Wednesday, December 30, 2009

My 2009 life + pics

2009 წელი ჩემი გარდატეხის წელი იყო... დავწერე თუ არა ეს წინადადება, მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან წიგნებიდან გადმონაშთია :) მაგრამ მაინც არ წავშლი; ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სამუშაო წლისა და ცხოვრების მანძილზე ვისწავლე - გულწრფელობა და გაცინებაა. საკუთარ თავსა და სიტუაციებზე სიცილი.

ჩემმა ბლოგმა რა ისწავლა?

იანვარი - დაიწყო ჩემი სერიოზული დაინტერესება ბლოგინგით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აპრილიდან ვბლოგავდი, იმას ბლოგი ნაკლებად შეიძლება დავარქვა.

თებერვალი - დედაჩემის ოცნება ახდა და შონ პენმა ოსკარი აიღო.

მარტი - პირველი ვიდეოპოსტი ჩავწერე და კიდევ ყველაზე სკანდალური პოსტი ჩემი ბლოგის ცხოვრებაში.


აპრილი
- ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ბლოგი გახდა. საკუთარი თავის ძებნა დაიწყო და დაიწყო...


მაისი
- გავაპარტახე მაგისტრატურა (დღემდე ამ აზრზე ვრჩები) და აღმოჩნდა, რომ კრისტინა ვარ, ვისაც აქამდე სოფი გეგონეთ.

ივნისი - ყველაზე ნაყოფიერი თვე იყო ვიდეპოსტებისთვის. უკანმოუხედავად დავამთავრე თსუ.


ივლისი
- ბაიდენი ჩამოვიდა და კბილის ექიმთან მისავლელად კილომეტრების გავლა დამჭირდა. ჰემინგუეის დაბადების დღე აღვნიშნე და ჩემი ოცნების მამაკაცი დავსახე.


აგვისტო
- ვიყავი ყაზბეგში და ამის გახსენებაზე ახლაც მიფრიალებს გული - სიმაღლე, ღრუბლები და ყველაზე სუფთა ჰაერი...
სექტემბერი - კიმმა გაიმარჯვა. წავედი ბერლინში.


ოქტომბერი
- დავიკარგე ანტვერპენში, ჩავფლავდი (ჩავზეთდი) კუგელის გამოცხობაში, გავიცანი იანა ფრანკი.

ნოემბერი - პირველად ვიყავი ორთოდოქსების ქორწილში, ლაიპციგში და თმა შევიჭერი (რასაც დღემდე ვნანობ).

დეკემბერი - თბილისში დავბრუნდი და დიდხანს წყალი არ მოდიოდა.


დაივიწყეთ ყველაფერი, რაც აქამდე ყოფილა, 2010 მოდის.

მე მჯერა, რომ რაც უნდა ხდებოდეს, ВСЕ К ЛУЧШЕМУ.
გუშინ განვიცდიდი რაღაცებს.
დღეს დამავიწყდა.

ხვალ კიდევ ახალი დღე იქნება, ask Scarlet if you don't believe me.

22 comments:

თინი said...

ვერი გუდ პოსტ ^_^ მთელმა შენმა ბლოგმა თვალწინ გამიარა : )))
ბოლო სიტყვებში ბეევრი +1 : ))


პ.ს. საუკეთესო სურვილები შენთვის და შენი ბლოგისთვის 2010-ში :ლავ:

Anonymous said...

ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და სოფიოს ბლოგთან ერთად :D

Maka Asatiani said...

Sunny,როგორი პოზიტიური პოსტები გაქვს, ძალიან მომწონს და კიდევ უფრო მეტად ვაფასებ უშუალობას, რომელიც ამ ბლოგზე უკვე ვიპოვე :) ბრავო

Sophie שרה Golden said...

@ თინი, გამახარე ძალიან :) შენც საუკეთესო სურვილები და კიდევ უფრო მეტი ჰიტები!

@ როდრიგო სანტორო, YEAH!!! HAPPY NEW YEAR!

Anonymous said...

