Friday, October 9, 2009

Russians VS Americans

აუცილებლად უნდა დავწერო, მთელი კვირა ამას ვაკვირდები :)

რუსულ-ამერიკულ კონფლიქტს ეხება ეს პოსტი. რამდენადაც ჩვენს მიდრაშაში არიან რუსეთიდან და ამერიკიდან ჩამოსული გოგოები და მათ ურთიერთობაზე მთელი წიგნი შეიძლება დაიწეროს.

ძალიან საინტერესოა ორივე ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან საუბარი, მოსმენა. აქამდე რატომღაც მეგონა, რომ რუსულენოვანი ადამიანების უკეთ მესმოდა და ადვილად ვუახლოვდებოდი, ახლა აზრი ნელ-ნელა მეცვლება, თუმცა რუსეთიდან ჩამოსულ გოგოებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩემთან მეგობრობა მათაც მოსწონთ.

არის დიდი განსხვავება ამერიკელ და რუს გოგოებს შორის, არის რაღაც თვისებები, რითიც ამერიკელები თავს უფრო გაყვარებენ. მაგალითად, არასოდეს დაგცინებენ, თუ რაღაც სიტყვას შეცდომით იტყვი, აუცილებლად გაგამხნევებენ და გეტყვიან, რომ კარგად გამოიყურები; შენს ყველანაირ აზრს მოისმენენ ხითხითის გარეშე... აი, რუსები კი პირიქით - გაიცინებენ შენს აქცენტზე, დაავიწყდებათ მადლობა; დაიწყებენ ხითხითს, თუ უცებ არაორდინარულ აზრს გამოთქვამ.

რაც დავწერე, იმას არ ნიშნავს, თითქოს ყველა ერთნაირი იყოს. არიან სასწაულად კარგი რუსები და საშინლად მომაბეზრებელი ამერიკელები. უბრალოდ, ჩემი დაკვირვების საშუალო არითმეტიკული ასეთი გამოვიდა.

[ვერ წარმოიდგენთ, რა კარგია, როცა ყველას ესმის რუსული, ინგლისური, გერმანული (მეტ-ნაკლებად) და შენ გაქვს შენი ქართული, რომელიც არავის ესმის და შეგიძლია უბრალოდ ქართულად ამოიოხრო =)) ]

ამაზე ალბათ ძალიან ბევრის დაწერა შეიძლება, ზოგი ფსიქოლოგიურ-ანთროპოლოგიურ მაგალითებსაც მოიყვანდა. ჩემი აზრით, ასეთი განსხვავება დამოკიდებულია კულტურაზე, პოლიტიკაზე, სად რა თვისებებს აქცევენ ყურადღებას. რუსები, ევროპელები ყოველთვის ესნობებიან ამერიკელებს და ბერლინშიც ასეა. მაგალითად, თუ ბერლინში ვიღაც ყოველ ნაბიჯზე ფოტოებს იღებს და გულიანად იცინის, ან ამერიკელია ან მე ვარ :D დანარჩენებს რატომღაც მოსწონს სევდიანი სახით სიარული და ჩვენება, აუ, ჩვენ ისეთი ინტელიგენტები და ძველი ევროპელი ხალხი ვართ, ტოლსტოი გვყავს და გოეთე. ამ დროს ტოლსტოი შეიძლება მათზე მეტად მე მიყვარდეს და იმათ წაკითხულიც არ ჰქონდეთ.

მოკლედ, ეს სნობიზმი არ მომწონს, რაც ამერიკელების მიმართ აქვთ და ყველაზე ჭკვიანი საკუთარი თავი ჰგონიათ. მგონი, სწორედ ესაა დამღუპველი და ევროპას ამას ვუწინასწარმეტყველებ, გეუბნებით ;) საბჭოთა კავშირიც ამან დაღუპა, როგორც ახლა ვხვდები.

14 comments:

Unknown said...

sofi, ici, dzalian didixans velodebodi rocasakutari tvalit bolomde dainaxavdi rusebtan urtiertobis minusebs. rusofobi namdvilad ar var, bebia myavs rusi, bolo bolo, magram ai, rac dacere, 100% egrea. da versad gaeqcevi. mgoni kulturis problemaa.

Anonymous said...

"ვერ წარმოიდგენთ, რა კარგია, როცა ყველას ესმის რუსული, ინგლისური, გერმანული (მეტ-ნაკლებად) და შენ გაქვს შენი ქართული, რომელიც არავის ესმის და შეგიძლია უბრალოდ ქართულად ამოიოხრო =))" - აი, ეს ძალიან ნაცნობი მომენტია! არა მარტო ამოიოხრო, უფრო მძიმე გამოთქმებზე შეგიძლია გადახვიდე! ხო, დანარჩენს რაც შეეხება, ამერიკელები ზალიან უშუალოები, უბრალოები არიან "ძირძველი ევროპოლებისაგან" განსხვავებით, რაც მართლა კარგია. რუსებს რაც შეეხება, ზოგადად, მაღიზიანებს მათი უსაზღვრო შოვინიზმი და ჭკუის სწავლების მუდმივი მოთხოვნილება! თუმცა, რასაკვირველია ამ ერთ სტერეოტიპს მთელ ერზე ვერ გავავრცელებთ. თუმცა კი ამ ეროვნების ხალხთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს და მითუმეტეს არც რუსოფობი არ ვარ!

Toma said...

