Tuesday, December 22, 2009

ჩემი იშვიათი სურათები

Unbelievable Cary Grant (at least for me)

One & only Marilyn

პატარაობიდან ვაგროვებდი მსახიობების/მომღერლების სურათებს; უფრო სწორად, ჟურნალ-გაზეთებს, მერე სურათებს ვჭრიდი და რვეულებში ვაწებებდი. რადგანაც შორეულ 90-იანებში არცთუ ისე ბევრი ჟურნალი გამოდიოდა, ძალიან ვწვალობდი, როცა ზოგჯერ გაზეთებიდან მიწევდა უხარისხო და სახეწაშლილი სურათების ამოჭრა. ეს რვეულები დღემდე მაქვს შენახული და წელიწადში რამდენჯერმე გადავხედავ ხოლმე, რომ გავიხსენო, როგორი ვიყავი და ვინ მომწონდა მაშინ.

Linda Darnell

Ava Gardner

ახლა ინტერნეტი მაქვს. VIVA!
ნებისმიერი სურათის მოძიება შემიძლია, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. გაზეთებს აღარ ვჭრი, მაგრამ გვიანობამდე ვიgoogleები და მერე ვინახავ. ვფიქრობ, ნელ-ნელა ბლოგზე გავაკეთო ჩემი ბავშვობისდროინდელი რვეულივით და დავაწყო სურათები.

Ann Harding

Wanda Hendrix

Brigitte Helm

ზუსტად გუშინ ვნახე იმ პერიოდის და მსახიობების სურათები, რომლებიც ყველაზე ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ცნობილები არიან.
ადრე ნატოშამ ერთი საკაიფო პოსტი დაწერა იმაზე, რატომ მოგვწონს ესა თუ ის მსახიობი ადამიანებს და გამარკვია, თუ რატომ მიყვარს დრიუ ბერიმორი.
ამ შემთხვევაში მეც ვიპოვე რაღაც საერთო ხასიათსა თუ გარეგნობაში, რის გამოც ვინახავ ამ სურათებს... და მერე ხშირად მავიწყდება კიდეც, რისთვის მინდოდა. ქალების ცვალებადობა ხომ იცით. You never know.

8 comments:

Anonymous said...

ღრმა ბავშვობაში ჩარლი ჩაპლინის სურათებს ვაგროვებდი. უმარავი მქონდა, თუმცა, არ ვიცი მასთან რა მაქვს საერთო! მერეც ვაგრძელებდი ჩემი საყვარელი მსახიობების და მომღერლების ფოტოების შეგროვებას პრესიდან. ახლა მეც ვგუგლავ ხოლმე. განსაკუთრებით ერთი და იგივე პიროვნების სხვადასხვა ასაკის ფოტოების შედარება მიყვარს, როგორები იყვნენ და როგორები გახდნენ!

Unknown said...

წინა კომენტარის ავტორივით ვარ მეც :) შედარება მიყვარს :)
ჩემს სურათებსაც დავდებ და ვადარებ ხოლმე არათუ სხვების :)

Keti said...

დაგიწერია ფინალში ის, რაც მინდოდა მეთქვა. რამდენიმე მათგანის სახის მსგავსი შტრიხები გაქვს :)

მეც მიყვარდა ჟურნალების თვალიერება. მერილინის, ავას ნახვა – განსაკუთრებით (აქ ჩამოთვლილებიდან). დეიდას ჰქონდა უცხოური კინოს და მოდის ჟურნალები გამოწერილი, არ ვიცი, როგორ ახერხებდა, რადგან საბჭოეთში უფრო რთული იყო ეს, ჰოდა მასთან სტუმრობა ამის გამოც მიყვარდა :))

babisa said...

mec maqvs axlac uzvelesi fotoebi, zogi mshoblebis, zogi bebia-babuis shegrovebuli da ragac relikviasavitaa axla :)))

Toma said...

wow!!
kochag shen! agrovebdi da ai shedegic. me arasdros migroveba da arc araferi maqvs.

Anonymous said...

შეიძლება ჩაითვალოს რომ ესეც ჩემი ერთ-ერთი ჰობია. დიდი კოლექცია არ მაქვს, მაგრამ ვამაყობ რეებიც მაქვს (გრეტა გარბო, გრეგორი პეკი, ბეტ დევისი, და ...) იქნებ მერე მეც გავაკეტო პოსტი.

სოფი ჩამოთვლილთაგან ავა გარდნერი მეცნო მხოლოდ :)

Sophie שרה Golden said...

@ როდრიგო, შეიძლება იმიტომ, რომ დანარჩენები ნაკლებად ცნობილები არიან და უფრო ძველები, ვიდრე ავა, მერილინი და კერი :)

CinnamonGirl said...

მიყვარს ამ პერიოდის ჰოლივუდი...
მერე რა, რომ თოჯინებივით იყვნენ ეს ქალები, სამაგიეროდ რაღაცნაირი შარმი ჰქონდათ...

კაცებზე ხომ საერთოდ არ ვლაპარაკობ <3