Sunday, September 27, 2009

I AM NOT EUROPEAN - THANK LORD!

საიდან დავიწყო, არც ვიცი.
ფილოსოფიურად ალბათ ხო? =))
ჩემი ცხოვრება ხომ არის სპონტანური და გიჟური, როგორც მე, მაგრამ არსებობენ ჩემზე გიჟებიც ;)

იმის თქმა მინდა, რომ ბერლინი ძალიან მომწონს - მოწესრიგებული ქალაქი, სუფთა, ხალხი მშვიდი და დაწყნარებული, მაგრამ საქართველოს მაინც არაფერი ჯობია და მე მართლა ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წელში ჩვენს სამშობლოს არაფერი ემჯობინება. აქ რაც უნდა კარგი იყოს, ჩემი არაფერი არაა, გარდა იმ ჩემოდნისა, რითიც ჩამოვედი.

გუშინ შაბათის მერე წავედით ნაყინზე "ჰეგენ დაზში", სადაც უგემრიელესი კოშერი ნაყინია. იქიდან საკმაოდ გვიან დავბრუნდით, მაგრამ ბერლინს მგონი არასდროს სძინავს. თან ეს რაიონი, სადაც მე ვცხოვრობ, სავსეა კლუბებით, ბარებით, კაფეებით, ბევრი ტურისტია, რადგან ძველი ადგილია, ძველი შენობები. გუშინ გავისეირნეთ მე და ნაომიმ იმ შენობებისკენ, კომუნისტებმა რომ ააშენეს, თავი საქართველოში მეგონა, ზუსტად ისეთი პროექტებია, ოღონდ აქ ძველს არ ანგრევენ, იმიტომ, რომ ისტორიაა და აქ ჯერ კიდევ არის გორკის, მარქსის ქუჩები, ძველი ფასადები, რაც მესიამოვნა.

ხალხი ძალიან სიმპათიურია - მაღლები, თეთრები, ქერები - ჩემი სისუსტე :D

თვითონ მიდრაშაში, ანუ სადაც ვცხოვრობ და ვსწავლობ - 20 გოგო ვცხოვრობთ, 2 ამერიკელი ე.წ. ზედამხედველი გვყავს, რომლებიც დიდად თავს არ იხოცავენ ჩვენთვის. აქ საერთოდ, ყველას ჰკიდია, შენ სტუმარი ხარ, ახალი ხარ თუ ვინ ხარ, hello, hi, მიხატული ღიმილი და there u go :| ბუნებრივია, თავიდან გავოგნდი და ძალიან გამიჭირდა, მე მიჩვეული ვარ ჩემს საქართველოში, რომ ადამიანები ერთმანეთს ყურადღებას აქცევენ და თავს ისე აგრძნობინებენ, როგორც სახლში, ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი მეგობრები ასე ვართ. აქ სხვანაირადაა და ესეც უნდა მენახა. აქამდე დასავლეთ ევროპაში არ მიცხოვრია და ამიტომ გამიჭირდა ალბათ. საბერძნეთში სულ სხვანაირი ხალხი იყო, ემოციური და ჩვენნაირი, სადაც საჭმელს არ თვლიან და ტყუილად არ გიცინიან. ვიცი, რომ მეც რთული ხასიათი მაქვს და ეს ხასიათი საერთოდ მაცოფებს, აქამდე სულ მჯეროდა, რომ ცივი ადამიანი ვიყავი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად სამხრეთული ხასიათი მაქვს და ევროპელობა არ მიხსენოთ! =))

ამ დღეებში ანტვერპენში მივდივართ სუქოთზე (დღესასწაულია ასეთი) და 13-დან უკვე სწავლას დავიწყებთ, რამე სამსახურიც მინდა ვიშოვო და ველოსიპედი ვიყიდო. ჯერჯერობით ფულს, რაც მაქვს, ძაან ვუფრთხილდები. ვიცი, რა ძნელია ფულის შოვნა კაპიტალიზმში :|

დღეისთვის ეს იყო მგონი. ამინდი სასწაულად მზიანია და წავალ სასეირნოდ, რომ ქალაქიც ვისწავლო ნელ-ნელა.

Wish me luck!

16 comments:

Anonymous said...

nice post. thanx

გურამი said...

