ბერლინში ეს კვირა საკმაოდ სიმბოლურია.
გუშინ (09/11/09) 20 წელი შესრულდა, რაც ბერლინის კედელი დაანგრიეს და ქვეყანა ისევ გაერთიანდა. ჩვენი გოგოები წავიდნენ კედელთან, რომელიც კილომეტრებზე გრძელდება. ამერიკელ გოგოებს განსაკუთრებით უხაროდათ, ეს ხო თავისუფლების დღეა, ყველა წამოდითო. სურვილიც არ გამჩენია იქ წასვლის, სიმართლე გითხრათ. ერთი იმიტომ, რომ კედლის ჩამონგრევა არ ნიშნავს იმ კედლის დაშლას, რაც ადამიანებს თავში მაინც რჩებათ; მეორე, ამერიკელებისთვის შეიძლება იყოს თავისუფლება :ლოლ: მე ნებისმიერ შემთხვევაში ვნახავდი აღმოსავლეთ გერმანიას, კედლის თუ უკედლობის შემთხვევაში ;) მესამე, ყველაზე ლოგიკური მიზეზი - საშინლად დაღლილი ვიყავი, წვიმდა და გარეთ გასვლა მეზარებოდა.
ამასთან ერთად, გუშინ და დღეს (09-10/11/09) 71 წელი გავიდა იმ საშინელი პერიოდის დაწყებიდან, რომელსაც "იუდეველთა საქმის საბოლოო გადაწყვეტა" მოჰყვა. "კრისტალნახტ" - ანუ ბროლის ღამე, დამსხვრეული მინის ღამე, სხვადასხვანაირად უწოდებენ ამ ორ დღეს, როცა მთელი გერმანიისა და ავსტრიის მასშტაბით დაიწყო სინაგოგების და ყველაფერი ებრაულის განადგურება.
დილას სასადილო ოთახში რომ ჩავედი, მაგიდაზე დაუწებებიათ სწორედ ამ დღის, 1938 წლის 9-10 ნოემბრის სურათები, დიდხანს ვუყურე და ბოლოს მაინც ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება ადამიანებს ისე დაეხშოთ გონება, რომ მსგავსი მოძალადეები გახდნენ. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ადამიანები არაფერს წარმოადგენენ და საბოლოოდ, მათ ცნობიერებას ისევ სცენარისტი მართავს, რომელმაც ალბათ საჭიროდ ჩათვალა ის მომხდარიყო, რაც ხდებოდა საუკუნეების მანძილზე ევროპაში, და გაგრძელდა ყველაზე პროგრესულ მე-20 საუკუნეშიც. კიდევ იტყვიან, რომ ადამიანები უფრო ჭკვიანები გავხდითო. ამ საკითხზე, არც კი ვიცი, მეტი რა ვთქვა ხოლმე :|
წარმოიდგინეთ, რა რთულია გერმანიაში ცხოვრება ჩემთვის, საქართველოდან ჩამოსული ადამიანისთვის, რომელიც ყველაზე ფილოსემიტურ გარემოში გაიზარდა. აქ კიდევ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება გადააწყდე წარწერას, რომ აქ, ზუსტად ამ ადგილას, ადამიანებს ხოცავდნენ. მჯერა, შევეცდებით კარგი ადამიანები ვიყოთ, რომ მსგავსი საშინელებები აღარ განმეორდეს.

12 comments:
მზე გჭირდება შენ სოფი, თბილი, შემოდგომის მზე :)
ადამიანების სისატიკეს კი არასდროს ექნება საზღვარი. ალბათ, ცხოვრება მოსაწყენიც იქნება ყველა რომ კეთილი იყოს.. არადა ხანდახან მაწუხებს ხოლმე ასეთი სასაცილო კითხვები, როგორიცაა - ’რატომ აკეთებენ ადამიანები ბოროტ საქმეებს, რატომ არსებობს ომი?’ და ა.შ
:sun:
ადამიანებში სისასტიკე მაინც არ გაქრება :| (რათქმაუნდა მთელ კაცობრიობას არ ვგულისხმობ) :)
moica, am postma "mother night" -is shemdegi tavis targmnis muza momgvara :) martalia am bolo dros isedac dzalian bevri maqvs satargmni mara mainc chavujdebi exla.
ვფიქრობ, აქ მთავარი ის არ არის, დღეს ვინ ვნახავდით აღმოსავლეთ გერმანიას.
ათასობით გერმანელისთვის მართლაც თავისუფლების დღეა, პირდაპირი გაგებით, თუ გავითვალისწინებთ ათეულიობით წლის მანძილზე იძულებით გახლეჩილ ოჯახებს, ისტორიებს; მსხვერპლს, რაც კედლის გადაკვეთის მცდელობებს მოსდევდა. მე მინახავს დოკუმენტური ფილმები, სადაც უბრალო ადამიანების ცხოვრების დიდი ტრაგიზმია ნაჩვენები. მინახავს ის ამაღელვებელი სცენები, რასაც ამდენი წლის უნახავი ახლობლების შეხვედრები ერქვა... ჩემთვის დაჩაგრულ ადამიანებს ეროვნება არ აქვთ.
