Monday, September 14, 2009

სიკეთის მოლოდინი


დილას რაბი აკივა ტაცის ლექციას ვუსმენდი თავისუფალი ნების შესახებ. მაგარი ადამიანია, მხიარულად ჰყვება ლექციას, ინგლისური იუმორით, ზოგჯერ კარგად გააზრება მჭირდება, რომ გავიცინო. მაგარი ტიპები არიან ეს ბრიტანელები (მართალია რაბი ტაცი სამხრეთ აფრიკაშია დაბადებული, მაგრამ ახლა ინგლისში ცხოვრობს). მოკლედ, საინტერესო ამ ლექციაში ის იყო, რომ ჩვენ მართლა გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, უბრალოდ, არსებული ტენდენციების გამო ათასი ინფორმაცია გვერევა თავში და თავისუფლება ის გვგონია, რასაც კინოში ან პოპ მუსიკაში ვხედავთ/ვუსმენთ. ეს თავისუფლება ყველა ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვოს და მერე, როცა მოიპოვებს, ეცადოს, საკუთარი პიროვნება დახვეწოს და გააძლიეროს. თავისუფალი ნება ის არ არის, რა გირჩევნია საუზმეზე - ყველი თუ ხაჭო. თავისუფალი არჩევანია - ირჩევ ღმერთს თუ არა, ან რომელ გზაზე მიდიხარ (გზაში სანაპირო და გამზირები არ იგულისხმება, რა თქმა უნდა). ეს ისეთი რამეა, როგორც უკვე დავწერე, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს თავის თავში.
ამ ლექციაში საინტერესო იყო ასევე ის ფაქტი, როგორი მნიშვნელოვანია ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. რაბი ტაცმა მაგალითად მოიყვანა ერთი პოლონელი კათოლიკე გინეკოლოგი, რომელიც თავის პაციენტ ებრაელ ქალს და მთელ მის ოჯახს თავისთან მალავდა, ბოლოს აშშ-ში გააპარა და წლების შემდეგ, როცა პაციენტ ქალს უკვე შვილთაშვილები ჰყავდა, გაიხსენეს ეს პოლონელი ექიმი და ქორწილში წაიყვანეს. როცა ჰკითხეს, რატომ ჩაიგდო საფრთხეში თავი, უპასუხა: ბიბლიას მეც ვკითხულობ და ვიცი, რომ ადამიანს თავისი კეთილი საქმეებისთვის ღმერთი ყოველთვის სიკეთით გადაუხდისო.

ზოგი იტყვის, რომ ეს უანგარობა აღარ გამოდის. მითხარით, რას ნიშნავს, საერთოდ, უანგარობა? ნებისმიერი ჩვენი საქციელი ანგარებიანია - თუნდაც იმ კუთხით, როცა სამაგიეროს არ ველოდებით, მაგრამ შინაგანად უდიდეს კმაყოფილებას ვგრძნობთ საკუთარი თავის მიმართ. ჩემი აზრით, ს არის ყველაზე უანგარო საქციელი, როცა ღმერთისგან ელოდები სიკეთეს და არა ადამიანებისგან.

[კიმ კლისტერსმა გაიმარჯვა, ბუნებრივია და "სტიმულებმა" იფეთქა ჩემში.]

12 comments:

Anonymous said...

მე და ჩემს მეგობარსაც გვქონდა საუბარი- რა არის უანგარო ქმედება და რა არის უანგარო გრძნობა - როცა ვინმე გვიყვარს ,მისგანაც იგივე გვინდა- როცა სიკეთეს ვაკეთებთ - უნდა ჩანდეს - ვერ მიხვდება ვინმე და - უმადურიაო , ვიტყვით. უანგარო გრძნობა-ქმედებები ძალიან გაიშვიათდა, როცა კი შევნიშნავ, ვაფასებ ძალიან და მეც ვცდილობ ასეთივე ვიყო :)) და ეს სიტყვები გამახსენდა -სიკეთეს უყოფდით თქვენსავე მაწყევრებს და მოძულეებს, თორე კეთილისმყოფელებს თუ სანაცვლოს მიაგებთ,ასე ხო ფარისეველებიც იქცევიანო :) ზუსტად არ მახსოვს, მარა მომოწონს ეს ადგილი :))

Unknown said...

