რამდენი ხანია ყოფითი პოსტი აღარ დამიწერია.
მინდა, მოკლე პოსტი დავწერო.
ჰოჰოჰოჰო
ოღონდ, არ გამომდის.
ჭეშმარიტებას ვეძებ და ვხვდები, რომ არსებობს მხოლოდ პატარ-პატარა სიმართლეები, რომლებიც ყველა ადამიანს აქვს. ამაზე დავწერე ახლა ბიო (არტ) ბლოგზეც.
არის ერთი Sunny ჭეშმარიტება, რომ, ამქვეყნად, შემწვარ კარტოფილს არაფერი ჯობია.
არაფერი ჯობია ფილმებით თავის გამოტენას და თვალების დათხრას.
არაფერი ჯობია წერას და მიხვედრას: იჩქარე და წერე, სოფი, სანამ დაგავიწყდება.
ორი ახალი "მაიკა" მაქვს - ყვითელი და ცისფერი, ზურმუხტისფერი, უფრო სწორად. რა სისულელეა, წარმოიდგინეთ, მაიკები, შარვლები, ტანსაცმელი საერთოდ.
ღამით ვფიქრობ თაზოს მოხუცზე, რომელიც თვეგამოშვებით იხდის გადასახადებს. მაღაზიაში ხალხი ნისიად ყიდულობს პურს და მე კიდევ ვბრაზობ, რომ ჰოლივუდში არ მიწვევენ. მერე ვბრაზობ მედიაზე, ზომბირებულ ორგანიზმზე, რომელიც სისულეებით გვიტენის თავს, ქმნის მტრის ხატს და არავის ეუბნება: გამოიფხიკე ყურები და პრობლემა შენს თავში ეძებეო! ფუჰ! გუშინ უგო ჩავესიც შემზიზღდა, არა, დილას. შევხედე და მაშინვე აზრად მომივიდა, რომ ეგეც არტისტია რა, პოლიტიკური ოღონდ.
ხანდახან პარანოიკივით ამეკვიატება ფიქრები ზოგადსაკაცობრიო თემებზე, ადამიანებზე, ეკოლოგიაზე, ხელოვნებაზე, პოლიტიკურ მიმართულებებზე და ბოლოს ვხვდები: უნდა შევჩერდე და ჩემს ცხოვრებას მივხედო. უკვე რამდენჯერ ვთქვი, მთავარია მე როგორი ვარ და რა მინდა-მეთქი... ეჰ, თითქოს ასეთი ადვილი იყოს.

13 comments:
უგო ჩავესი ძალიან მესიმპათიურება :)))
ოღონდ ვენესუელასა და კომუნისტურ "საროჩკაში". ვენეციაში მისი ჩასვლა კი სუფთა ზეწარზე ტალახის მიტყეპებას ჰგავდა.
ეჰ, კარტოფილი კი ამაშენებდა ახლა.... მაგრამ შემწვარ კვერცხიც და სპაგეტიც რომ უგემრიელესი რამეებია, ეგეც პატარა ჭეშმარიტებაა :)))
ჩემს ცხოვრებაზე რომ ვფიქრობ, წამიერათ მეც ადვილი მეჩვენება ყველაფერი, მაგრამ ძნელია ყველაფერი ისე აკეთო როგორც გინდა, ამის მიუხედავად მაინც ვფიქრობ რომ მთავარია საკუთარი თავის რწმენა გვქონდეს :S და ყველაფერი გამოგვივა ^^
საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ცხოვებისთ ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია და ამოსავალი წერტილი უდნა იყოს ყველა ადამიანისათვის. ლოგიკა ერთია - თუ არ ხარ განხორციელებული როგორც პიროვნება და საზოგადოების წევრი ვერასდრს შესძლებ სხვის დახმარებას.
