Thursday, November 19, 2009

საით ვარდება ბურთი

მიყვარს ექსპერიმენტები. რისკი არა, მაგრამ - გულისამაჩქარებელი სიახლეები.
ბავშვობიდან მიყვარს, როცა ბნელ ოთახში შევდივარ და არ ვიცი, იქ რა დამხვდება :D
ზუსტად ასე ვარ ჩემს თმებზეც.
ალბათ იმიტომ მიყვარს ცდები და "შეცნობები", რომ საკუთარ თავს უკეთესად ვეცნობი და მერე სხვებთან ურთიერთობაც მიადვილდება.
24-ში ორი თვე გახდება, რაც ბერლინში ვარ და ისეთი აშკარაა ჩემი ცვლილება.
ის კი არა, რომ თმა შესაღები მაქვს და დილას ჭაღარები დავითვალე, უბრალოდ გავიზარდე და მომთმენი გავხდი.
ყოველდღე იმაში ვრწმუნდები, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვარ.

ადამიანებს მაინც მატერიალური და ხელჩასაჭიდი ფაქტები გვიყვარს. ჰოდა, დღეს ზუსტად ასეთი დღე მქონდა, როცა ვიგრძენი, რომ არსებობს ყველანაირი გამართლება (luck), არსებობს მისტიკა... ოქეი, შეიძლება ცოტა სასაცილო იყოს ზოგისთვის, მაგრამ ჩემთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ YEAH! =))

კვირას ჩვენთან მოდის სტილისტი, რომელიც ერთ გოგოს გაუკეთებს მაკიაჟს, თმას და ყველაფერს. რადგანაც მიდრაშაში 20 გოგო ვართ, ერთერთი უნდა აგვერჩია, რომელსაც უფასოდ დავარცხნ-შეღებავს...
მადრიხებმა ჩამოწერეს ყველას სახელი რიცხვების მიხედვით, ყველა უნდა შევთანხმებულიყავით და ერთი ციფრი გვეთქვა. 5, 7, 2, 9... დაიწყეს გოგოებმა, თავიდან დავფიქრდი 5 თუ 8-მეთქი??? გამახსენდა, რომ იუდაიზმში 8 - სიმბოლური რიცხვია, ღრმა შინაარსის მქონე; მეთქი, 8-ს ვამბობთ და უცებ ყველა დამეთანხმა. ალბათ დანარჩენებმაც ზუსტად ის იფიქრეს 8-ზე, რაც მე =))

ვუდი ალენის 'Match point' იცით? რაც უნდა იძახოს ალენმა ათეისტი ვარო, მაინც არის მის ფილმებში ებრაული inner სიბრძნე. ჰოდა, ის ფილმი ზუსტად ასე მთავრდება, ჩოგბურთის ბურთი ან გადავარდება ბადის იქით, ან - არა...
რა ძალა აგდებს ბურთს? ჩოგბურთშიც კი გამართლებას ეძახიან ამას, რაც უნდა გამოცვივდნენ ფიზიკოსები და ნიუტონის თუ არქიმედეს კანონები ამიხსნან. ზუსტად ასე მოხდა, ყველას 8 ნომერი უნდოდა, მაგრამ ეს 8 ნომერი მარტო მე აღმოვჩნდი. იცით, როგორ გამიხარდა? ღმერთმა იცოდა, როგორ სჭირდება ჩემს თმას ახლა შეღებვა და დავარცხნა, მე კიდევ აქ ამისთვის ფული მენანება. აიღო და ბურთი ბადესთან ისე დააგდო, როგორც მე მინდოდა. თუ გგონიათ, რომ ღმერთი ასეთ წვრილმანებზე არ ფიქრობს, ძალიან ცდებით, He's everywhere!!!

დედაჩემი ბავშვობიდან მეუბნებოდა, როცა რაღაც ძალიან გინდა, ღმერთი აუცილებლად დაგეხმარება და ზუსტად ისე იცხოვრებ, როგორც შენ აირჩევო. მადლობა, ma!!!

Gotta Believe!!!

