ალბათ ამ პოსტის კიდევ ორ სხვა ენაზე დაწერა მომიწევს - ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
უმეტესობას ემახსოვრება ჩემი ფესახისდროინდელი პოსტი, რომელიც ერთერთი იშვიათი იყო, როცა ბევრ ადამიანს დაამახსოვრდა. საერთოდ, რელიგია აშინებს ხალხს. ზოგი თვლის, რომ - რა დროს რელიგიაა 21-ე საუკუნეში და ეს ჩამორჩენილი ხალხისთვისაა, ზოგი უფრო მკრეხელურადაც ფიქრობს და ამაზე დაწერას არ ვაპირებ. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანები აფასებენ ერთმანეთის რელიგიას, ტრადიციებს და წესებს. უნივერსიტეტში, შარშან, ნინო ჟიჟილაშვილი იყო ლექტორი, რომელსაც ვუთხარი, რომ შაბათს მის ლექციებსა თუ სემინარებზე ვერ ვივლიდი და უსიტყვოდ გამიგო. ყველაფერთან ერთად, ამის გამო კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იმავე რწმენის ადამიანსაც კი უჭირს ზუსტად გაიგოს ის ტრადიციები და "რთული" წესები, რომელსაც სხვები იცავენ.
წინა პოსტის კომენტარებში ვნახე, რომ ბევრს აინტერესებდა ახალი წლის ტრადიციის შესახებ. ჩემს რუსულ ბლოგზეც ვწერდი, არ მიყვარს დღესასწაულებზე წერა, რადგან მათზე ინტერნეტშიც წაიკითხავ, მე მიყვარს ადამიანებზე წერა - იმიტომ, რომ მათთან შეხვედრა საკმაოდ ძნელია.
იმას ხომ თქმა არ უნდა, რომ ჩემი მასპინძლები რაბი ავიმელეხ და იულია როზენბლატები ჩემთვის უკვე ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. პარასკევის საღამოდან დღეს (კვირა) საღამომდე მათთან ვიყავი. ეს იყო ყველაზე ბედნიერი და მხიარული დღეები ჩემს ცხოვრებაში. ფესახი ხომ იყო სასწაული, მაგრამ ეს როშ აშანა არასოდეს დამავიწყდება. ალბათ იმიტომაც, რომ მეც გავიზარდე, დავრწმუნდი, თუ რა მინდა ზუსტად, რომ სწორედ ეს გზაა ჩემი და მნიშვნელობა არა აქვს, რა სიძნელე შემხვდება, გადავლახავ და კარგი ებრაელი ქალი გავხდები, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს.
ახალი წელი ზუსტად შაბათს დაემთხვა და ორმაგად მხიარული დღესასწაული გამოვიდა. რაბი ავიმელეხი სინაგოგიდან სტუმრებით დაბრუნდა, როგორც ყოველთვის. ყველა რომ შემოვიდა, ბოლოს შემოჰყვა საშუალო სიმაღლის შავგვრემანი გოგო, დიდი და თბილი შავი თვალებით, ტურისტულად ეცვა და ასეც აღმოჩნდა. ისრაელიდან იყო ჩამოსული და სურდა, როშ აშანა ოჯახში გაეტარებინა, ასე მოასწავლეს როზენბლატებთან.
დიახ, ჩემი პოსტი ზუსტად ამ ადამიანს ეძღვნება, იაელი ჰქვია ამ გოგოს, 23 წლისაა, ჯარი დაასრულა და ახლა მოგზაურობს. არის სულ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პირველივე ნახვიდან შემიყვარდა: დინა, შოშანა (რაბი მეირ ლევინის მეუღლე) და იაელი. ვიცი, რომ ამქვეყნად ძალიან ბევრი კარგი ადამიანია და მადლობა ღმერთს, ყოველ ნაბიჯზე ვხვდები ასეთებს. მაგრამ უცებ რომ შემიყვარდეს, იშვიათად ხდება. იცით, როგორი გოგოა იაელი? მოგინდება შენც ისეთი უბრალო და თბილი იყო. ვისაუბრეთ, ვიცინეთ. გუშინ, ანუ როშ აშანის მეორე დღესაც ჩვენთან მოვიდა და ღამით გავაცილე რუსთაველამდე, როგორმა წვიმამ დასცხო, ხომ იცით, მაგრამ ეს ზუსტად იმ ბედნიერი დღეების დასაგვირგვინებლად იყო, რაც მე მქონდა. როცა დავბრუნდი და დასაძინებლად წავედი - სავსე იყო ჩემი გული სიყვარულით, სიხარულით. სავსე - ეს აღწერს ყველაფერს. ცხოვრებაში ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როცა კარგ ადგილას ვარ, მაგრამ უცებ ვხვდები, რომ იქ არ არის ჩემი ადგილი, არ მინდა საუბარი, არ მინდა მოსმენა - ეს როშ აშანა და როზენბლატებთან სტუმრობა იყო ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში, როცა თავს ჩემს ადგილას ვგრძნობდი და ძილის წინ მივხვდი ამას - მეთქი, wow, სოფი, იპოვე შენი ადგილი?