ამერიკელებთან არ მქონია ურთიერთობა, რუსებთან კი მქონია (ბოლოსდაბოლოს იქ ვხცოვრობდი)მაგრამ ვერ ვიტყვი უგივეს რასაც შენ ამბობ.

რაც შეეხება ქართულს გეთანხმები სრულიად. ამოხრებისა რა გითრა მაგრამ გემრილეად კი მივაგინებ ხოლმე ვინმეს :D :D :D

Anonymous said...

xo rusebze arc me shemidzlia igives tqma, ar mqonia maset tipajebtan urtiertoba da rac amerikelebze dawere igive shemidzlia vtqva rusebze, gamxnevebis da gverdshi amodgomis ambavshi, tumca yvela satavisoaa.

magalitad saqartveloshi roca chamodis stumari, sheidzleba maspindzels sakutari tavi daaviwydes da gadayves stumars, xolo rusetshi tu chadis stumari, imat sakutari tavi mainc ar aviwydebat da stumari sakutari tavis shemdeg axsovs, anu tavis saqmes ar gaipuchebs :)) amit gansxvavdebian qartvelebisgan, magram amerikelebtan piradi urtiertoba ar mqonia, neti kide ar itvleba.

xoda dzalian sainteresoaa sophie, miyvars sxvaobebs ro amchneven da weren :)

Keti said...

სოფი, ვფიქრობ, ეს 3 თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუნდაც ეს ფაქტი ავიღოთ – საშუალება გაქვს საკუთარი თვალით ნახო და შეაფასო ბევრი რამ, რაც საქართველოდან შეიძლება უბრალოდ არ ჩანდეს..
მიხარია ეს ყველაფერი
კარგ დღეებს გისურვებ! :)

ნან said...

ვააა...
ეს რა მაგარი ამბები ხდება თურმე შენს თავს. მთელი თვეა ბლოგებს არ ვკითხულობ მიზეზთა გამო, ფეისბუქზე ვხედავდი შენს ახალ პოსტებს და აი თურმე რა! :)
ძალიან საინტერესო შემოდგომის დღიურებია, გემრიელად იკითხება :)

Anonymous said...

ეხლა ვფიქრობდი და მარტო რუსებს კი არა ქართველებსაც აქვთ ეგეთი თვისებები. ძალიან ბევრჯერ მოვრიდებივარ ჩემს სათქმელს იმის გამო რომ ვინმემ მერე არ დამცინოს... (ჰმ) :)

Unknown said...
This comment has been removed by the author.
A.G said...

sunny-s vetanxmebi absoluturad.bevrjer movridebivar sxvisgan ganxvavebuli azris tkmas,raimeze chemeul interpretacias mxolod imitom rom v icodi damcinebdnen.ara imitom rom sisuleles vityodi, aramed imitom rom 1)sakartveloshi sheni azri yvelas kidia(gansxvavebuli xo saertod)2) pastayana kaifoben da gaicenenben shens natkvamze aba ra, mat xom kbilebis gadmoyra urchevniat tvinis gadzrevasa da gagebas.3)intelektisa da shinagani etikis nakleebobas ganvicdit.rac chemi azrit aseti kcevis tavi da tavia.tumca exla agar veridebi chemi azris gamotkmas, da sul ramdenime dgis cinac igive movimokmede.iportxes.(ise rom ras vambobdi verc gaiges, albat rom ver gaiges magitom iportxes ras gaigeb?!)me carbi ar shemixria:)

Lalena said...

აუ რა მაგარ ადგილას ხარ, რამდენი რამის აღმოჩენ შეიძლება, მართალი ხარ რომ მთელ ერს ვერ დააბრალებ იმსა რასაც მისი ერთი ან ორი წარმომადგენელი ჩადის, მაგრამ ზოგადი ხასიათი ხომ იკვრება, აუცილებლად მოგვიყევი ხოლმე. ისე ჩემი ”რუსულის” წყალობით მანდ რუსებს სიცილ-ხარხარით დავხეთქვდი :))))))))))

zurriuss said...

სოფ, ჩემი აზრით, ძალიან სწორი პოსტია! ანუ სწორი აქცენტები გაქვს დასმული. როცა შეიძლება ადამიანმა, უბრალოდ, იადამიანო და იადამიანურო სხვასთან მიმართებაში, რატომ უნდა მოიხვიო თავს ასეთი და ასეთი ისტორია?
სხვას რომ თავი დავანებოთ, "მერე შენ რა?". ანუ ტოლსტოი იყო გენიოსი და გოეთე და არა ყოველი რუსი და ყოველი გერმანელი... :)
მაგათ რომ Before Sunrise/Before Sunset ანახო, ეგებ უფრო მეტად გაიღიმონ სულში :)

გურამი said...

ამერიკელებთან და რუსებთან უშუალო კონტაქტი არ მქონია, თუ არ ჩავთვლით რუსულის და ინგლისურის მასწავლებლებს, როდესაც ამერიკლელმა ამერიკელის შთაბეჭდილება დატოვა. :D

Anonymous said...

da qartvelebic, samwuxarod, vgavart rusebs, xshirad :]

Sophie שרה Golden said...

ყველას კომენტარი ძალიან მიხარია!!!
THANK YOU SO MUCH!!!

მე მაინც მჯერა, რომ ქართველები რუსებს არ ვგავართ და საერთოდაც, არავის ვგავართ :)