Friday, September 4, 2009

Where I stand - reality bites

Lelaina Pierce: I was really going to be somebody by the time I was 23.
Troy Dyer: Honey, all you have to be by the time you're 23 is yourself.
Lelaina Pierce: I don't know who that is anymore.

'Reality bites' (1994)


საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამაზე დავიწყე ფიქრი.
ჩემი ჰოლდენ კოლფილდობა ყველამ იცის უკვე, მაგრამ რეალობა მაინც სხვაა. იმ დღეს მეგობარმა მომწერა, დედაჩემი მეუბნება, აი, დაამთავრე უნივერსიტეტი და ახლა რაო? იმ დღეს მეც სწორედ ისეთივე ფიქრები მქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ რასაც ვაღწევ, ისედაც სულ ჩემი ძალისხმევით, არასოდეს მყოლია დამხმარეები და თუ ვინმე დამხმარებია, ისევ იმიტომ, რომ იცოდა - მე იმის გამკეთებელი ვიყავი. მაგრამ ჩემი მოლოდინები მაინც სულ სხვა იყო, უფრო დიდი და bright.

ერთი საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე. ინგლისელი გოგოა, რომელმაც ქართული ისწავლა და ძალიან კარგ პოსტებს წერს. თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე წერდა, როცა სულ სხვადასხვა პროფესიები იტაცებდა. მე დავუწერე, რომ ამ ეტაპზე, ზუსტად არ ვიცი რა მინდა-მეთქი [წელს მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა არ არის ის სფერო, სადაც მინდა მუშაობა, სტატიები და ვითომდაბალანსებული ნიუსები]. მერე ამავე გოგომ მითხრა: "ნუ ჩქარობ, 24 წლის გოგომ ჯერ არ უნდა იცოდეს რა უნდა ცხოვრებისაგან ჩემი აზრით" და დავმშვიდდი. მერე დედაჩემმაც გამახსენა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს, საქართველოში ჩქარობენ ყველაფერს! თუ 25 წლის ასაკში შვილიშვილები არ გახვევია და ხაჭაპურს არ აცხობ, წასულია შენი საქმე. გუშინ კიდევ ამ ფილმს ვუყურე 'Reality bites'. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ კაპიტალიზმის ტყვეობაში ვართ (საქართველოში მისი ჰიბრიდის), მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩემი ტოლი ადამიანები ამას განიცდიან, რომ ეგონათ, რაღაცას მიაღწევდნენ, მაგრამ ხან პრინციპებმა შეუშალეს ხელი, ხან - ცუდმა ამინდმა და ბოსის ქვეტექსტებით სავსე საუბარმა. იდეალისტური ბულშითოლოგია არ გვინდა, თითქოს ფულის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლია. თუ ერთ ასეთ წარმატებულ ტიპს მაინც დამისახელებთ, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.

"ფრენი და ზუი", იცით სელინჯერის ეს მოთხრობა? აი, ეთან ჰოუკი და უინონა რაიდერი ზუსტად ამ გმირებს მაგონებენ. იქ ეუბნება ფრენი თავის ბოიფრენდს (პერიფრაზს ვაკეთებ), იქნებ სულაც არ მინდა, ვინმე გავხდეო. მეც არ ვიცი და თუ ვინმემ იცით, გილოცავთ!

19 comments:

ნან said...

ეგ მოთხრობა არ ვიცი.

ქართულად არ არის თარგმნილი არა?!
ეჰჰ

:ინგლისურიცუდად ვიციწარუმატებელივარ?ოხვრა:

Anonymous said...

მე ცოტა ადრე, 21 წლისა მივხვდი რომ ჟურნალისტობა არ მინდოდა და მერე მაგისტრატურით შევეცადე სხვა პროფესია მესწავლა, მერე ისევ მივხვდი რომ ეგ არ მინდოდა, ახლა ვაბშე სხვა განხრით ვმუშაობ და მგონია,რარაც სხვა არის ჩემი, და ვეძებ, ძნელია ჰო, როცა ისევ ძებნაში ხარ, მაგრამ ესეც საინტერესოს ხდის ყოფას და ’ერთ ადგილას გაყინულად’ არ გრძნობ თავს :)) მეც არ ვიცი ვინ, რა მინდა ვიყო, ჯუსტ ესეთი და ცოტა უკეთესი და იქითკენაც ’ვიღწვი’ :დ მაგრამ იმ ინგლისელი გოგოს მოწერილის მიუხედავად, მაინც მეჩვენება რომ ამ ასაკში უნდა ვიცოდე-თ :)))
კარგი პოსტ იყო, ას უსუალ :*

Unknown said...

ზუსტად ნახევარი საათის წინ მქონდა შეტევა იმისი, რომ მაგისტრატურისთვის საჭირო საბუთების მოგროვებას ვერ მოვასწრებთ დეკემბრამდე, მერე დუდი ამოვიდა, დამამშვიდა და შემაგენბინა,რომ არაუშავს, წელს თუ არა მომავალ წელს წავალთ და ამით ქვეყანა არ ინგრევა :)
ჰოდა, KINDA დავმშვიდდი.

