Monday, September 7, 2009

ნიჭის მინიჭება


ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს ეგრედ წოდებული ეთნიკ მუსიკა, მთელი თავისი ვიოლინო-აკორდეონებით. მთელი სული და გული დევს ხოლმე. აი, ერთერთი ლინკი და აქედან სხვებზეც გადადით, თუ სურვილი გექნებათ. მუსიკა ყოველთვის იყო ჩემთვის განწყობისშემქნელი და ცხოვრების მიმართულების მაჩვენებელი. ახლა იცხაკ პერლმანს ვუსმენ. მოდი და ნუ იტყვი, რომ ღმერთი აჯილდოებს ადამიანებს და განსაზღვრულად აძლევს ნიჭს, რომ დახატონ, დაუკრან, დაწერონ და მერე ამით დანარჩენ სამყაროს სიამოვნება მიანიჭონ. ისე, მინიჭებასა და ნიჭს ერთი ფუძე აქვს, ამჩნევთ?

ადრე მაისფეისზე ვუსმენდი მუსიკას, მაინტერესებდა ახალი ბენდები, მუსიკოსები. თუმცა, ძალიან იშვიათია ისეთი მუსიკოსი, რომელიც მოგეწონება და თავს დაგამახსოვრებს. ძალიან ადრე დავწერე რამდენიმე მუსიკოსზე პოსტი, რომლებიც მაისფეისზე აღმოვაჩინე. ახლა დავამატებ ვიტალი პოდოლსკის, ისრაელში მცხოვრებ მუსიკოსს, რომელიც სასწაულად ასრულებს აკორდეონზე და მიყვარს მისი მოსმენა. ერთი პერიოდი "მიყვარდა". აი, კრისტინას რომ უყვარს ხელოვანები, ხომ იცით, ასე მიყვარდა, შარშან რამდენჯერმე მიმოწერაც გვქონდა. კრისტინა რატომ ვახსენე, გუშინ კიდევ ერთხელ ვუყურე "ვიკი კრისტინა ბარსელონას" და მივხვდი, რომ მეც, კრისტინასავით, მინდა ბევრნაირად გამოვხატო ჩემი შინაგანი სამყარო; სამწუხაროდ - არ ვხატავ, არც მუსიკა ვიცი, ფოტოგრაფიითაც ვერ დავიკვეხნი, მრჩება წერა. ახლა ვფიქრობდი, კიდევ რა-მეთქი და მივხვდი, რომ ყველაფერი ბანალური გამოვიდოდა. უბრალოდ, მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია მოსმენა და შეგრძნება იმის, რასაც ანიჭებს ადამიანებს.

P.S. ლაშარელა, აი, პირველი პოსტი ინგლისური სიტყვების გარეშე.

10 comments:

Anonymous said...

Libertango ra dzalian kai mosamenia :)

Unknown said...

perlmanze gachede, ai dzalin dzalian magaria:) madloba/

clown said...

მუსიკა ჩემთვისაც განწყობისშემქნელია ^^

Anonymous said...

უი, მართლაც!...
მინდა გითხრა, სოფ, რომ ასე უფრო "ერთი ამოსუნთქვით" იკითხება პოსტი. რაც უნდა იყოს, ინგლისურ, რუსულ და ა.შ. ტერმინებით გადახუნძლულ შენს პოსტებში, თვალს მაინც "წამოვკრავ" რომელიმე მათგანს და ტვინი უნდა ვიჭყლიტო, რატომ, რა განცდით და რა მნიშვნელობით იხმარე ისინი. ეს, ცოტა არ იყოს, ართულებს პოსტის კითხვას... :))
ჰოდა, ეთნიკ მუსიკაზე აქამდე არ მსმენოდა. საინტერესოა უდაოდ. აწი ჩავუღრმავდები.

Anonymous said...

xelovnebis agqma da dafasebac erti didi nichia mash, kargia rom shegvizlia (chemii tavic ro mivayole :D )

გურამი said...

რა მრჩებაო და წერაო რომ ამბობ, აგერ გუშინ ვფიქრობდი, რამდენი ხანია სანის ვიდეოპოსტი არ მინახავს თქო. მემგონი წერასტან ერთად ვედეოპოსტებიც კარგად გამოგდის. არ ვიცი რამდენად შეკვეთად ჩათვლი ამას, მაგრამ ჩემი სურვილი იქნება, ფროიდის წიგნებს, რასაც წაიკითხავ, რამე კარგი ვიდეოპოსტ_კომენტარი გაუკეთო ხოლმე.

Toma said...

მეც მიყვარს ეთნო, თუმცა ვერ დავიჩემებ რომ ყველას ქვეყნის ეთნო მუსიკას სიამოვნებით ვუსმენ, პირიქით ზოგს საერთოოდ ვერ ვუსმენ :)

Keti said...

მე მიყვარს ეთნო, თუმცა განწყობის მიხედვით ვუსმენ.

და ინგლისური ჩანართები მგონია, რომ ახელოვნურებს ტექსტებს, მის გარეშე ნამდვილად უკეთესია...

Natalia said...

მეც უნიჭო ვარ ყველანაირ ხელოვნებაში, მაგრამ იმედი მაქვს რომ შეფასება და აღქმა მაინც შემიძლია, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ.. :)

Anonymous said...

ინგლისურსიტყვებიანი პოსტებიც ძალიან მომწონს! :) ხოდა, აქ როგორც უკვე ბევრმა აღნიშნა ხელოვნების აღქმაც ხელოვნებაა.