Monday, September 28, 2009

წუწუნა ბერლინიდან

როგორ მიხარია თქვენი კომენტარები, ვერც წარმოიდგენთ!!!!
ისეთი შეგრძნებაა, როგორც ჯარში იყო და მეგობრები წერილებს გწერდნენ :)))

ძალიან დიდი პოსტი მაქვს დაწერილი ჩემს ლეპტოპში, ვეღარ მოვახერხე "ფლეშკაზე" გადმოტანა თავისი სურათებიანად :(
გუშინ იმდენი ვიარე, უნივერსიტეტამდე წავედი ფეხით, მოკლედ ასე ახსნა ძნელია, კილომეტრები გავიარე, ერთი სიტყვით, თან სურათებს ვიღებდი, თან ვფიქრობდი და უცებ აღმოვაჩინე :ლოლ: ტურისტი ვარ, ჩემი ოცნება ახდა და მე კიდევ ვწუწუნებ იმაზე, ყველა რატომ თბილი და მოსიყვარულე არაა. ვინ არ ოცნებობს, უნივერსიტეტის დამთავრების მერე იმოგზაუროს ევროპაში? ნახოს ახალი ადგილები, ადამიანებს გაეცნოს, სურათები გადაიღოს და უბრალოდ იხეტიალოს :) ჰოდა, მადლობა ღმერთს!
აღარ ვიწუწუნებ!

გუშინ ვცდილობდი დაკარგვას :D მეთქი, თუ ამებნევა გზა, მაგრამ ბოლო მომენტში რუკა ამოვიღე და მივაგენი სახლს ;))) ძალიან საყვარელი დაცვა გვყავს შენობაში :D მიხარია, მისი დანახვა, ჩემი ბერლინური ცხოვრების ნათელი (ქერა) წერტილია =))) სხვათა შორის, გუშინ მაღაზიებში დავსეირნობდი და მეთქი, რამე სუვენირი ვიყიდო, ვნახე "მაიკა" - I LOVE BERLIN საკმაოდ იაფად და მერე დავფიქრდი, რომ ჯერ არ მიყვარს ბერლინი და რა ჯანდაბად მინდა, მაინც არ ჩავიცვამ =))

გუშინ საღამოდან დღეს საღამომდე იყო იომ ქიფური, დღესასწაული, მონანიების და პატიების დღე. დილიდან სინაგოგაში ვიყავით. დავიღალე, მაგრამ სასიამოვნო იყო. განსხვავდება აქაური ლოცვები საქართველოსგან. სასწაულად მღეროდნენ აქ და ყველაფერი, მაგრამ მე მაინც მენატრებოდა თბილისის სინაგოგები და ხალხი, პირველ რიგში.

უხ, ისევ ვწუწუნებ! ღრრრ! =))

როცა მოვახერხებ, სურათებს დავდებ.
ყველანი მიყვარხართ და ისე მახარებენ თქვენი კომენტარები :HAPPY:
რამდენადაც შემიძლია, შემოვდივარ თქვენს ბლოგებზე, მაგრამ კომენტარების დატოვებას ვერ ვახერხებ!!!

BEST WISHES!!!
BIGGEST HUGS EVER!!!

GEORGIAN SUNNY LOVE FROM GERMANY :))

11 comments:

მარი ახსიაშვილი said...

სოფი, ძალიან, ძალიან, ძალიან საყვარელი ხარ.. :*:*:*:*

Anonymous said...

რა უცნაურია, აქაც რო იყავი წერდი და მაქედანაც წერ, მარა რაღაცნაირი გრძნობაა მაინც, წასული რო ხარ, გეგონება მენატრები, არადა ჰაჰ სასაცილოა მოკლედ :დ :დ
ჰოდა მიხარია შენი ამბები
ჩემი ოცნებაცაა ეგრე ხეტიალი ევროპაში საათობით , დაკარგვაც კარგია და რუკის მოშველიებაც და ბევრი ფოტოები <3
წარმატებებიიიიი

Keti said...

ოჰო, აი, ამ პოსტში უკვე გამოჩნდა "დასანახი" შთაბეჭდილებები :)) აქამდე ცარიელი ემოციები იყო...
ველი სურათებიანს :)

clown said...

არ იწუწუნოო :S
ევროპას ათვალიერებ ^^ ყველას კი არ აქვს ასეთი ბედნიერების შანსი :*


წარმატებებიიი :* :* :*

Anonymous said...

არაჩვეულებრივია, როცა გაქვს შესაძლებლობა, შენს ჩვეულ გარემოს გაეცალო და ცოტა ხნით სხვა ქვეყანაში იცხოვრო, სხვა ხალხთან და სხვა სიტუაციაში! მერე სულ სხვანაირად უყურებ რაღაცეებს! :) აბა, შენ იცი, წარმატებებს გისურვებ!

Natalia said...

ეე, სოფი, აქამდე ვღელავდი, თავს კარგად ვერ გრძნობს–თქო და რომ დაწერე, ეხლა მივხვდი, მართლა რა გაქვს საწუწუნო? :D
იხეტიალე ბევრი, იფიქრე ბევრი და მხოლოდ სასიამოვნო ემოციები დაიტოვე :)

CinnamonGirl said...

ცოტაც დაიცა, სოფი, მიეცი ქალაქს შანსი შეგაყვაროს თავი...
თან ისიც იცოდე, ხანდახან იმისთვის, რომ მართლა შეგიყვარდეს ვინმე/რამე, ჯერ ეს უნდა დაკარგო...
ხოდა ნუ იზამ მასე...
;)
Ich hoffe dass du viel spass hast!
(მე და ჩემი დავიწყებული გერმანული, უეჭველი საშინლად დავწერე :S)

nata said...

soooooooooooof Zalian momenatre. ver vxvdebi netTan da ver gwer. pirveli ori dRe me da Tea SokSi viyaviT. ra xinkali gagvemaza :D Zalian miyvarxar da erTi suli maqvs rodis Camoxval. vecdebi ufro vrceli werili mailze mogwero

Roisin said...

magariaaaaa!!! chemi ocnebaa Berlini da evropashi da sxvaganac mogzauroba))))LOL!

Unknown said...

babisas vetanxmebi :)

gelodebit axali shtabechdilebebit :)

მაკა said...

ვაი-ფაი ადაპტერი უნდა იყიდო, თუ შენს ლეპტოპს არა აქვს ვაი-ფაი