2kija said...

ხოდააა რას ვამბობდი (წინა არ დაიპოსტა ბლოგპოსტის გენიალურობის და გამართულობის, მისი უმარლესი ხარისხის (ტექნიკური თვალსაზრისით) გამო)

ხოდა კაპიტალიზმი ცხოვრების შანსია და სოციალიზმი – არსბეობის უზრუნველყოფა. ცოტა ცენტრისკენ გადმოიწიე )))

Sophie שרה Golden said...

@ ნან, ვეცდები ყველანაირად, ეგ მოთხრობა ვთარგმნო და დავდო ჩემს ბლოგზე სპეციალურად შენთვის. მიხარია, რომ დაგაინტერესდა.

@ ბაბისა, უჰ, რა ვიცი, თავს ვიმშვიდებთ ყველანი, ხომ იცი :))) საბოლოოდ, ვხვდებით, რომ არაფერი ღირს სანერვიულოდ, "ერთგან შეყარნეს მიწამან"-ო, ერთი უჭკვიანესი კაცი ამბობდა...

@ Anuschka, :love:

@ 2 კიჯა, არ მინდა ცენტრში :ლოლ:

Anonymous said...

ცხოვრების ყველა ეტაპზე მქონდა ის მომენტი, რომ არ ვიცოდი რა მინდოდა, ან ეჭვი მეპარებოდა იმაში რასაც ვაკეთებდი, ანუ მინდოდა თუ არა ის რასაც ვაკეთებდი. მიუხედავად იმისა, რომ დავრწმუნდი პროფესიაში, უამრავი კითხვაა უკვე ამ პროფესიის შიგნით, რომელიც ამჟამად მაწუხებს.

Natalia said...

სოფი, ხანდახან მგონია რომ წინასწარმეტყველური პოსტები გაქვს [თუ მე მაქვს წინასწარმეტყველური ფიქრები..]
დღეს სახლს ვაპილასოსებდი და ვფიქრობდი, აი ჩოგბურთელობა რომ მინდოდა, მერე მედიცინას რას ვუშვრებოდი-მეთქი? არჩევანის წინაშე დავაყენე ჩემი თავი და ერთხმად მედიცინისკენ გადაიხარა ყველა ჩემი აზრი.. აი, მთელი 21 წელი [მალე 22] ვფიქრობ რომ ექიმი მინდა ვიყო, და ამ ეტაპზე მგონია რომ ვიცი რა მინდა.

პ.ს თუმცა არ გამოვრიცხავ რომ გონება გადამიტრიალდეს და არქეოლოგი გავხდე, ან ფსიქოლოგი, ან რამე სხვა :))

Sophie שרה Golden said...

@ ნატალია, უბრალოდ ორივე წინასწარმეტყველურ ასაკში ვართ, I think :)

sophya said...

გეთანხმები,
მე შეიძLება ვაკეთებ რასაც 'ვფიქრობ რომ უნდა ვაკეთებდე', მაგრამ არა იმას, რაც მინდა, ნუ პროფესიას ვგულისმხობ:(

Lalena said...

წარმოდგენა არ მაქვს რა მინდა, სამსახური მინდა, იმიტომ რომ მჭირდება, ბევრი ისეთი რამ მინდა რომელიც უბრალოდ საჭიროა, ან ვინმე თვლის რომ საჭჳროა, ან მშობლების ხათრით უნდა ვქნა, სინამდვილეში აღარ ვიცი რა მინდა :(

clown said...

აფსოლ;იტურად ყველაფერში გეტანხმები :>

[quote]თუ 25 წლის ასაკში შვილიშვილები არ გახვევია და ხაჭაპურს არ აცხობ, წასულია შენი საქმე [/quote]

ხაჭაპურის ცხობაზე და ეგეთ იდიოტობებზე რა სისულელეები იციან ხოლმე.. :puke:
არსებობს მზა საჭმელებიც :D და მეტი რათ გვინდა :D

[quote] იდეალისტური ბულშითოლოგია არ გვინდა, თითქოს ფულის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლია [/quote]

პირადათ მეც მგონია რომ იმას მხოლოდ გონება სუსტი ადამიანი იტყვის რომ ფულის გარეშე წარმატების მიღწევა შესაძლებელია :\

Anonymous said...

mec dzalian xshirad var mase, ro ar vici zustad imas vswavlob rac minda da riskinac mivdivar eg gamomadgeba, yvelaferi maleve mbezrdeba amitom gaurkvevlobashi var xolme, magram jer adrea chamoyalibeba albat :)

Chaotic said...

:)
კარგი პოსტი იყო.

კარგი ფილმიც. მაგაზე უკვე გავაკეთე კომენტარი.

მოთხრობა წავიკითხე წელს და ძალიან მინდოდა ჩემს ერთ მეგობარს წაეკითხა, რომელიც ზუსტად ისეთია, როგორიც ფრენი.

რაც შეეხება მიღწევებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ არ ვაკეთებ იმას, რაც მინდა... და მიკვირს კიდევ, რომ ვუძლებ :)

Toma said...

ძალიან ინდივიდუალურია. ზოგმა 10 წლის ასაკში იცის რა უნდა და ზოგი 60 წლის ასაკშიც ვერ გარკვეულა სად ცურავს :D :D

ket_eva_n said...

მეც ზუსად ეგრე ვარ დაბნეული.. ისე რომ დაფიქრდე მართლა ფუნაში ვართ;) გუშინ მეუბნებოდა ჩემი მეგობარი, შენში საზოგადოებისგან აღებული სტერეოტიპები და შენი პიროვნული პრინციპები ებრძვის ერთმანეთსო ..ხანდახან მეც მგონია, რომ 20 წლის უკვე აწყობილი კარიერა უნდა მქონდეს..კარგი შემოსავალით და ოჯახს ვეხმარებოდე.. მერე კი ჩემს პიროვნულ პრინციპებს რომ ვუფიქრდები, ვხვდები,რომ ძალიან ძალიან პატარა ვარ ამისთვის.. ყველაფერი ხომ წინ არის. არა? :)

Anonymous said...

ანგარიშს გაბარებ: ის გოგო ბლოგროლზე დავიმატე და ხვალ დავამუშავებ მის ბლოგს და reality bites–საც ვიწერ ტორენტებიდან, რომ ორიგინალში ვუყურო. :)
ჟურნალისტიკა აზრზე არ ვიყავი, რა იყო, მაგრამ მგონი,მოვერგე. არ ვიცი მაინც, რაა. ერთადერთი, რაც ვიცი,ესაა ხატვა და სტვენა. უი, ორი გამოვიდა. მესამეა სიმღერა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ორაზროვან კომენტარებს ვაწყდები :)
ქუთაისში კი არც პირველი სჭირდებათ, არც მეორე და არც მესამე. კიდევ კარგი, აქაურებთან შეხება (ალბათ) არ გაქვს, თორემ გაგიჟდებოდი: მარაზმამდე აყვანილი ჭორბიუროა!
... ადრე როგორ ვერ ვამჩნევდი, მიკვირს.

დოდკა said...

მადლობა იმ გოგოს ბლოგის დაპოსტვისთვის, გადავათვალიერე და რაღაც კაი ვეშია : )

ნინი said...

რა ნაცნობი მდგომარეობაა :( და ჩემს გარშემო რამდენი ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანია :( ჟურნალისტიკა ჩემი სურვილით ავირჩიე და მალევე დიდი იმედგაცრუების პირისპირ აღმოვჩნდი. მერე სულ მეფიქრებოდა ხოლმე, აბა იმათ რაღა უნდა ქნან, ეროვნულ გამოცდებზე მშობლებმა რომ შეუვსეს უნვესიტეტების და ფაკულტეტების სია-მეთქი (ჩემს ირგვლივ ბევრი აბიტურიენტი იყო მაშინ, რომელმაც ისიც კი არ იცოდა რომელი ფაკულტეტი ეწერა პირველ ადგილზე). შარშან დათო ტურაშვილი იყო უნივერსიტეტში, ჩვენთან მოწვეული და იმან ტქვა, 16 წლისამ როგორ უნდა იცოდეს რა პროფესია უნდა, როცა ამხელა კაცი ვარ და დღესაც არ ვიცი რა მინდაო. თავისი აბიტურიენტობის პერიოდი გაიხსენა, სულ არ მინდოდა ჩაბარება და ჩავაბარე ისევ და ისევ დედაჩემის ქართული ტრადიციული სიტყვების გამო: ხალხი რას იტყვის (ხალხს რა ვუთXრა) შვილოო :)
p.s. იქნებ მეც მაგისტრატურიტ ვიპოვო რამე სასურველი. თუმცა მარტო სასურველიც არაა საკმარისი კრიტერიუმი- სასურველი და გამოსადეგიც (ანუ დასაქმების მინიმალური შანსი მაიც რომ მქონდეს). ეხ :(

me said...

მგონია რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ძიების პროცესშია და თუ თავის სურვილებს მიყვება მაშინ ბევრ ფროფესიაში მოსინჯავს თავს... და ეს უფრო საინტერესოა... არ შეიძლება რობოტივით აკეთ სულ ერთ დაიგივე.16 წლის ასაკში ნამდვილად არ იცი რას ირჩევს,უბრალოდ არიან ისეთი პიროვნებები რომელთაც აქვთ მაგალითი,მიზანი და შესაზლებლობა,იციან რომ ამ პროფესიით იცხოვრებენ ყოველთვის კარგად,იმისდა მიუხედავად მოწონთ და სიამოვნებას ანიჭებთ მათ ეს ფროფესია თუ პირიქით... პრაკტიკული თვალსაზრისით მეორე ვარიანტი ჯობია თუმცა მე პირველი ვარ... :)
ეს ფილმი ძალაინ მიყვარს მგონი უკვე 15 წელია... :)