კაი ველოსიპედი მყავს, კაკრას შენი ზომაა. 180 ლარში არ გინდა? :)

Anonymous said...

velosipedi martla kai iqneboda da samsaxuric rom gepova rame, sheni fuli geqneboda zedmeti, magaria, warmatebebi, sainteresoa sheni berlinuri chanawerebi :)))

vasasi said...

ოოო, გურა, გურამ..
მე მომყიდე, აქვე ვარ..

ოღონდ განვადებით რაა,, :)))


აუ სოფ, ძალიან მშურს შენი.. დასამალი აბა რა არის?.. :)))


აბა შენ იცი, კარგად ისწავლე და მალე ჩამოდი.. :)

ისე, ვიდეოპოსტების შანსი არ არის?

მიყვარს შენი ვიდეოპოსტების ყურება.

Anonymous said...

memgoni yvela qartvels hgonia rom evropashi civi xalxi cxovrobs da saqartveloshi ara :)), arad ubralod tavis cxovrebit arian dainetersebulni da cxvirs ar yopen sxvis saqmeebshi :)),aq ki pirikit ;)

marikuna said...

sofo gamarjoba,

xshirad vkitxulob shens postebs mara arasdros damikomentarebia. me erti tvea holandiashi vcxovrob da ase megona chems nacers vkitxulobdi :) dzalian kargad cer, :) mokled me kidev erti celi viknebi ak da tu holandiashi chamosvlas gadackvet shemexmiane :)
mari

clown said...

რაცარგინდა იყოს მაიც ბედნიერებაა ბერლინი ^^.....
მეც როგორ მინდა :S

CinnamonGirl said...

რო იცოდე, სოი, როგორ მესმის შენი...
წელიწადზე მეტია უკვე ვცხოვრობ ასე ევროპაში და მეც მივხვდი, რომ არაა ეს ჩემი...
და აუცილებლად დავბრუნდები...

Keti said...

სოფი, კამერა ხომ გაქვს? ფოტოებიც დადე, ყველაზე მეტად რაც მოგეწონება, იმის და მოყევი :)

Natalia said...

სოოფი, მიეჩვევი ალბათ 'ცივ' გერმანელებს :)) და მერე კი დაუბრუნდები თბილ და სტუმართმოყვარე საქართველოს : )

შენი პოსტებიდან დავრწმუნდი რომ მე საქართველოს გარეთ ძალიან გამიჭირდება :)

Anonymous said...

გუშინ შაბათის მერე წავედით ნაყინზე "ჰეგენ დაზში", სადაც უგემრიელესი კოშერი ნაყინია. იქიდან საკმაოდ გვიან დავბრუნდით, მაგრამ ბერლინს მგონი არასდროს სძინავს. თან ეს რაიონი, სადაც მე ვცხოვრობ, სავსეა კლუბებით, ბარებით, კაფეებით, ბევრი ტურისტია,

ooooooo :(, mand mindaaaaaaaaa
nakinic munda, germaniashic minda, klubebshic mminda, gijurad cxovreba momenatra

Anonymous said...

sofi ramdeni xnit dagvtove?

rodis daubrundebi chvens "bedkrul mica ckals? :D

Toma said...

ra unda iscavlo? :)

Anonymous said...

სანი, რა კარგია, რომ მიხვდი, რომ ქართველი ცისფერთვალებას კვალობაზე, ცივი ხარ :))) დაიკიდე ევროპა. მით უმეტეს, ჩრდილოელები ;)))
ჰოდა აქ რომ ჩამოხვალ, ცოტა მეტი სითბო გამოამჟღავნე ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, პრემია "მზის" ერთადერთი პრეტენდენტი ხარ და დასტოინნად ცოტა :)))
ველოსიპედით რომ ისეირნებ, გახსოვდეს,რომ შორიახლოს, ჩემი სულიც დაგყვება ველოსიპედით, იმიტომ, რომ ჩემზე მეტად გიჟდება ამ ტრანსპორტზე :)))

Sophie שרה Golden said...

ყველანი ისე მიყვარხართ და მენატრებით!
კარგი, ზურიუს, ვეცდები
კიკიტო, ყველა ქართველს იმიტომ ჰგონია ასე, რომ ჩვენ გვიყვარს ადამიანები და მათი დახმარება უანგაროდ არ გვეზარება ;)
სადაც არ ვართ, იქ კარგი გვგონიაო, თუ როგორ არის ეგა?

Anonymous said...

eg rusulad vici me,
gde nas net tam xorosho, a sprosit ix im toje ploxo :)