Thursday, October 8, 2009

Searching on & on


მისტერ პიკასომ მოიფიქრა და მეც მომეწონა იდეა. აქამდე ვერ მოვახერხე დაწერა, როცა სხვები მტაგავდნენ, sorry. პრინციპში ახლაც არ დავიწყებ ჩემს ოცნებებზე საუბარს, მარწყვის ტორტი მინდა და სახლი მაიამიში-მეთქი :D იმიტომ, რომ არ მინდა.

ახლა რომ ვზივარ და ბერლინის ცას ვუყურებ, ვფიქრობ, რაზე ვოცნებობ და რა მინდა...
ყველას საზღვარგარეთ უნდა სწავლა და მე კიდევ რადგანაც უკვე ვარ ამ საზღვარგარეთ, მგონია, რომ თუ სწავლა გინდა, ამას საქართველოშიც მოახერხებ. დანარჩენი უბრალოდ "პრესტიჟის" და დიპლომის ამბავია.

I officially announce: მე არა მაქვს ოცნებები.

მაქვს მიზანი, მაქვს სურვილი, რომლებსაც ღმერთის დახმარებით ვახორციელებ, მეხმარებიან მეგობრები, კეთილი ადამიანები. ოცნებებისთვის ვერ ვიცლი.
ოცნება ოცნებად უნდა დარჩეს, მიზანი და სურვილი კიდევ - ასრულდეს. რატომღაც ასე მჯერა. რაც საჭიროა, ის მექნება კიდეც. როგორც მუშნი ზარანდია იტყოდა: "ადამიანი უნდა ეყოს ხელფასს" (ეს საიდან გამახსენდა, Dr. ფროიდ?) ;)))

ყველაფერი მაქვს, რაც მინდა და რაც ჯერ არ მაქვს, მექნება :) დიდი ოჯახი და ბევრზე ბევრი შვილი, მაგალითად.

ოცნებების წინააღმდეგი კი არა ვარ, უბრალოდ მჯერა, რომ ადამიანებმა სულ უნდა ეძებონ და ეძებონ გზები თავიანთი მიზნების მისაღწევად, იპოვონ საკუთარი თავი (ამის გარეშე საერთოდ никуда!) და ადგილი.
ჯერ ბოლომდე მეც არ მიპოვია, მაგრამ ძებნის პროცესი ყველაზე საინტერესოა: The moment of searching is the meaning of our lives - ეს ფრაზა ჩემი ძველი მოთხრობიდანაა :) ახლა ვიპოვე, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი სხვა ნაწერებიც.

Update:
ერთერთმა მადრიხამ მთხოვა, კვირისთვის რამე სიტყვა მოვამზადო და სადილის დროს ვუთხრა გოგოებს. უკვე მოვიფიქრე და დავწერე კიდეც, მოკლე და ლაკონიურია; იმედია, მოეწონებათ, შეგიძლიათ ჩემს ინგლისურ ბლოგზე ნახოთ და თქვენი აზრი გამიზიაროთ.

6 comments:

Natalia said...

მე ვარ ხანდახან საშინელი მეოცნებე :დ

მაგრამ, ხანდახან ისე შორს მივდივარ რომ მგონია მალე ამისრულდება კიდეც, არადა ისეთ ფანტაზიებში გადავდივააარ, არ გავამხელ თორემ თავი მომეჭრება :დ

მიზანი კი აუცილებელია ქონდეს ადამიანს, რისკენაც ივლი მუდმივად და რაც მოგცემ სტიმულს რომ იცხოვრო :)

Unknown said...

ნუ რა მნიშვნელობა აქვს რას დავარქმევთ ოცნებებს თუ მიზნებს. უბრალოდ ოცნება ბევრად ლამაზად ჟღერს და თან ოცნებებიც ხომ თავისთავადი მიზნებია.
თუნდაც უტოპიური ოცნებებიც კი ოდესმე რეალობად იქცევა.

Cyborg said...

რატომ ასეთი... "შეშინებული" მიდგომა ოცნებებისადმი?

ის რასაც ნატალია ეძახის ოცნებებს - ფანტაზიებია და სიტყვა ოცნებასთან საერთო არაფერი აქვს, იმჰო.

ოცნება არის მიზანი - უბრალოდ გააზრებულად მიუღწევადი, მარა ეს არ ნიშნავს რო მთელი ცხოვრება არ შეიძლება ამ მიზნისკენ მიისწრაფოდე.

ამაშია ოცნების მუღამი - მისი მიღწევა შეუძლებელია, აპრიორი, და შესაბამისად შენ მუდმივად შეგიძლია გქონდეს მოტივაცია.

უბრალო მიზნები კი... ისენი ისეთი ადვილად ამოწურვადია და მერე?...

clown said...

mr.picasso
100%-ით გეთანხმები ^^


:>

Anonymous said...

ძალიან კარგად მესმის შენი! მეც არა მაქვს ოცნებები, აღარ, უფრო სწორად! მაქვს სურვილები და მიზნები.

Anonymous said...

kargia roca adamiani relistia magram ocnebis uflebac unda mivceT Tavs, miTumetes rom ocneba mainc mizania ase Tu ise... chemtvis asea :) warmatebebi