14 comments:

Anonymous said...

xodaa roca gaiketeb axal pricheskaas gadaige video postoi da dagvenaxee :*

ise dedachemic yoveltvis mase meubneba :)

babisa said...

wow
ramagaria sofi
uum dadebitad davimuxte am dilaadrian :))))))
mec vfiqrob xolme, nutu aset wvrilmanebze fiqrobsmetqi, mara isea gatvlili yvelaferi, albat fiqrobstqo vambob :))))))))

Unknown said...

gaixare! :*

ket_eva_n said...

გენაცვალე.. ძალიან მიყვარს შენი გულახდილობა..
ისე მაინტერესებს დეტალურად, რა მხრივ გაიზარდე...

taa said...

კვირას ჩვენთან მოდის სტილისტი, რომელიც ერთ გოგოს გაუკეთებს მაკიაჟს, თმას და ყველაფერს

auuuu mec mindaaaaaaa
menatreba xolme sheni postebi, gansakuTrebit aset rameebs roca cer xolme: რაც უნდა იძახოს ალენმა ათეისტი ვარო, მაინც არის მის ფილმებში ებრაული inner სიბრძნე. ჰოდა, ის ფილმი ზუსტად ასე მთავრდება, ჩოგბურთის ბურთი ან გადავარდება ბადის იქით, ან - არა...

Natalia said...

სოფი, you are a lucky girl : )


ხოდა, როდის ჩამოდიხარ? :))

Keti said...

ამჯერად მალე გავიდა კიდევ ერთი თვე, უცნაურია.. :)

მიხარია, კმაყოფილი რომ ხარ :)
და კიდევ, გამუდმებით აღნიშნავ, რომ გაიზარდე.. კარგია, ამის შეგრძნება (თუმცა ადამიანი საკუთარ თავს რამდენად ობიექტურად აფასებს, არ ვიცი). ჩემი აზრით (და ეს მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობის და დაკვირვების შედეგია), შენ მეტად რელიგიური გახდი... :)

Sophie שרה Golden said...

@ ნატალია, I AM! :) 15-ში ალბათ, ჯერ ზუსტად არ ვიცი.

@ ქეთი, მართალი ხარ, მეტად რელიგიური გავხდი. რაც შეეხება ობიექტურად შეფასებას, მჯერა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როდის ვიზრდებით და როდის - არა, უბრალოდ ზოგჯერ საკუთარ თავს არ/ვერ ვუმხელთ.

Keti said...

მგონია, საკუთარ თავთან მიმართებაში ადამიანები ყოველთვის ობიექტურები ვერ არიან. აბა სხვაგვარად ხიბლში ჩავარდნაც არ იარსებებდა, ისევე როგორც დაბალი თვითშეფასება...
სოფი, ძალიან კარგია, რომ სულიერი სიმშვიდე გაქვს, ეს მთავარია!

Toma said...

"ყოველდღე იმაში ვრწმუნდები, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვარ." eseigi dritidge gemateba tvitrcmena da sikvaruli.

Joseph said...

ზუსტად ეგრე ვარ. თმების შეღებვას არ ვგულიზსმობ, არც მაქვს :) სურვილების ასრულებას ვამბობ. ჩემი სურვილებიც უტილიტარულია, მაგალითად როცა ფული მჭირდება და ვფიქრობ რომ შეიძლება კონკრეტული გზით მოვიდეს ჩემამდე, მართლა ეგრე ხდება. ათეიზმის გამო ღმერთის როლს გამოვრიცხავ, უფრო სამყაროს პასუხია სურვილზე ალბათ.
შენს ნაწერებში ეს დაკავშირებები მომწონს. ჩოგბურთის ბურთი - ჭაღარები - ვუდი ალენი - ღმერთი.
მატჩ პოინტი საიდან გაგახსენდა :))

green said...

"ღმერთს მხოლოდ მაშინ ვიწამებ, როცა ის ჩემს საბანკო ანგარიშზე სოლიდურ თანხას ჩარიცხავს"-ვუდი ალენი :D :D :D kargi istoriaa shens tmazec :* :*

ბაო გაველური. said...

ჰაჰ, შემომეღიმა : >
მომილოცავს ^^^

CinnamonGirl said...

ვიდეოპოსტი გააკეთე ან სურათი მაინც დადე, შედეგის :)