ბლოგებისკენ მივიჩქარით.
მაგრამ დღეს მაინც სულ ეს ფრაზა მიტრიალებს თავში:
Jesse: I kind of see this all love as this, escape for two people who don't know how to be alone. People always talk about how love is this totally unselfish, giving thing, but if you think about it, there's nothing more selfish.
Is it?

15 comments:
ეს ფილმი რომ ახსენე, უკვე ამით მოიგე ჩემი გული... :)
ჩემი ცხოვრების ახლანდელი ეტაპი მეორე აბზაცშია გაჩხერილი. მართალი ხარ: თან მყვებოდნენ მშობლები ბავშვობიდანვე, მაგრამ რა შედეგი? მაინც ვთვლი, რომ ბევრი ცუდი რამ დაუშვეს ჩემთან მიმართებაში. ჩემი უკმაყოფილება არ არის უმადურება. უბრალოდ არის იმის შედეგი, რის არარსებობაზეც შენ წერ ამ პოსტში.
ისეთ თემას შეეხე, ყველას რაღაც თავისი ბავშვობიდან გამოყოლილ პრობლემებსა და ცალფეხა კომპლექსებს გაახსენებს:)
მეც ტიპიური ნერვოტიკი და ეგოისტი ბავშვი ვიყავი. დედაჩემს და ყველას ჩემს გარშემო ბოლომდე ვუშლიდი ნერვებს
დედა ფროიდს კითხულობდა და ყველას არწმუნებდა, რომ ჩემგან მოაზროვნის ტიპის ადამიანი დადგებოდა :)
მართალია, არ არსებობს იდეალური არაფერი, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა. ზოგიერთი რამ უბრალოდ ახლოა იდეალურთან და ზოგიერთი ძალიან შორს...
ახლა რაც შეეხება ფროიდს და დანაკლისებს, ამ ბოლო დროს გეშტალტ თერაპიით ვარ დაინტერესებული, (ჩემი ბლოგიდანაც მიხვდებით), და სწორედ ცნობილი გეშტალტ თერაპევტი პერლსი ხსნის ნებისმიერ მოქმედებას ადამიანის დაუკმაყოფილებლობად. ჯანმრთელი ადამიანში ასეთი ციკლია: დეფიციტი (პროფიციტიც), რომელიც აღძრავს მოთხოვნილებას, მოთხოვნილება იწვევს უწონასწორობას, უწონასწორობა იწვევს დეფიციტის შემავსებელი საგნის გარე რეალობაში ძიებას, ბოლოს ხდება ამ მოთხოვნილების მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილება.
ხოდა მდიდარი ოჯახის ბავშვებს რომ ზედმეტად აქვთ ყველაფერი, ღარიბების შვილებს - აკლიათ, ზოგი მშობელი თან ჰყვება შვილს და ყელში ამოუყვანს, ზოგს - პირიქით, ენატრება მშობლების ყურადღება, ადგილი აქვს სუბლიმაციას, ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ძიებას, რაც სხვადასხვა რამეში იჩენს თავს. ამიტომაც არის, ფროიდსაც რომ უწერია, ნევროზისკენ მიდრეკილი ბავშვები ყოველთვის უფრო საინტერესოები არიან და ისინი უმეტეს შემთხვევაში, მოაზროვნეები გამოდიანო. ესეთი ბავშვები სხვადასხვა სფეროში გადაანაწილებენ საკუთარ ენერგიას, რომელიც წარმოიქმნება გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის.
P.ს. ფროიდის "ბავშვების შიშის ფსიქოანალიზი" ქართულად გაქვს?
@ Sophya, მართალია გეშტალტ ფსიქოლოგია. მაგარი რამეა ფსიქოლოგია საერთოდ.
არა, ფროიდის წიგნები მხოლოდ რუსულად მაქვს.
ძალიან მომწონს შენი პოსტები. რაღაცნაირი გულგადაშლილი და ინტელექტუალურია. ეს ფრაზა მომეწონა: ამიტომაც ვხატავთ/სწერთ, ბლოგისკენ ან საგიჟეთისკენ მივისწრაფით"-ო
momewona :up: "vinc icis ra aris sakmarisi mas yoveltvis eqneba is rac sakmarisia- mgoni ase tqva lao zim, magram mainc -adamianebs araferi gvakmayofilebs.erts avisrulebt , sxva gamochndeba da ase, mudmivad ragacis 'mopovebis mcdelobashi' vart.
da martalia, yvelas gvinda gansakutrebulebi vchandet :)))
არა რა..ძალიან გემრიელად წერ..
ისე კარგად იკითხება ხოლმე..
filmiiiiiiiiiiiii
ვეთანხმები იმ ფრაზას. ისე, ამაზე ადრე ლოპე დე ვეგასთან მაქვს წაკითხული, რომ სხვისი სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულია და რომ ადამიანს სინამდვილეში სხვისი შეყვარება არ შეუძლია (ციტატა ზუსტად არ მახსოვს, აზრი კი ეს იყო).
სოფ, მე კიდე ერთი რამე აღმოვაჩინე...ინგლისურ ფრაზებს იყენებ ხშირად... :)
ასეთი პოსტები მაფიქრებს ხოლმე იმაზე, რომ ეგოისტი ვარ, ბავშვი რომ მინდა, თუნდაც უმამოდ გაზრდილი...
+ მამაჩემი ზეტიპია ჩემთვის და მრცხვენია, რომ მე არ ვითვალისწინებ ამ ფაქტს... ანუ, იმას, თუ როგორია უმამობა და უსირცხვილოდ ვაპირებ გავწირო ჩემი მომავალი შვილი...
shame on me...
არც იდეალური ბავშვობა
Chems bavshvs ar aqvs yvelaferi, magram aqvs ragac
Ar aklia mshoblis alersi magram kelshic ar vukvan, ver vukvan :D
magram still mainteresebs ra unda gavaketo rom chemi bavshvi bednieri ikos. urtiertobebs vgulisxmob
Tore pampersi da rze isedac eqneba :)
@ თაა, უნდა იყო მის გვერდით, როცა გაიზრდება, მოუსმინო. სისულელეებს რომ გკითხავს, მოთმინებით აუხსნა... კიდევ ბევრი რაღაცაა და დარწმუნებული ვარ, შენ ადვილად გამოგივა.
sof. sheni meili ar makvs....momcere gtdxov sheni meilidan..
lasharela@gmail.com
Post a Comment