გუშინ ჩამოვედი ბერლინში საღამოს უკვე 5 საათზე. კიევის გავლით ვიმგzავრე, რადგან პირდაპირი რეისი არ არსებობს თბილისიდან. დიდხანს მომიწია ლოდინი მერე კიევის აეროპორტში და მოკლედ გადავიქანცე, რასაც ჰქვია. უკვე აღტaცებამაც გადამიარა და მეთქი, ჩქარა სააბაზანოში შემაგდეთ, წყალი გადავივლო და დავიძინო.
ნაომი და კიდევ ერთი გოგო დამხვდნენ ბერლინის აეროპორტში ყვავილებით და აბრით WELCOME. სიხარულის თავიც არ მქონდა, ისე დავიღალე.
მაგრამ ერთი ნათელი წერტილი რა იყო იციT კიევში? ერთმა ხასიდმა წიგნი მაჩუქა "ყველაფერი კარგად იქნება" ჰქვია და რაღაცნაირად დავმშვიდდი. უცებ მოვიდა და ებრაელი ხარო, მეკითხება :) რა გამოცნობა უნდოდა პრინციპში, კიევში ჩემ გარდა მუხლებს ქვემოთ ბოლოკაბა არავის ეცვა =))
გუშინ დედაჩემის გარდა ვერავის დავურეკე და ყველა აქ წაიკითხავთ ჩემს ამბებს. ისეთი დაღლილი ვიყავი, არ შემეძლო. დღეს გავისეირნებ ქალაქში და სიმ-ბარათსაც ვიყიდი. პლუს აღმოჩნდა, რომ ჩემი ძველი ლეპტოპი Wi Fi-ს არ იჭერს და ახლა მეზობელი გოგოს კომპიუტერიდან ვწერ, სანამ "კაბელს" ვიშოვი და შევაერთებ. კარგი გოგოები არიან, უმეტესობა რუსეთიდან და ამერიკიდან, აი ასეთი მაგარი სხვაობაა. ორი ქართველი ვართ მხოლოდ. ჯერ რა თქმა უნდა მოწყენილი ვარ, არ ვიცნობ ბევრს და ჩემი ქართველი მეგობრები მენატრება უზომოდ! დინა, აუ, როგორ მინდა აქ იყო, ისე მაკლიხარ :(((
დღეს შაბათზე ოჯახში ვართ მიწვეული. შაბათის მერე კიდევ დავწერ, როგორ მიდის ჩემი ბერლინური ცხოვრება.უი, არ მითქვამს, საერთოდ აქ რას ვაკეთებ =))) სამთვიანი კურსია იუდაიზმის, ტრადიციების და ივრითის შესასწავლი. ნაომის და ჩემი ოსტატური ი-მეილის წყალობით მოვხვდი აქ, მადლობა ღმერთს.
ბერლინი ულამაზესია, რაც ტაქსიდან დავინახე. ყველა ველოსიპედით დადის და ვფიქრობ, მალე მეც შევუერთდები მათ რიცხვს. შეუძლებელია ბერლინში იყო და ველოსიპედით არ იარო.
ყველა მენატრებით!
განსაკუთრებით ჩემი ლილუ და ჩემი სახლი :(((
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



17 comments:
au magaria sofi,, tan naomic tu mand gyavs :))) warmatebebiiiii
ძალიან, ძალიან მაგარია! აბა შენ იცი, ხშირად მოგვწერე ხოლმე :)
ძალიან მაგარია და ძალიან საინტერესო კურსი იქნება, ალბათ!
სოფი ბედნიერ ბერლინულ ვოიაჟს გისურვებ:):*
შორიდან მაგრამ მაინც ახლოს გვიგულე...
Enjoy your berlin :*:*:*
ra dros moyeniloba da monatebebia,gadasarevia berlinshi :)
xoooda,bednierad :)
უი, დიდხანს იქნები მანდ..
მომენატრები პუსკუნაა..
ორ დღეში ნახე როგორ მოგეწონოს მანდ ყოფნა.დარწმუნებული ვარ..
დაპოსტე ხოლმე რა.. რომ ვერ ვიგრძნო შენი აქ არ ყოფნა ;)
გკოცნიიიი..
http://i071.radikal.ru/0902/d2/d279d59de3b0.jpg - es vnaxe da dagilinkav , gamaxsendi. arada namcxvaria :D
ძალიან საინტერესო კურსი ჩანს :)
იმედია, შენ იმედებს გაამათლებს! გერმანიაში ორჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ძირითადად სამხრეთ ნაწილში, ბერლინი ერთ-ერთი იმ მცირეოდენი ევროპული დედაქალაქებიდანაა, რომელიც არ მაქვს ნანახი, თუმცა ამ შეცდომის გამოსწორებას შევეცდები უახლოეს მომავალში. იმედია, ძალიან მოგეწონება იქაურობა!
აუ რა მაგარია ^^
წარმატებებიი :* :* :*
SONNIG,პოსტის დანახვამ გადამრია, ისე გამიხარდა :)
თან შენი ამბავიც არ ვიცოდი როგორ ჩახვედი.
მომენატრე , მაგრამ გავძცლებ სამი თვე :))))))
ლოლ, ჯერ ორი დღის წასული ხარ და უკვე გენატრება სახლი? :D :D
მორჩი მონატრებას და ისამოვნე ბერლინით
mixaria kargad rom imgzavre, kargi dro atare :*
ააააააააა! ველოსიპედებით დადის ხალხიოო! :((( აზრზე ხარ, აქ კი პატრულიც კი ვერაფერს ამბობს მოუქნელი მანევრით საავარიო სიტუაციას რომ ქმნის ხალხი და იქ კი მასობრივად დადიან. :(((( ხო კაი, გამივლის. :) ისა და.. არ მოგენატროს და ისიამოვნეო, პირველ ნაწილს არ დაუჯერო, სოფიო სან. :)
სოფ,, აბა შენ იცი. შენმა ბერლინურმა ვოიაჟებმა იმ დღეს მთელი ღამე არ დამაძინა, ვიწექი და ვფიქრობდი.. :)
რა გამოცნობა უნდოდა პრინციპში, კიევში ჩემ გარდა მუხლებს ქვემოთ ბოლოკაბა არავის ეცვა =))
xaxaaxaa, ra sakvarloba xar :)
aba bednier berlinonur stumrobas gisurveb :)
Sophie, have fun! და ბეევრი ბევრი პოსტი დაწერე :))
Post a Comment