Friday, September 18, 2009

Happy New Year - שנה טובה

იმ დღეს რაღაც ანკეტა შევავსე და ჩემს ძირითად პროფესიას ფრჩხილებში მივუწერე ბლოგერი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ სერიოზულად ვუდგები ამ საქმიანობას. ბლოგინგი ყველაზე საინტერესო და ძლიერ მედიად მიმაჩნია. ვიმედოვნებ, ნელ-ნელა საქართველოშიც ასე ჩათვლიან. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩათვლის და როდის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ინტერნეტში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ბლოგებს. ინტერნეტის გააზრებული მომხმარებლის უმრავლესობა ერკვევა ბლოგებში და უკვე ყველა ერთმანეთს იცნობს [ბლოგინგზე ყოველთვის ეს ფილმი მახსენდება 'Blue state', სადაც ანა პაქვინი ეუბნება მთავარ ბლოგერ გმირს, ბლოგი რა არის, ჩემი დღიური უფრო მეტ ადამიანს წაუკითხავსო და ეს ტიპი ბრაზდება :ლოლ: ].

რადგანაც დღეს საღამოს როშ აშანა შემოვა, ებრაული კალენდრის მიხედვით 5770 წელი დადგება, გადავწყვიტე ახალი წელი ახალი ინგლისურენოვანი ბლოგის გაკეთებით მიმელოცა საკუთარი თავისთვის; და მათთვის, ვინც მომავალში უკვე ინგლისურადაც შეძლებს ჩემი პოსტების წაკითხვას.

ადრე სადღაც წავიკითხე, ვის აინტერესებს პატარა საქართველო, თუნდაც ინგლისურად წერდნენო. მე ყოველთვის მჯერა, რომ ზღვა წვეთებისგან შედგება - ერთი ადამიანიც თუ კითხულობს შენს ბლოგს და ამის შემდეგ რაღაც აზრები უჩნდება, ფიქრდება და შენს ნახსენებ ერთ მოთხრობას/ფილმს/მუსიკას მაინც მონახავს, ჩათვალე, რომ ბლოგერი ხარ და საქმეს აკეთებ (საქართველო კიდევ ბევრს აინტერესებს, იმიტომ, რომ ერთერთი ულამაზესი და განსხვავებული ქვეყანაა დედამიწაზე). თავის დროზე, დოდკა იყო ის ადამიანი, რომელმაც ნახა ჩემი ბლოგი 99 ფრანკის წყალობით და მერე ისევ მან დამარწმუნა, რომ ბლოგინგი სასწაული რამეა და უნდა ვწერო (იმ პერიოდში რამდენიმე სკეპტიკოსი მყავდა აკიდებული, რომელიც არასერიოზულად უყურებდა ჩემს ბლოგს). ხანდახან ახლაც მიჩნდება ეჭვი, ღირს თუ არა, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მერე წარმოვიდგენ ყველა ჩემს მკითხველს, რომლებიც ელოდებიან ახალ პოსტებს და ეჭვის ნატამალიც აღარ რჩება.
I'm here to stay!

18 comments:

Unknown said...

happy new 5770 year :)
ისე,მაინტერესებს ეს ახალი წელი მოძრავია თუ ყოველ წელს 18 სექტემბერს დგება? რასთანაა დაკავშირებული - მზის და მთვარის ციკლებთან თუ რაიმე რელიგიურ მოვლენასთან? დამაინტერესა და ახლა ამ კომენტარის წერისას ძველი 1940 წელს გამოსული წიგნი გადმოვიღე "ქუთაისის ებრაელთა ძველი ყოფა-ცხოვრებიდან" და იქ წერია როშ აშანაზე ყველაფერი :)

Sophie שרה Golden said...

Thank you, Anuschka!!!
მიხარია, რომ დაგაინტერესა.
ებრაული კალენდარი მოძრავია და დამოკიდებულია როგორც მზის, ისე მთვარის ციკლებზე. [ანუ, გრიგორიანული მხოლოდ მზისაა, მუსულმანური მთვარის და ებრაული - ორივე] :) ძალიან კარგია, მაგ წიგნში ყველაფერს ნახავ მაშინ.

Anonymous said...

ღირსო?! რა თქმა უნდა ღირს! ვერც წარმოიდგენ, როგორ მილამაზებს ცხოვრებას შენი პოსტები და ვიცი, იგივეს ძალიან ბევრი ადამიანი გეტყვის.

ხო, ნუ ეჭვს რაც შეეხება, მეც ბევრჯერ ვიფიქრე, მჭირდება თუ არა ბლოგი და მერე მივხვდი რომ მჭირდება და რომ, სანამ ერთი კომენტარი მაინც დამხვდება ჩემს პოსტებზე, წერას არ შევწყვეტ! შესაძლოა მკითხველზე მეტად მე თვითონ მჭირდება ჩემი ბლოგი, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

Anonymous said...

