Tuesday, September 15, 2009

ყველა კვდება - VIVA LA VIDA

VIVA LA VIDA by Frida Kahlo

ჩემს ტოლ ადამიანებს - დაგრჩათ საყვარელი მსახიობი ან მომღერალი ცოცხალი? :(
ყველა კვდება.
ჯექსონმა დაიწყო. დღეს პატრიკ სუეიზიც. არადა, როგორ მიყვარდა 'Point break'-ში, რამდენიმე ხნის წინ ვწერდი ზუსტად მის გმირზე. რა მაგრად ცეკვავდა (Dirty dancing) და ჩემს ბავშვობაში, როგორ განვიცდიდი ბოთლის სახურავს რომ ვერ ეხებოდა (Ghost) :|

გუშინ თაზომ დაწერა საინტერესო პოსტი და იქ ამბობდა, საჩხერიდან ყველაფერი სასაცილო ჩანდაო, ბლოგებიც მათ შორის.
დიდხანს ვიფიქრე ამაზე. ყველაფერი სასაცილოა, რაღაც მხრივ.
ანუ ცხოვრება იმად არ ღირს, ადამიანი რაღაცას გადაჰყვეს. წარმოიდგინე, რომ ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი და ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. პატრიკ სუეიზმა რა უნდა ქნას? ვინც მოკვდა, რა უნდა ქნას? დავითს აქვს ერთ ფსალმუნში - ადამიანი რომ მოკვდება, მთელი მისი ჩანაფიქრები ფერფლად იქცევა და სთხოვეთ ღმერთს, გაცოცხლოთო.

შეიძლება თემის გარეთ იყოს ჩემი პოსტი, მაგრამ მომინდა დამეწერა იმაზე, როგორ ვაფასებ ცხოვრებას იმის მერე, რაც ვკითხულობ სხვადასხვა ბლოგებს, ვიგებ იმ ადამიანების წასვლის შესახებ, რომლებიც ბავშვობიდან დღემდე არსებობდნენ ჩემს ცხოვრებაში. როგორ საუკუნეში ვცხოვრობთ, კი იცით - მედია პირდაპირ ჩვენს ტვინში ცხოვრობს.

ფრიდა კალოსაც კი უყვარდა თავისი ტკივილებით სავსე სიცოცხლე და ჩვენ კიდევ ხშირად გვავიწყდება. შეიძლება თქვენ არა, მაგრამ მე მავიწყდება ხოლმე და მჭირდება შეხსენება:
VIVA LA VIDA!

11 comments:

Anonymous said...

Patrik sveizi mokvdaa? :(
au me ra vakuumshi vzivar :(
sackali, mevaseboda
RIP

clown said...

მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე , მაგრამ პასუხი ბოლომდე კიდე ვერ ვიპოვე :|

Anonymous said...

mec magrad damwyda guli dges ro tqvees :(

Natalia said...

ჯანმრთელი და ცოცხალი რომ ხარ, ეგ არაფერს ნიშნავს, ხომ შეიძლება ხვალ უბედური შემთხვევა მოხდეს და მოვკვდე? აი ამის მეშინია ყველაზე მეტად. იმიტომ რომ, რისი გაკეთებაც მინდა, და ყველაფერი იქით მიმყავს რომ გავაკეთო, ვეღარ გავაკეთებ.

თუ ასე გლობალურად შევხედავთ, სასაცილოდ მოგვეჩვენება მაგალითად ის, რომ გამოცდაში 4 მივიღეთ და მერე ამაზე ბევრი ვიტირეთ, ან როცა მივედით, მაღაზიაში ჩვენი საყვარელი ფუნთუშა გათავებული დაგვხვდა [ეს მაგალითები ექსპრომტად მომაფიქრდა, ძალიან პრიმიტული კია] : ))

Anonymous said...

მე ხშირად ვახსენებ თავს ვივა ლა ვიდამეთქი,ჰო, ხან გამოდის,მერე ისევ ვახსენებ და ასე :)) პატრიკზე კიდე აი დავფიქრდი - ჩემი ბავშვობისდროინდელი სავარელი სმახიობები, საზოგადო მოღვაწეები რომ იხოცებიან ანუ მე ძალიან გავიზარდემეთქი? და ანუ ჰო, ძალიან გავიზარდე-თ :))))) :\

Anonymous said...

sashinel xasiatze damayena am blogma magram girda dafiqrebad... :| ise,ai,exa,am ganwyobit rom gadavxede yvelafers,tirili mominda...;( magram ra unda vqnat,sikvdili xo gardauvalia???.... ;( ;( ;( ;(

DsScorpion said...

ვიზიარებ შენ მწუხარებას! :(

გურამი said...

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ძალიან ოგადად აზროვნება არ ვარგა თქო. იმიტომ რომ ყველა მოვკვდებით და საერთოდაც, დედამიწაც არაა მარადიული. ხოდა დავაფასოთ რაც გვაქვს და სანი სან, იქნება დაწერო რას ნიშნავს Viva la vida.

Anonymous said...

საწყალი სუეიზი, მეც ძალიან დამწყდა გული მის გამო. აი, ფრიდა კალოზე გაქვს პოსტში საუბარი და ადამიანი რომ დაფიქრდეს, ვისაც რაღაც საშინელი უბედურება შეემთხვევა ამ ცხოვრებაში, უფრო მეტად აფასებს სიცოცხლეს და ცხოვრების თითოეული წუთით ცდილობს დატკბეს. ნუ, ახლა, გამონაკლისების არის, მაგრამ როგორც წესი, ასეა! უკაცრავად, აბდაუბდა კომენტარისთვის, კატასტროფულად მეძინება.

Lalena said...

აუ სუეიზზე არ ვიცოდი, საწყალიიი :(( მაგრად მიყვარდა, კი არადა ახლაც მიყვარს. აუ ისეთი პატარა ვიყავი უეცრად, რომ წამოვიყვირე ცხოვრება სპეკტაკლია, რომლის დასრულების შემდეგ ტაშს არავინ გიკრავსთქო, რომ საშჳნლად გამიტყდა, ასეთ პატარას არ მინდოდა მეგრძნო ამაოება...

green said...

იცი,ჩემი აიპოდი სავსეა მკვდრებით და ეს მაგრად მგრუზავს..აი, ერთხელ, სერიოზულად მოვიწყინე როცა აღვიქვი,რომ ჯოპლინი ვერ შექმნის რამე ახალს..