დღეს სავსე დღე მქონდა.
ამ ბოლო დროს ყველაფერი მევსება :ლოლ: გული, დღეები...
ფეხით რომ ვიარე კილომეტრები, ფეისბუქელები ნახავდით ამას.
უკბილო ბავშვებმა ერთმანეთს რომ დასცხეს ავტობუსში, ამასაც ნახავდით ჩემს გესთ პოსტში.
მაგრამ მე სხვა რამის მოყოლა მინდა:
იცით ეს ჯგუფი - The Goo Goo Dolls?
მეც რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე და შემიყვარდა. ასეთხმიანი ტიპები მომწონს, ოდნავ ჩახლეჩილი და დაღლილები რომ არიან. ავივ გეფენსაც ასეთი ხმა აქვს.
ადამიანებს მათი ხმის მიხედვით რომ ვიმახსოვრებ, გითხარით?
მაგალითად, თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, ვის როგორი ხმა აქვს და როგორ მეძახის: სოფი! სოფიიიი! სოფ! სოფფფფ! სოოოოფი! :)
ყველაზე მეტად მიყვარს David რომ მეტყვის ხოლმე, კარგი რა, სოფი! :)
კიდევ დინა მეძახის უსაყვარლესად: სოფი! - რაღაცნაირად მახვილს ი-ზე აკეთებს ფრანგულივით.
დედაჩემი პირიქით - სოფი - მახვილი ო-ზე.
კიდევ რამდენიმე ადამიანის ხმა მენატრება, რომლებიც ვეღარასოდეს დამიძახებენ, მაგრამ ძალიან რომ მომენატრებიან ხოლმე, თვალებს მაგრად დავხუჭავ.
პარანოიაა, ვითომ? :P

6 comments:
ხმა რა სპეციფიურია მართლა, აი ყოფილა შემთხვევა, ისეთჳ ხმა გამიგია, მის გამო დავინტერესებულვარ , აი სიმპათიური ხმა ლოლ წარმოიდგინეთ :დ
ჰოდა ტჰე გოო გოო დოლლს- ირის მიყვარს ისე ისე, თან ლივე წვიმაში რო მღერიან უუუმ <3 ჩავრთო ამ გახსენებულზე
ეეეეეეე სურათი მომეწონა ძაააააააალიან :) აი მეგობრების სურათი რომ გიდევს ისა :)
მე კიდევ პირიქით...
მიკვირს ხოლმე ყოველთვის, წიგნებში რომ აღწერენ პერსონაჟის ხმის ტემბრს... უამრავი სიტყვით, ემოციით...
ხშირად გამიგია ფრაზა - რას ლაპარაკობდა, არც გამიგია, ხმას ვუსმენდიო...
მე რატომღაც საერთოდ ვერ ვამჩნევ ამას... ანუ ხმას...
რა თქმა უნდა, მუსიკალურ ვოკალზე თუ არ ვსაუბრობთ...
ხოლო ჯგუფს რაც შეეხება, ძალიან მომწონს მათი Iris :)
სანამ სათვალეს გავიკეეთებდი, ხალხს ხმის მიხედვით ვცნობდი. :) ახლა კი ხმის მიხედვით ვხვდები რა ხდება ჩემს გარშემო და მამენტ, იმასაც ხმის მიხედვით ვიღებ დასტურს ანუ, რომ სწორად გავაკეთე რამე თუ არა (იგივე კარების გაღება და ასე შემდეგ). ძალიან მაგარია რომ დაწვები და მოუსმენ. არაფერს კონკრეტულად. აი დაწექით და მოუსმინეთ უბრალოდ. იმდენ საინტერესო ხმას აღმოაჩენთ. მერე ნელა ნელა უფრო და უფრო შორეულ ხმებს დაიჭერთ. :) საოცარი რამეა. გამოსახულებით ამას ვერასოდეს გააკეთებთ.
ხმა ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ვიღაცის ვერც სახელი გავიხსენო და ვერც ის, თუ სად მინახავს, მაგრამ ხმა არასოდეს დამავიწყდება!
გოუგოუ დოოოლს:)
მე სულ საკუთარი ხმის ამბები მაინტერესებდა. ადამიანებს ხომსახვანაირი ესმით შენ ხმა, შენ კიდევ სხვანაირი. და აი ადამიანებს რომ ესმით ის ხმა როგორია - თქო სულ ვკითხულობ.
როგორი ხმა მექნება ნეტა?
Post a Comment