ვისაც ჩემსავით მარტინა ჰინგისის და შტეფი გრაფის პარიზულ ფინალზე არ უღრიალია (1999), ჟუსტინ ენინის უიმბლდონზე დამარცხებაზე არ უტირია (2007) და კიმ კლისტერსის დაბრუნებაზე დიეტა არ დაურღვევია (2009), ის ძნელად ჩაწვდება ამ პოსტის სულს ;)
ქალთა ჩოგბურთი - ჩემთვის წმინდა რამეა, მინდა გითხრათ. ბავშვობის აუხდენელი ოცნება და ერთადერთი სპორტი, რომლის გამოც საათობით შემიძლია გაუნძრევლად ვიჯდე ტელევიზორის წინ. ერთერთი ასეთი დაუვიწყარი მატჩი იყო 2005 წლის უიმბლდონის ფინალი ლინდსი დევენპორტსა და ვინუს უილიამსს შორის.
ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიამოვნებაა ჩოგბურთის, ჯერ მარტო, ყურება; თუმცა, რატომაც არა, ნატალია წარმოიდგენს და კიდევ ერთერთი მშიერი სტუდენტი თათია, რომელიც, რამდენადაც ვიცი, თვითონაც თამაშობს ჩოგბურთს.
წელიწადში ოთხჯერ ჩემთვის არსებობს დიდი დღესასწაული - ზამთარში ავსტრალიის, გაზაფხულზე როლან გაროსის, ზაფხულში უიმბლდონის და შემოდგომაზე შეერთებული შტატების - დიდი მუზარადის შეჯიბრებები. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ისე ჩაიარა ამ შეჯიბრებებიდან რამდენიმემ, რომ არ დავინტერესებულვარ. აღარ თამაშობდა ჩემი საყვარელი მარტინა ჰინგისი, საკმაოდ გულდასაწყვეტი ფაქტის გამო; ჩოგბურთიდან წავიდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და სუპერტექნიკის მფლობელი ჟუსტინ ენინი, time-out აიღო კიმ კლისტერსმა, ლინდსი დევენპორტი - ყველაზე ძლიერი ჩაწოდების მქონე ჩოგბურთელი, საკმაოდ დასუსტებული დაბრუნდა ბავშვის გაჩენის შემდეგ :( მეთქი, წავიდა, სოფი, შენი დრო, შტეფი გრაფს ნორმალურად ვერ შეესწარი, ჰინგისით ვერ დატკბი, დარჩი ახლა ლამაზმანი სლავი გოგოების იმედად :| წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში - 5 ჩოგბურთელი რუსია, ორი ამერიკელი, დანარჩენი - ზოგი სერბი, ხორვატი, უკრაინელი, რამდენიმე ფრანგი და შვეიცარიელი...
მაგრამ მიმდინარე US Open-ზე გამოჩნდა კიმ კლისტერსი, ჩემი უსაყვარლესი ჩოგბურთელი. თავის დროზე ვიტანჯებოდი, არ ვიცოდი, ჟუსტინ ენინი მერჩივნა თუ კიმი? წელს ეს დარდი აღარ მაქვს :) მხოლოდ კიმი მყავს ფავორიტი.
ჰო, მართლა, ვნახოთ გაამართლებს თუ არა ჩემი პროგნოზი, ერთ კვირაში გაგაგებინებთ ;) თუ სურვილი აქვს ვინმეს, შეგვიძლია დავნიძლავდეთ, it's gonna be fun :))))






12 comments:
vah ;)უიმბლდონს მეც ყოველ ზაფხულს ვუყურებდი და რაღაც ეს ორი წელია აღარ მიყურებია. თუმცა სხვა ტურნირებისთვის არასდროს მიყურებია. ფავორიტს კიდე უშუალოდ თამაშის დროს ვირჩევ ხოლმე.
miuxedavad imisa rom dedachemi chogburtis treneria, da bavshvobidan vtamashob da kidev bevri ragaceebi , mainc ar mevaseba chigburti :D
mamachemis ocnebaa me chogburteli viyo :)
ჰეჰ, სოფი, მიყვარხარ!
ზუსტად წეღან ვუყურებდი საფინა-ვიღაცის თამაშს და ვოცნებობდი, ნეტავ ბავშვობიდან მქონოდა სურვილი და ჩოგბურთელი გავმხდარიყავი-მეთქი.მზად ვიყავი მედიცინაზეც კი მეთქვა უარი :))
კიმი როდის წავიდა არ ვიცი, ალბათ იმ დროს ჯერ არ ვუყურებდი ჩოგბურთს, მაგრამ ეხლა რომ დაბრუნდა ეს ვიცი და საკმაოდ წარმატებულადაც :))
ქალებში გამორჩეული ფავორიტი არ მყავს, ისე ივანოვიჩი მომწონს და რატომღაც შარაპოვას ვგულშემატკივრობდი - გუშინ ქონდა თამაში თუ გუშინწინ, ზუსტად არ მახსოვს.
პ.ს ისე, ძველ დროს, ჩოგბურთის აზრზე რომ არ ვიყავი, მხოლოდ მარტინა ჰინგისი ვიცოდი :))
ჰეჰ, ერთ დროს მეც მაგრად ვკაიფობდი ჩოგბურთზე და უიმბლდონებზე, მაგრამ ვერ მივყევი :))) რო დავიწყებ ხოლმე,, ახლაც მითრევს, მაგრამ მერე ისევ ვწყდები და ასე..
მარა მერე რა რომ ძველები წავდნენ, ახლა ახლები გამოჩნდებიან და ისინი შეგიყვარდებიან :P
უიიი მე მგონი მხოლოდ მე ვარ ჩუგბურთშჳ გაუნათლებელი აქ :)))))
Vamos, Rafa! :-)
Tumca is biWia, mara... :) uceb megona, saerTod CogburTze iyo posti :)
@ Lalena არამარტო შენ, მეც ეგრე ვარ. ჩოგბურთში კი არა, საერთოდ ყველა სახეობის სპორტში ტყემალზე ვზივარ.ერთადერთი ფიგურული სრიალი მომწონს, კარგი საყურებელია, თუმცა არც რჩეული მყავს ვინმე და საერთოდ ვინ მონაწილეობს ხოლმე, აზრზე არა ვარ.
Sen warmoidgine me TiTqmis yovel dRe vuyureb CogburTs. Tu ra Tqma unda fexburTi araa :D me vgijdebi federerze da am uimbldonis finalis yurebisas ise vinerviule rogorc 2005 wlis ligis finalze milanisa da liverpulis Sexvedrisas :D
ვგიჯდები ჩოგბურთზე და ეს არის ჩემთვის ხელოვნება და არა უბრალოდ სპორტის ყველაზე მაგარი სახეობა...
მაგიდის ტენისს ვთამაშობდი წლების მანძილზე და საათობით ისე რომ არ მბეძრდებოდა...
მოკლედ tennis forever... :);)
Everyone who is into style depends on a great stylist to look good
and help with hair issues and problems. Habits die hard and whatever your
regime has been in the past, you do need to have a good look around at what is on
offer for different hair types and textures.
A well groomed woman will look to her hair and makeup first and a poll of 3,000 females across
the UK revealed that about 44% feel attractive if they are having a good hair day, this compares to 16% who felt pleased with their appearance if good teeth gave them that
winning smile.
Here is my web blog; hair products
Post a Comment