Saturday, September 26, 2009

Hallo AGAIN

კარგი, კარგი, მონატრებამ გადამიარა მეტ-ნაკლებად.
სამაგიეროდ ჩემს ინტერნეტს ჯერ არაფერი ეშველა, ამიტომ ისევ მეზობელი გოგოს ლეპტოპიდან ვწერ და სანამ შემიძულებს, სწრაფად დავწერ და გავიქცევი :ლოლ:
შაბათი ძალიან კარგი იყო, სხვადასხვა ოჯახებში ვიყავით.
დღეს კიდევ ერთ ახალგაზრდა ოჯახში, უუუ, ისეთი თეთრი და საყვარელი ბავშვი ჰყავდა, იმის გარდა არაფერი მინდოდა.
იმდენს ვსეირნობ ფეხით ბერლინში, რომ უკვე მაზოლები მაქვს.

ჩემი მიდრაშა (ანუ სახლი) აღმოსავლეთ ბერლინშია, ანუ სადაც ადრე სოციალისტური სახელმწიფო იყო ;) არის ამაში რაღაც სიმბოლური ხომ იცით :D ძალიან ლამაზია აქაურობა. ხალხი საოცრად ზრდილობიანი, მანქანები გზას გითმობენ კილომეტრებიდან, გავაფრინე. ყველანი "დანქე-დანქეს" გეუბნებიან და ბედნიერი ვარ, მადლობა ხომ ჩემი საყვარელი სიტყვაა.

უუუუ!
ახლა უნდა გავიქცე ისევ, ნაყინზე ვარ დაპატიჟებული.
მიყვარხართ!

დინა, დინა! გკოცნი ბევრს.
ლილუ, ალექს, ჭკვიანად მოიქეცით, ღმერთი თქვენთან!
ჩაო!

4 comments:

lilu said...

GUTEN ABEND
მთელი საღამო ამ პოსტს ველოდი :)))
მაინტერესებდა შაბათი როგორ გაატარე.
იმედია მალე ეშველება შენს კომპს, რომ მერე ბევრი ვილაპარაკოთ.
ჩკვიანად ვიქცევით ;))

Keti said...

მიხარია, რომ ასე :))

. said...

chemooo Sofiiiii !!!
mixaria rom ukve saintersoa da mogtons mandaurobaa !!!!
rogor momenatra shentan laparakii !!!!!
mixvarxar dzalian dzaliaaan !!!!
shen postebs dxeshi ramdenjerme vkitxuloobbb, menatrebiiiii !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
mpuaaaaaaaaaaaaaaaaah !!!!
ixide ra plz chkara eg shnuri internetistviss !!!

Natalia said...

ბერლინში ფეხით სეირნობა – უუჰ! :love: