Wednesday, October 7, 2009

ჩემი ტოლერანტობა

კიდევ ერთი მანქანა "ჩემი კოლექციისთვის"

APPLE COMPUTERS - SO COOL

აქსესუარების და უამრავი წვრილმანი ფერადობების მაღაზია

ძალიან უცნაური დღე იყო.
შუადღისას გავედი, დედაჩემს დავურეკე.
მერე გზა გავაგრძელე ხელოვანების ქუჩაზე. რამდენად ხელოვანები არიან, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ექსტრავაგანდულად აცვიათ, კაფეებს ალტერნატიულ-პოლიტიკური წარწერები აქვს და როგორც ადრე ოლგამ (ჩვენი მენეჯერი) აგვიხსნა, ბევრი კაფეებია ჰომოსექსუალისტებისთვის.
დღეს გავიარე ზუსტად ამ ქუჩაზე, მწვანე მაღაზიაში შევედი, სადაც სულ მწვანე ტანსაცმელი იყიდება - ულამაზესი ბოლოკაბები, ბლუზები; მე საყურეები ვიყიდე და იქვე გავიკეთე. ზუსტად ამ მომენტში შევამჩნიე სარკესთან ბევრი ჟურნალი, ავიღე და ლესბოსელების გამოცემაა. რა თქმა უნდა, გერმანულად, ვერაფერი გავიგე, თუმცა საინტერესო სტატიები უნდა ყოფილიყო, ძალიან კარგი ხარისხის და სერიოზული ჟურნალი ჩანდა.
მერე კაფეებს დავაკვირდი და მერეღა მივხვდი, რომ ან სულ გოგოები ისხდნენ ერთად, ან ბიჭები :) თან რა ლამაზი ბიჭები...

ეს დღევანდელი ფოტოები:

ასეთებიც წერია :( :D

მანამდე კიდევ სხვაგან ვიყავი და იქ ვნახე გამოკრული პლაკატები, 11-12 ნოემბერს ანტიფაშისტური გამოსვლებია ბერლინში და პლაკატებზე თანამედროვე ფაშიზმის მსხვერპლების სურათები იყო დაბეჭდილი :( ერთი ქართველი ბიჭი, თემურ სიჭინავა, ვიპოვე და ისე დამწყდა გული. ფაშიზმ-რასიზმის ყველაზე დიდი კერა ამჟამად რუსეთშია, რადგან არცერთ სხვა ქვეყანაში ასე არ უსწორდებიან განსხვავებული ეროვნული თუ რელიგიური ნიშნის მქონე ადამიანებს. მერე მენაკის ბლოგზე ვნახე სწორედ იგივე თემა, თბილისში დაუკავებიათ სკინჰედების დაჯგუფება, რომელიც ჩინელებს და შავკანიანებს უსწორდებოდაო. არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში ასეთი დაჯგუფება არსებობს :| ვერ წარმომიდგენია.

გუშინ, ბრიუსელიდან რომ მოვფრინავდით ბერლინში, თვითმფრინავში ჩემ წინ სამი არაბი იჯდა. საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ მთელი მგზავრობის მანძილზე, რამდენჯერაც ერთერთის ქუდს დავინახავდი, მეგონა, რომ წამოხტებოდა და აგვაფეთქებდა. საშინელებაა, ეს მედია რას უშვრება ადამიანს, მეც კი, რომელსაც თავი ტოლერანტზე ტოლერანტი მგონია. მერე შემეცოდნენ, ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უმეტესობას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ოჯახი ჰყავს და ისევე უნდა მშვიდობაში ცხოვრება, როგორც ჩვენ, დანარჩენებს. ამ დროს ერთი დაჯგუფების გამო მთელი ერი და რელიგია მსოფლიოს მტერი ხდება.

მინდა მჯეროდეს, რომ თბილისში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

8 comments:

Toma said...

მეშინია სკინჰედების. სიჭინავა რომ მოკლეს მაგ დროს მეც ვიყავი რუსეთში და სიმართლე რომ ვთქვა პარანოია დამემართა

clown said...

სკინჰედები საშინელებაა, ნეტა საქართველოში არ მომრავლდეს ამ სუბკულტურის მიმდევრები :\

Unknown said...

ვა რა უცნაურ ქუჩაზე აღმოჩენილხარ აქ ჯერ უცხოპლანეტიდან ჩამოსულებად თვლიან მსგავს ადამიანებს და მანდ თურმე....
ეს წარწერები მარტო ჩვენი უკულტურობის ნიშანი არ ყოფილა .....
ხო ეგ არაბებზე მართლაც რომ ცუდი შეგრძნებაა და მართლაც რამხელა ზეგავლენას ახდენს მედია ადამიანზე რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფების გამო ყველა არაბში ტერორისტს ხედავ:(
ქართველი სკინჰედები რატომღაც არ მიკვირს:გაბრაზებული სმაილიკი

Carrie said...

უჟუპისი ერქვა ვილნიუსში ხელოვნების რესპუბლიკა აღმოვაჩინე... რესპუბლიკის შესასვლელში გამოკრული იყო კონსტიტუციები თითქმის ყველა ენაზე ქვაზე იყო დაწერილი, სანამ მე და კიდევ ერთი ქართველი ინგლისურად ვცდილობდით რაღაც დაგვენახა (ღამე იყო თან), ჩვენმა ლიტველმა მასპინძელმა ქართულ ენაზე გვიპოვა. აუ ძაან მაგარი იყო, პატარა ქუჩები, იქაც კაფეები ზუსტად იგივენაირი წარწერებით რაც შენ თქვი, ექსტრავაგანტულად ჩაცმული ტიპები... :)

Lalena said...

აუ მწვანე მაღაზიის როგორ შემშურდააააა, და მწვანე საყურეეეებიიის, აი აუ აუ აუუ, მოკლედ შემშურდა... ცუდი ვარ :(

Anonymous said...

სკინჰედებიღა გვაკლდა :/

Dissolved girl said...

ვაიმე მწვანე მაღაზიაა, როგორ მომინდა მეეც :( ჩემი უსაყვარლესი ფერია მწვანე და ნუ საყურეებიც ისე მომეწონა რო რავიცი :)) ცუდია მწვანე მაღაზიის სურათები რო არ დადე :(

Natalia said...

ამ პოსტში მეც მწვანე მაღაზიაზე გავამახვილე ყურადღება პირველად :))

მაგრამ სკინჰედები და მსგავსი ფანატიკური ჯგუფები საშინელებაა, აი სა–ში–ნე–ლე–ბა! არ ვიცოდი, საქართველოშიც თუ იყვნენ :(