Great! უმაგრესი ბლოგური მიმოხილვა იყო! ხო და რაც შეეხება 2009 წლამდე პოსტებს, მე ისინიც მომწონს, შენ როგორც არ უნდა უყურებდე! ოპტიმისტურ ფინალშიც გეთანხმები! ყველაფერი კარგად იქნება, საბოლოოდ!

Toma said...

:D :D vaime dekemberis girshesanishnavi movlena cklis ar mosvlis shesaxeb gansakutrebit magari iko :D :D


ise kargi celi gqonia shenc :)
gisurveb 2010 beeevrad kargi da nakofieri kofilikos :)

Anonymous said...

გილოცავ გილოცავ გილოცავ : )
შენც და შენს ბლოგსაც წარმატებებს გისურვებთ : )

Kate said...

ყველაზე მაგარი პოსტი იმჰო.

Unknown said...

ულამაზესი ხარ პირველ ფოტოში! გავოგნდი :)

შენ, კეთილი ბლოგი გაქვს. I wish the kindness last for 2010 too!

best wishes, from a very heart.
Anuschka

nastasia said...

ufro mravalferovan da bednier 2010-s :)

Unknown said...

sheidzleba iqvas rom kargi weli gqonia bevri saintereso movlenebiT. gisurveb axali 2010 wina weltan shedarebit bevrad metad warmatebuli da bednierebis momtani iyos :*

Anonymous said...

yvelaferi isea da ise iqneba, rogorc shen mas dainaxav - shen amas ambob, Sof, da mec getanxmebi :))
tumca ver dagetanmebi tmis shechrastan dakavshirebit. an tmis shechrastan dakavshirebit tu dagetanxmebi, mashin shens ocnebis mamakactan dakavshirebit ver dagetanxmebi. da tu shens ocnebis mamakactan dakavshirebit dagetanxmebi, mashin shens feminizmtan dakavshirebit ver dagetanxmebi :)))
mokled, dzaan gavchede axla me da gaakoceb da waval. bednier pradnikebs gisruveb da gaisad marad mziani menaxe :*:*:*
P.S. siclishi siyalbe ar davinaxo :))

clown said...

რა კაი პოსტი იყო ^^



ჩემთვს 2009 წელი საშინელება იყო :|
განსაკუთრებით ზაფხული :@

Sof said...

saaaaaaaaaayvareel!

Gisurveb yvelafer kargs.. amieridan Seni blogis mkitxveli viqnebi, dz sasiamovnod wer..

Natalia said...

სოფი, ამ პოსტის მერე არც კი ვიცი რა გითხრა, უბრალოდ საინტერესო 2010 წელს გისურვებ : )

და პირველ ფოტოზე მართლა ძალიან ლამაზი ხარ, თვალს ვერ გწყვეტ :)

me said...

აუ რა მაგარია სოფი :))) მეც გამახსენდა შენი პოსტები. რა მალე გადის დროო...

პირველი ფოტო მომხვდა თვალში და მესაყვარლა :)
მეც მჯერა სოფი რომ რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის :)))

გისურვებ რომ მომავალი წელი უფრო მეტი სიხარულის,ნაყოფიერების და წარმატების მომტანი იყოს...
სულიერი სიმშვიდე და ღვრთის წყალობა გქონოდეს...
:* :* :*

Keti said...

სოფიი! გილოცავ დამდეგს! წინა წელზე უკეთესი ყოფილიყოს მომდევნო, ბევრი სიხარული და წარმატება შენ! ძალიან კარგი ადამიანი ხარ :* :)

nati kuda said...

გილოცავ. 2010-ში მეტი მზე და მეტი სითბო :*

Unknown said...

gaixare, sof! mec gilocav! :-*

Anonymous said...

აი ყველა სიტყვაზე ხო გვაქ რაღაც ასოციაციები და სიტყვა "ღიმილზე" შენ მახსენდები მაშინვე..

თაა said...

ულამაზესი და უმრავალფეროვანესი წელი ყოფილიყოს შენთვის

კისს

შორენ said...

ბედნიერ ახალ წელს გისურვებ. მართლაც რომ მზიანი ხარ. ასეთი იყავი სულ. ბლოგი კი მართლა ცხოვრებაა.რა კაია ვინც გამოიგონა:)