იცი, Sophie, არ ვიცი ნამდვილად რამდენად კარგია ან არა ბლოგერობა, იმიტომ რომ საკუთარი ბლოგი არ მაქვს და აზრადაც არასდროს მომსვლია რომ შემექმნა(თუმცა შენი პოსტების კითხვა თუ გავაგრძელე არ არის გამორიცხული აზრად მომივიდეს კიარადა ჭკუაშიც დამიჯდეს:))), მაგრამ ერთი შემიძლია გითხრა, შენს ლინკზე გადავედი და ამ წუთას Blue State-ს ვიწერ:) და მოუთმენლად ველოდები როდის გადმოიწერს, იმედია მომეწონება:)

Anonymous said...

me mejra rom yvelafers aqvs azri da mainc unda aketo sheni saqme, echvebi moishoro da wero :))) tundac mcire mkitxvelistvis, shen ki gyavs ))

Anonymous said...

ho, da gilocav axal wels :))) ra magari 5770, aba ise mxolod 2009-a ))

nastasia said...

ui,ramdeni celi gasula ukve :)
gilocav.. magasac da blogsac...

da kide,zustad cegan vfiqrobdi,blogi garda imisa,rom mediaa,mnishvnelovania da mteli eg ambebi,imitoac ari kargi,ro blogerebi ziritadad erti ,,tomis'' xalxia,xoooda,shennairebs adamiani uket ugeb,amitom unda gqondes blogi,icnobde shennairebs da iyo happy :)

Anonymous said...

roca aketeb imas rac giyvars, mag dros uazro saqcielic azriani xdeba :) blogeroba ki namdvilad kai saqmianobaa, sasiamovno da sasargeblo :)
magalitad dges ro ar shemovsuliyavi shen blogze da ar wamekitxa sheni posti ar mecodineboda rom axali 5770 weli dadga :)

amitom madloba sophie :)

clown said...

თავიდან ბლოგინგს მეც რაღაცნაირად ვუყურებდი, მაგრამ ეხლა ბლოგი ჩემი ცხოვრების ნაწილია ^^

გურამი said...

Go, Go Sophio.. :D

nati kuda said...

გილოცავ ახალ წელს. 14-ში მართლმადიდებური ახალი წელი იყო. როგორ აღნიშნავთ? ძაან მაინტერესებს თქვენი ტრადიციები.
ჰოდა ახალ ბლოგსაც გილოცავ. მერამდენეა? :))

Nino said...

გილოცავ!
2 დღის წინ ვწერდი ახალი წელი მოვიდა-მეთქი და მართლა ყოფილა ახალი წელი :)
ცოტა მეტი მოგვიყევი, სოფ, ამ ახალ წელზე... მეც მაინტერესებს როგორ აღნიშნავთ.

DreaMar said...

გილოცავ ახალ წელს და ახალ ბლოგს :) მიკვირს ამდენს როგორ ახერხებ :) ყოჩაღ! წარმატებებს გისურვებ :*****

Natalia said...

მე ვიცი რომ სამყაროს შექმნიდან 5770 წელი გავიდა, და მჯერა ამის :)

სოფი, ვინც ბლოგს არა სერიოზულად უყურებს - უყუროს! შენ ხომ იცი რომ ასე არ არის? შენთვის ხომ არის სერიოზული საქმე, that's it.

დღეს ჰანნა რაღაცას ამბობდა და დააყოლა - hell, როგორც სოფი გოლდენი იტყვისო :))

ხანდახან მეც ვფიქრობ, რომ რაღაცეებში არასერიოზული ვარ, მაგალითად, [უკვე] 22 წლის ასაკში, ნადალზე გაფანატება, ცოტა არ იყოს უხერხულია, მაგრამ მერე ვიტყვი - ეს ხომ მე ვარ? ამით ვარ ინდივიდუალური, რომ 14 წლის ასაკის აღტაცება მე ეხლა მაქვს, man! [(C) Sophie] [ეხლა თავს ვიმშვიდებ თან :ლოლ:]

ზოგიერთი ბლოგერი უკვე ისე მიყვარს, მათი პოსტების გარეშე ძალიან გამიჭირდება. ასე რომ, პოსტეთ და იბლოგერეთ, for me : )

Lalena said...

ახალ წელს გილოცააააააავ :)

მეც შევხვდი თქვენს ახალ წელს აი ძლიან ძალიან გამიხარდა :*

tatusi said...

იმ კინოს ყრუების სურვილი გამიჩნდა ვუყურეებ :))

Keti said...

გილოცავ:)

თაზო said...

ცოტა დაგვიანებით გილოცავ ახალ წელს, გაიხარე! :)