Monday, November 30, 2009

Wish you a happy...


გუშინ წავედით ბერლინის ებრაულ მუზეუმში, სადაც სახანუკო ბაზარი და უფასო თოჯინების თეატრი მოეწყო.

თეატრი ბავშვობიდან მძულს. მსახიობები რომ თამაშს იწყებენ (პრინციპში, სხვა რა უნდა დაიწყონ), ხმებს იცვლიან, პლუს ამას დავუმატოთ მარიონეტები და გაქცევა მოგინდება ადამიანს.

ამ სახანუკო სპექტაკლში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ყველას ეცინებოდა ჩემი და ბავშვების გარდა :| მე - გერმანული არ მესმოდა და ბავშვებს კიდევ - დიდური იუმორი, რომ თოჯინებს ძმები კოენები და ვუდი ერქვათ. ეს საერთოდ მაგიჟებს, მშობლებისთვის რომ დგამენ სპექტაკლებს. ბოლოს სპექტაკლი დამთავრდა საშობაო მელოდიაზე მოგონილი სიმღერით: "We wish you a happy Hanukkah... and merry jew year!", so dumb, man!

კიდევ ერთხელ დავეთანხმე ჰოლდენს, რომ კინო, თეატრი - ბითურული სანახაობებია. იმის მაგივრად, რამე თბილი და საყვარელი ზღაპრები გაუკეთონ ბავშვებს, ხმებს სასწაულად იცვლიან - ღრიალებენ, ოხრავენ, ხითხითებენ და დარბაზში დარჩენა მარტო მშობლებს უნდათ. რამდენიმე ბავშვმა კი მოახერხა და მშობლებს გარეთ გააყვანინა თავი.

არ ვიცი, ხანუკა იმდენად კომერციული დღესასწაული გახადეს, რომ სულიერად ვერ აღვიქვამ და თავში სულ ამერიკული ფილმები მიტრიალებს. თვითონ ბაზარს რაც შეეხება, ისიც ჩვეულებრივი წინასადღესასწაულო ბაზრობა იყო, უინტერესო ნივთებით, რომელსაც ცეცხლის ფასი ადევს და რომც არ ედოს, ყიდვის სურვილი მაინც არ გაგიჩნდება.

ჩვენ რაბი როუზის ბავშვები გვყავდა წაყვანილი სპექტაკლზე და იქიდან რომ წამოვედით, სიხარულით მოხტოდნენ. მე კიდევ მათზე მეტად მიხაროდა - რომ ბავშვი აღარ ვარ და მსგავს სპექტაკლებზე არავინ წამიყვანს.

'I wish you a happy whatever you like... :lol: '

9 comments:

Natalia said...

არასდროს მომწონდა თოჯინების თეატრი.. ბავშვობაში ვარ რამდენჯერმე ნამყოფი და სიამოვნება ვერ მივიღე. მაგრამ თეატრი ძალიან, ძალიან მიყვარს, სპექტაკლებზე გულაჩქროლებული ვარ ხოლმე:))

Anonymous said...

არც მე მიყვარს თოჯინების თეატრი, ძალიან ყალბად მეჩვენებოდა ყოველთვის. რაც შეეხება „ჩვეულებრივ“ თეატრს, უმ, ეს ჩემი მეორე დიდი სიყვარულია ლიტერატურის შემდეგ.

Keti said...

არ ვიცი, კონკრეტული სპექტაკლის შესახებ რა ვთქვა, მაგრამ თეატრი მიყვარს :)

რაც შეეხება თოჯინების თეატრს – როგორც ვიცი, ურთულესია მსახიობებისთვის. ასეთი რადიკალური აზრის არასდროს ვყოფილვარ, კარგი შესრულება ყოველთვის სიამოვნებას მომანიჭებს.

Unknown said...

რა მაგარია ამბები ბერლინიდან

taa said...

rodis chamodixar?

Sophie שרה Golden said...

@Taa, 16-ში.

CinnamonGirl said...

Loudness, pushiness, ugly sounds and puppeted creatures sell...

მარიონეტები არც მე მიყვარ :S

Lalena said...

გენიალური ფინალი იყო :))))) შენებური :)))))

ნან said...

მაგრად ვიხალისე ამ პოსტზე :D

თეატრი მიყვარდა მე და ახლაც კი მიყვარს, მეცინება რატოღაც. ჩემი დიშვილი დამყავდა და "ნაცარქექიაზე" ტირილი დაიწყო, დევის შეეშინდა. მერე კი აღარ წამომყვა.

რამდენიმე თვის წინ ერთი ტიპზე მინდოდა მასალის მომზადება, ბათუმის თოჯინების თეტრისათვის მუსიკას წერს. ვფიქრობდი საინტერესო გამოვიდოდა, მაგრამ უხიაკი და პრაგმატული ადამიანი აღმოჩნდა. ამაყად მითხრა, რომ თავის სამი წლის გოგონას არასოდეს ეთამაშება, მაგისთვის სად სცალია!

ჰო. ასე წავiჭორავე რესპოდენტზე :D