პოსტი დიდია, რა თქმა უნდა, თან ადამიანური გრძნობებით და ჩემი sunny ემოციებით სავსე. ყველაფერ ამას დავუმატოთ მხიარული სიმღერები, კერძები და თბილისი - ჩემი ძველი და ყველაზე თბილი ქალაქი, ისეთი სავსეგულიანი, როგორიც მე მქონდა გუშინ, იაელს რომ ვაცილებდი და წვიმა ჩემსავით ბევრს იცინოდა :)

16 comments:
მაგარი განცდაა, სხვასთან სახლში (შიანურულად) რომ ხარ..მოსმენაც რომ გინდა, საუბარიც და მერე მოხვალ სახლში და იქნები ისეთი სავსე რომ გგონია შენი ლოგინი ვეღარ დაგიტევს.....ესეთი კარგი განცდები რომ არ მქონდეს, მოვიწყენ :(
სავსე გული... :)
მგონი ყველაზე ფანტასტიური რამ არის და საოცრად ვიგრძენი ის ემოცია რაც გადმოეცი...
ძალიან კარგი პოსტია . მიხარია რომ შენი ადგილი იპოვე . ხომ რა თქმა უნდა ყველამ ერთმაეთის ტრადიციებს უნდა ვცეთ პატივი ასე ბევრად საინტერესოცაა ცოვრება . მე ძალიან მაინტერესებს ებრაული წეს ჩვეულებები ერთ შაბათს სინაგოგაშიც მინდა წირვას დავესწრო არასდროს ვყოფილვარ და ყოველთვის მაინტერესებდა.
აუ მეც ისე ისე მიყვარს ეს განცდა..
სავსე– რა მაგარი სიტყვაა არა? :)
მაგარია სიყვარული..
პოსყი იყო მართლაც შთამბეჭდავი ^^ :*
ხოდა მეც პატივს ვცემ სხვა რელიგიების მიმდევრებს ^^
ძალიან თბილი პოსტი იყო და ემოციური! არ არსებობს იმაზე უკეთესი განცდა როცა საკუთარ თავს და ამ ცხოვრებაში შენს ადგილს პოულობ!
სოფი, გისურვებ რომ ასეთ დღეები ხშირად გქონდეს.. :) გამიხარდა შენი ემოციები და განწყობა : )
კარგია როცა ადამიანი ბევრ კულტურას ეცნობი.. ძალიან საინტერესოა და ამავე დროს სახალისოც :) მითუმეტეს კარგია როცა შენს ადგილს პოულობ.. ბევრი ვერ ახერხებს :)
კი არა და.. :(
წარმოიდგინე, ამ პოსტის ყოველ გადაკითხვაზე რა სითბო შემოგეპარება გულში :)
ამიტომ მიყვარს კარგი დღეები და ბლოგი, დაუვიწყარს ხდის კიდევ უფრო.
სოფ, მაპატიე, ასე გვიან რომ მიწევს დაკომენტება. რომ იცოდე, როგო გამხარებია, როცა პირველ კომენტარს მე გიტოვებდი ხოლმე :)))
რავი, ძალიან ბევრ თემას შეეხე და მეც ყველა მათგანზე რომ დაგიკომენტო, ორჯერ დიდი პოსტი გამომივა :)
მოდი, ბოლო აბზაცით შემოვიფარგლები და ამას გადმოგცემ: აბა, თუ გამოიცნობ, რომელი მულტფილმის საუნდტრეკია :P
http://allshares.ge/download.php?id=0EB4203231
mixaria rom gixaria da minda- kide bevrjer iyo ase savse ! :))
გილოცავ!
ჩემი აზრით, შენ იყავი აბსოლუტურად ბედნიერი... იშვიათია ასეთი მომენტები ცხოვრებაშI, მაგრამ კარგია, რომ არ დაგეზარა და გააშეშე ნაწერში... ახლა, ოდესმე ცუდად თუ იგრძნობ თავსა, შეგიძლია ამ გვერდს დაუბრუნდე და გაგახსენდეს, რომ სადღაც, დროის რომელიღაც მონაკჯვეთში, არის შენი თბილი და მზიანი ადგილი :)
მთელი გულით გილოცავ!
ძაიან საინტერესოდ წერ.აი შენი წყალობით ახლოს ვეცნობი ებრაულ კულტურას, მართლა საინტერესოა :)
მეც იმ იმედით დავხეტიალობ დედამიწაზე რომ ოდესმე სადმე ჩემს ადგილს ვიპოვი... და როცა ეს მოხდება ალბათ ისეთივე ბედნიერი ვიქნები მეც, როგორც შენ იყავი ამ დღეს.
დაგვიანებული კომენტარია, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
ძალიან მომწონს შენი ბლოგი, ეს ალბათ ბევრჯერ მოგისმენია ბევრი ადამიანისაგან, მაგრამ მეც მინდოდა მეთქვა:)
@მოხეტიალევ, ისე გამიხარდა, რომ ახლა დამიტოვე კომენტარი. რა მნიშვნელობა აქვს, გვიან თუ ადრე :) იპოვი შენს ადგილს, აბა რას იზამ. მთავარია ძებნა არასოდეს შეწყვიტო.
Post a Comment