სხვათა შორის, "ძვირფას" რუსეთს ფანტაზია დიდად არ განვითარებია, იგივე მეთოდ(ებ)ს იყენებს ახლაც.
და რა საშინელებაა ეს "ბროლის ღამე"!
სხვათაშორის, ვფიქრობდი, რომ ნახავდი გუშინდელ ამბებს და დაწერდი...
როგორ შეიძლება ადამიანებს ისე დაეხშოთ გონება, რომ მსგავსი მოძალადეები გახდნენ.
die welle nanaxi gakvs sophie? :? :? :?
@ ქეთი, მართალი ხარ. ამ კედლის გამო ბევრი საშინელება მოხდა; ამასწინათ ვკითხულობდი, ერთი ახალგაზრდა ბიჭი როგორ დაცხრილეს, როცა მდინარის გადაცურვას ცდილობდა... ყველა სისტემა საშინელებაა. უბრალოდ, ჩემთვის სხვა თავისუფლება ბევრად მნიშვნელოვანია და ალბათ, ამიტომაც ვერ აღვიქვი ისე, როგორც თუნდაც ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა.
@ Anonymous, არ მაქვს ნანახი.
mec sul mikvirs xolme adamianis gonebis daxshobebi istoriis kval da kval.
hoda sopi ai scenaristis mier martvas rac sheexeba, bavshvobashi veraferi vxvdebodi ratom usastikebda faraons gmerti guls, tu undoda rom gaeshva ebraelebi, nu gausastikebda, tu ar undoda, anu faraoni mis nebas asrulebda da ara tavisi sisastikis gamo iqceoda ase, hoda codo ar iyo shvili ro moukla da a.sh ? :|
sul meshleba am klaviaturaze mokled, ragaceebi shecdomit weria, mara iemdia mixvdei azrs :D
@ ბაბისა, მესმის, რასაც ამბობ. მართლა ყველაფერს ღმერთი განაგებს, მაგრამ მაინც ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი. თუნდაც, იმ ფარაონს, ან გაუშვებდა ებრაელებს, ან - არა...
ასე ყველა მკვლელი ცოდოა, თუ "სცენარისტი" უსასტიკებს გულს და ხალხს ახოცინებს; მე მაინც მგონია, რომ ყველას შეუძლია აირჩიოს "თავისი გული" და შესაბამისად იცხოვროს. თუ შენ გინდა "სასტიკობა", ღმერთი ამას მოგცემს, ჩემი აზრით. ძალიან ბევრი რამე ჩვენზეა დამოკიდებული.
კი, სოფი, მაგრამ როგორ მახსოვს, ეწერა, რომ ღმერთმა გაუსასტიკა გული ფარაონს, შეიძლება მას გაეშვა კიდეც, მაგრამ ებრაელებისთის საჭირო იყო ეს ტანჯვა, ებრაელების საჭიროებისთის კი გული უსასტიკდებოდა.. რავიც, რთულია, ასეთ თემებს სულ ვერიდები, არ მინა ჩავეძიო, იყოს ისე, როგორც არის :]
ღმერთი სიყვარულია,მაგრამ სიყვარული ორ მხივი უნდა იყოს და ჩვენ უნდა გვინდოდეს ღმერთთან ყოფნა.ამიტომ ღმერთი კი არ ,,გვისასტიკებს''გულს,არამედ ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ყველაფერს ანუ ბოროტს ვემორჩილებით.ებრაელების ტყვეობა მათი ცოდვების გამო მოხდა,რომელიც ღმერთმა დაუშვა,რომ ისინი ისევ ჭეშმარიტების გზას დამდგარიყვნენ.ფარაონიც თავისი ცოდვების გამო დაისაჯა.ღმერთი მოწყალია,მაგრამ სამართლიანი.ბაბისა ის ხალხი არ გეცოდება,რომლებსაც ,,ცხოველებივით ექცეოდნენ''ფარაონის დამქაშები?!
მეოცე საუკუნის საზიზღობა - შოაჰ...
დღემდე ვერაფრით დადის ჩემამდე, როგორ უნდა გაველურდეს და გამძვინვარდეს მთელი ერი ესეთ დონეზე...
იმედია მართლა არასოდეს განმეორდება მსგავსი არაფერი...
იდეაში პასუხი იყო ერნს ვომ რატის მკვლელობაზე...
ეგეთი არაადექვატური პასუხი რავიცი, რავიცი...
Post a Comment