Tuesday, December 1, 2009

თბილისი vs Los Angeles

ბლოგებს გადავხედე და დღევანდელი პოსტების უმეტესობა ეძღვნება ასოციალურობას (და "ბათუმელებისადმი" მხარდასაჭერ აქციას).

მე კიდევ პირიქით - მივეჩვიე ხალხმრავლობას და ყოველდღე 15 გოგოს დანახვას, ამიტომ მარტოობას უკვე ვეღარ ვიტან. მთელი დღე ჩვენს ინსტიტუტში (ეს სიტყვა ინსტიტუტი გამოსასწორებელ დაწესებულებას მაგონებს) ისეთი ხმაურია, გოგოების ამბები ხომ იცით.
ვსწავლობთ და დილიდან წიგნებში ვართ. თან იმდენს ვიცინით და ვმხიარულობთ; აბა რა იქნება, ყოველდღე ვიღაცის დაბადების დღეა და ერთი საყვარელი გოგო, ხანა, სულ ნამცხვრებს აცხობს...

17-ში მთავრდება ეს სემესტრი და ყველა გოგო სახლში ბრუნდება, ჩემი ჩათვლით. ჰოდა, ერთი უსაყვარლესი გოგოა ლოს ანჯელესიდან. როცა სადმე მივდივართ და გვეკითხებიან, საიდან ხართო, ისე საყვარლად პასუხობს, მოგინდება შენც იქიდან იყო. გუშინ ვხუმრობდით, მე სცენარს დავწერ და შენ ჰოლივუდში წაიღე-მეთქი. ხოდა, დღეს ვფიქრობდი, რა იქნება, მეც ახლა ლოს ანჯელესში ვბრუნდებოდე, დიდი ოჯახი, სითბო და მზე მელოდებოდეს. მერე გადავწყვიტე, რა მინდა ლოს ანჯელესში? საქართველოში ხომ ჩემი სახლია, ჩემი საყვარელი ადამიანები და ძველი თბილისი, მსოფლიოს ყველაზე ტოლერანტული რაიონი.

საღამოს რაბი როუზის გაკვეთილი გვქონდა და რა თემა მოიტანა, guess: თალმუდიდან (Talmud - Sotah 47a - R. Yochanan) მოიყვანა ტრაქტატი იმის შესახებ, როგორი განსაკუთრებული მიზიდულობა და სიყვარული აქვს ადამიანს იმ ადგილისადმი, სადაც დაიბადა და ცხოვრობს. იმ დღეს ვსაუბრობდით, რატომ ხდება, როცა ადამიანს რაღაც გაწუხებს, ფიქრობ და უცებ ზუსტად იმ კითხვაზე იღებ პასუხს, რაც გაწუხებდა. ლოგიკურად თუ ავხსნით, უბრალოდ, ადამიანი იმ დროს იმაზე ამახვილებ ყურადღებას, რაც გაწუხებს და გგონია, რომ ზუსტად შენთვის ლაპარაკობს ის ადამიანი. ამ დროს, შეიძლება სხვა დროსაც ამბობდა ამას, უბრალოდ, შენი ტვინის ის ნაწილი მაშინ პასიური იყო.

Anyways, 2 თვეზე მეტია, რაც აქ ვარ. გემახსოვრებათ თავიდან როგორ მიჭირდა გერმანიაში ცხოვრება და ხანდახან ახლაც ძნელია, მაგრამ სწორედ ასეთი გაკვეთილები და მასწავლებლები მაძლებინებენ, როგორიც რაბი როუზი, რაბი ფაბიანი, ოლგა და სხვები არიან.

Baruch Hashem!

11 comments:

Unknown said...

ეეჰ. საქართველოს არაფერი ჯობია. საშინელი ნოსტალგიები მაქვს და ვერ მივდივარ :(

Anonymous said...

მე მაგრად მენატრება ყველაფერი. მარა აქაურობაც მომენატრება რომ ცამოვალ და აქაური მეგობრები. ვობშემ დედამიწა რულავს :*

Unknown said...

თბილისი მართლაც მაგნიტური ქალაქია სადაც არ უნდა იყო თავისკენ გიზიდავს . მეც არ შემიძლია ამ ქალაქის გარეშე დიდხანს ცხოვრება.

Anonymous said...

arasodes mifiqria, rom saqarTvelos garda sadme sxvagan cxovrebas SevZlebdi! Casvla, raRac periodi darCena ki, magram sabolood, CemTvis yvela gza mainc TbilisSi modis!

Unknown said...

2kija +1

რულაvს :P

taa said...

ხოდა, დღეს ვფიქრობდი, რა იქნება, მეც ახლა ლოს ანჯელესში ვბრუნდებოდე, დიდი ოჯახი, სითბო და მზე მელოდებოდეს.


ehh, ra iqneba martla sadme mivdiode
ar maqvs pretenzia ojaxi melodes metqi, mirchevnia tavgadasavlebi melodes ....

Anonymous said...

"ადამიანი იმ დროს იმაზე ამახვილებ ყურადღებას, რაც გაწუხებს და გგონია, რომ ზუსტად შენთვის ლაპარაკობს ის ადამიანი."
+1
კარგა ხანია მეც აღმოვაჩინე ეგ :)))
ხო, დაბრუნებას რაც შეეხება, არასოდეს მქონია თბილისის ან საქართველოს ნოსტალგია. მეიბი იმიტომ, რომ საკმარისად დიდი ხნით არ წავსულვარ არსად.

Lord Vader said...

პრაღაში მინდა მივდიოდე.

Keti said...

მეც მქონია ასეთი შემთხვევები, როცა პასუხს ვეძებდი და ზუსტად იმ სიტყვას (სიტყვებს) ვისმენდი, რაც იმ მომენტში მჭირდებოდა.

ძალიან თბილი პოსტი იყო. მიღებულ ცოდნაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონია, ამ მოგზაურობიდან კარგი რაც დაგრჩა, შენ ცხოვრებაში ახლად გამოჩენილი ადამიანებია. ბერლინურ პოსტებში მათ ყოველთვის თბილად იხსენებდი... ვფიქრობ, ისინიც ასე უნდა ფიქრობდნენ შენზე, სოფი :)

CinnamonGirl said...

პასუხს ყოველთვის ეძებს ის, ვინც პოულობს და სწორ კითხვას სვამს...

და ამ პასუხს ან სცენარისტი სთავაზობს, ან ბედი, ან უბრალოდ დამთხვევა...

რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ, მთავარია, გჯეროდეს ;)

Unknown said...

სანიიი მართლა მზე ხარ და სადღაც მე3 თვალით ხედავ და ფიქროოოობ!!!!!!