Sunday, September 13, 2009

კიმ, გაიმარჯვე რა!

დღეს, მგონი, ყველა საიტზე სერენას გაგიჟების ჰედლაინებია.
პრინციპში, პირველად არ მომხდარა ასეთი ამბავი, სერენა უილიამსს ყოველთვის ახასიათებს ხოლმე გამოხდომები, როცა ხვდება, რომ აგებს და გუდბაი გრანდ სლემ! სერენამ რა ქნა? კუთხის მსაჯ ქალს ეტაკა და ბურთის გადაყლაპებას დაემუქრა. მერე ძაან ამერიკული გამოსვლა იყო, გასვლაც და ყველაფერი. თუ დაგაინტერესებთ, ყველგან ნახავთ ამ ამბავს. უილიამსები არასოდეს მომწონდა, აგრესიული და უზრდელები იყვნენ ყოველთვის. They had it comin'

სერენა საქმის გარჩევაში

რაც მთავარია, ჩემი საყვარელი კიმ კლეისტერსი (თურმე მისი გვარი ასე წარმოითქმება) გავიდა ფინალში. მიხარია, მიხარია.

Kim Clijsters

ხო ყოფილხართ ასე, როცა გყავთ ფავორიტი და ძალიან გსურთ მისი გამარჯვება. იმიტომ, რომ საკუთარ თავთან აიგივებთ ქვეცნობიერად და გჯერათ, თუ ის გაიმარჯვებს, ესე იგი, თქვენც წარმატებას მიაღწევთ რაღაც საქმეში. ზუსტად ასე ვარ ახლა. საკმაოდ დატვირთული კვირა მელის წინ და კიმის გამარჯვება პირდაპირ მისწრება იქნებოდა. ფინალს ამაღამ ვნახავ!

კიმი, კიმი, კიმი, გაიმარჯვე რა!

9 comments:

clown said...

ხოდა თუ კიმის გამარჯვება მისწრებააა შენთვის , მაშინ გილოცავვვ ^^ :*

:D

ttt said...

ise mixaria kimi ro dabrunda ver agixsnit :D koveltvis misi gushematkivari vikavi da davrchebi :)) da imedia dges game kidev gagavaxarebs :) tan dzalian lamaz chogburts tamashobs siamovnebas vigeb masi tamashisgan. axla rac shexeba serenas namdvilad ar momcons arc erti da, magram mainc shemecoda isedac matchs agebs, mocodeba ar misdis arc tamashi da kide es msaji .. codoa namdvilad. am shemtxvevashi nebismiers ugalatebda nervebi

Toma said...

გადარეულები არიან დები ვილიამსები :D მაგათი არცერთი გამოხტომა არ მიკვრის :

Natalia said...

პირველ რიგში – კიმის გამარჯვებას გილოცავ! ვიცი როგორი ბედნიერებაა, როცა შენი ფავორიტი იგებს [თან დამაჯერებლად].

დღეს ვუყურე ამ თამაშს, და ზუსტად ვერ მივხვდი იმ მსაჯს რა უნდოდა. პრინციპში, ამ შემთხვევაში სერენას ვამართლებ კიდეც. თან კიმთან ისე მივიდა და გულითადად მიულოცა, რომ გული მომილბა :)

http://www.youtube.com/watch?v=xtkKdCeQgQM აი ამის შემდეგ სერენას ყველაფერი ეპატიება :))

Unknown said...

mec vuyure tamashs da shemecoda serena.. :(

Anonymous said...

ვაა, არ მინახავს, საინტერესო იქნებოდა ბურთის გადაყლაპების ისტორია :)))

DsScorpion said...

ეე
მასეთ გამარჯვებას წაგება მირჩევნია! :(

Anonymous said...

წლევანდელი US Open ჩემთვის ისეთივე მოულოდნელობებით იყო სავსე, როგორც 2002 წლის მსოფლიოჩემპიონატი ფეხბურთში. ჯერ შარაპოვასა და დემენტევას გავარდნამ შემაშფოთა, ორიოდ დღის წინ კი რაფასაც იგივე ბედი რომ ეწია, ძალიან მეწყინა. მას ვგულშემატკივრობდი.
და გუშინ.... ფედერერი!!!!
:ტფუი:
ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე სტაბილური, ალბათ, ფედერერია და მისმა მარცხმა ყველაზე ძალიან გამაკვრივა.
სამაგიეროდ, უილიამსები ისევ უილიამსობენ, ჰო? ზოგჯერ თუ მაგრად ვერ თამაშობენ, ორნი რომ არიან, ის გვამშვიდებს :)))

Anonymous said...

visa bichooooooooo

ver vitan blatnoi qalebs