მმმ.. ახლა ამ პოლონელი კათოლიკეს ამბის წაკითხვის შემდეგ ანა ფრანკი გამახსენდა.. რატომ არ ვიცი. ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი შოკი.

Lalena said...

ერთგან წავიკითე უანგარო ქმედება არც ისე უაგრაოაო, შექება და კმაყოფილების გრძნობა უკვე წარმოადგენს სანაცვლო საფასურსო, მე პირადად არ ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ თავშჳ წამოსარტყმელი აზრი ნამდვილად არაა.

clown said...
This comment has been removed by the author.
clown said...

მეც ვფიქრობ რომ უანგარო ადამიანი არ არსებობენ :S

sophya said...

მიყვარს შენი პოსტები :)

2kija said...

ლალენა.ცდები რომ არ ეთანხმები. მაგრამ ცნება უანგარო სიკეთე არსებობს პიროვნებისგან დამოუკიდებლად. ვაბშე ლოგიკას თუ გავყვებით პიროვნება ძალიან დიდი ბოროტებაა, სიკეტე კი ადამიანია, მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს უანგარო ))) ხოლო პიროვნება არა, ბევრი იფიქრებს რომ ეს პოზიცია რარა ანტიინდივიდუალისტურია ან რამე...მარა ეგრე არაა პროსტო ვერ ავხსნი რატომ ) . რაც შეეხება კათოლიკე გინეკლოგის (მშვენიერი სინთეზია) პოზიციას, ეს უფროა ანგარება ვიდრე ნებისმიერი რამ ))

Natalia said...

’ჩემი აზრით, ის არის ყველაზე უანგარო საქციელი, როცა ღმერთისგან ელოდები სიკეთეს და არა ადამიანებისგან.’ ეს არის ზუსტად, ეხლა ამასაც ანგარება არ დაარქვათ, ღმერთისგან რომ ელოდები სამაგიეროს :))


პ.ს კიმის გამარჯვებას გილოცავ!

2kija said...

natalia რაიმე საქმის სანაცვლოდ სამაგიეროს ლოდინს უკვე ქვია სახელი :დ

Toma said...

ჩემის მოწიწებულის აზრის მიდევითის ”თავისუფალი არჩევანის საშუალება,” არ აქვს ადამიანს მანამ სანამ ის სოციალური არსებაა, ეს ერთი. კარგი გამოვრიცხოთ ადამიანი სოციალურ არსებად, და დავტოვოთ სუფთა ინდივიდის დონეზე, ანუ ცხოელის დონეზე, ამ შემხვევაშიც კი არ აქვს მაშ ”თავისუფალი არჩევანის საშუალება,” რადგან ბილოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

Unknown said...

ადამიანები ყოველთვის ყველა საქციელს ანარების გამო აკეთებენ თუ ღმერთისგან ელოდებიან სამაგიეროს ესეც თავისებური ანგარებაა . მე მგონია რომ ყველაზე მადლი ისეთ საქციელს აქვს რომლის გაკეთებაც შენ თავად განიჭებს სიამოვნებას და ერთადერთი სურვილი ის სიამოვნების შეგრძნებაა რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ გაქვს და არა იმის მოლოდინი რომ ღმერთი შენს სიიკეთეს დაინახავს.ბიბლიური კაენის საქციელს მაგონებს მსგავსი ადამიანები თავისი ღმერთი ხომ ხედავს გამონათქვამებით .

Anonymous said...

სწორედაც, ყველამ ვიცით და ყველას გვსმენია, რომ გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, მაგრამ ან სწორად ვერ ვსაზღვრავთ როგორ მვახიდონოთ რეალიზება, ან ათასგვარი ფაქტორების გამო, საერთოდ ვთრგუნავთ საკუთარ ნებას.