მასე ყველაფერი რთულია სოფი ცხოვრებაში, მე ჯერ არ შემხვედრია ისეთი რამ რაც ადვილი იქნებოდა გამოსასწორებლად, მისახედათ, მთავარია რო იცი და გინდა, ეხლა უნდა გააკეთო !!!
ხანდახან მქონია მომენტი, რომ რაღაც მინატრია და არ მქონია. მერე რომ ვუფიქრდები, მცხვენია კიდეც. არსებობენ ადამიააები, თან ათასობით, ათიათსობით, რომლებსაც ჩემნაირი ყოფა ოცნებად აქვთ ქცეული. მაგ დროს უკან იხევს ხოლმე აკვიატებული აზრები...
უჰ, შემწვარ კარტოფილს მართლაც არაფერი სჯობს:-))
პრობლემის საკუთარ თავში ძიება ყველაზე კარგი გამოსავალია, ისე არაა აუცილებელი ვინმემ გითხრას!
ხო, მეც ძალიან ხშირად მრცხვენია, რომ ვწუწუნებ, ვთქვათ, სამსახურში დაგროვებული საქმეების გამო, ან როცა რაღაც ისეთის კეთება მიწევს, რაც დიდად არ მომწონს. მერე მახსენდება, რამდენი უმუშევარია ქვეყანაში ან რამდენ ჩემზე კვალიფიციურ ადამიანს იმის ნახევარი ხელფასიც არ აქვს, რაც მე და ა.შ."თუ სამყაროს შეცვლა გინდა, შეიცვალე შენ თვითონ!"-განდის ეს ფრაზა სადღაც ჟღედა, მახსოვს.
egre ro gavyvebi xolme am yofit problemebs da warmovidgen ro ai sadgac shimshilit ixocebian da buzebi asxdebian bavshvebs da imis zalac ar aqvt , moigerion :(( da + uamravi aseti fatqebi..... mere vwyvet fiqrs, tore uazrobamde mivdivar
არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, რომ სადღაც შიმშილით იხოცებიან.. უფრო სწორედ, არ მიდარდია ამაზე.
ხანდახან, ისიც კი მიკვირს, ქველმოქმედებას რომ ეწევიან და გარკვეულ ჯგუფს ეხმარებიან. გეტყვით რატომ – ასეთი ადამიანი იმდენია, ვისაც უკიდურესად უჭირს, რომ ის დახმარება ზღვაში წვეთია და თან – ერთჯერადი. საბოლოოდ კი შიმშილი და გაჭირვება ყოველთვის არის და ერთხელ ნაჭამი ტორტის ნაჭერი, მეორე დღეს ტკბილი მოგონებაა მხოლოდ.
ალბათ ძალიან მშრალი და უხეში იყო ჩემი აზრი, მაგრამ რბილი და სათუთი მაშინ ვიქნები[ვიყავი კიდეც ერთ დროს], როცა მე თვითონ მექნება ნორმალური ცხოვრება. :)
პ.ს ყველაზე გემრიელი მჭადი და ყველია, ახლა წავალ და შევჭამ კიდეც :))
უგო ჩავესი შეიძლება არ მოგწონდეს მაგრამ ის ერთ ერთი პირველია ბოლო 30-40 წელიწადში რომელმაც ტქვა რომ სხვა სამსაყროს აშენება შეიძლება და აშენებს, შეიძლება არ მოგწონდეს მისი პოლიტიკა მაგრამ იმას თუ გაითვალისწინებ რომ უგო ჩავესი დემონიზაციაზე მტელი ლიბერალური მასმედია მუშაობს მაშჳნ კიდევ კარგ ტიპად მოჩანს
გიხაროდენ, ჩავესმა სეპარატისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
და ესეც რომ არა, რითი გესიმპათიურებათ, საინტერესოა.
თუმცა ყველას თავისი თვალი აქვს.
Sunny ჭეშმარიტება, რომ, ამქვეყნად, შემწვარ კარტოფილს არაფერი ჯობია.
& Taa ჭეშმარიტება also :)
Post a Comment