Friday, December 11, 2009

ჩემი ბლოგი და ადამიანები

გუშინ ერთმა ჟურნალისტმა გოგომ მომწერა, რომ ჩემგან ინტერვიუ უნდა ბლოგის შესახებ - სტანდარტული კითხვები გამომიგზავნა, როდის დავიწყე, რატომ დავიწყე, რაზე ვწერ, ვისთვის ვწერ...
ბავშვობაში მიყვარდა "მეგობრობის დღიურების" შევსება და ახლა სერიოზულად მომეცა ამის საშუალება.
დიდხანს ვიფიქრე, როგორ შეიძლება განისაზღვროს, თუ რაზე და ვისთვის ვწერ.
დღეს, ჩემი ახალი მეგობარი ელა რომ გავაცილე მეტრომდე და წვიმა დაიწყო, მაშინ მივხვდი - ჩემი ბლოგი ეხება ადამიანებს, პირველ რიგში.

ელა - წარმოშობით აზერბაიჯანიდანაა, დიდხანს ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, მერე ინგლისში დაამთავრა უნივერსიტეტი და ზუსტად ისეთი გოგოა, როგორიც წარმოგიდგენიათ ინგლისელი ინტელიგენტი: უბრალო, თავმდაბალი, თავაზიანი, კეთილი და თბილი, ხანდახან მასთან საუბრისას ქართული სიტყვები წამომცდება ხოლმე, იმდენად ახლობლად ვგრძნობ. ისეთი თვალები აქვს - მუქი და ღრმა, ქართულ-ებრაული.

ზუსტად დღეს რაბი როუზთან (our dean) მქონდა შეხვედრა; რადგან სამშაბათს უკვე ვამთავრებ ამ სემესტრს, მკითხა Lauder Midrasha-ში სწავლის შთაბეჭდილების შესახებ, ვის დაუმეგობრდიო და უცებ ვერავინ გავიხსენე ელას გარდა.

თითქმის 3 თვეა, რაც ბერლინში ვარ და ჯერ არცერთ გოგოსთან არ დავახლოებულვარ ასე. რამდენადაც კარგი მსმენელი ვარ და ადამიანები ადვილად მიყვარდება, მე თვითონ რთულად ვიხსნები და იშვიათად ვსაუბრობ ბევრს. ელასთან პირიქით - მინდა სულ ველაპარაკო, მოვუსმინო...
ვისთან გრძნობ ადამიანი თავს ყველაზე კარგად? იმასთან, ვის თვალებშიც საკუთარ ანარეკლს ხედავ <- ჩემი საყვარელი ფრაზაა. ზუსტად ასეა ელასთან (იმის გამოკლებით, რომ ჩემზე ბევრად განათლებული და ჭკვიანია).
დღეს ვსაუბრობდით იმაზე, როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ის შედეგი, რისი ავტორიც ყოველთვის საყვარელი სცენარისტია. როცა ერთნაირად მივიღებთ კარგსაც და ცუდსაც, ბოლოს მივხვდებით, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა. ასეთი ადამიანი ყოველთვის ბედნიერი იქნება. და ვინ არის უბედური და მელანქოლიკი? ის, ვინც რაღაცას ვერ მიიღებს, უკმაყოფილოა, მარტოდ გრძნობს თავს მთელ ქვეყანაზე და მსოფლიოს სევდა ისე ბოჭავს, როგორც ადამიანს კაპიტალიზმი ;) :P გგონიათ, აქამდე არ ვიცოდი? უბრალოდ, ადამიანებს ის გვახარებს, როცა ჩვენნაირად მოაზროვნე ადამიანებს ვნახავთ ხოლმე, თან თუ ეს ადამიანები მაღალ ინტელექტუალურ საფეხურზე დგანან, ვხვდებით, რომ that's a place to be. ამის შემდეგ თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რაზე წერს სოფი გოლდენი, ან რატომ ჰგონია, რომ სამყარო მზიანია, მაშინვე ეს პოსტი დაულინკეთ.

I AM HAPPY FOR WHAT I'VE GOT & I'VE GOT EVERYTHING I NEED!

14 comments:

Unknown said...

სოფ ძალიან საყვარელი ხარ. ხო და ადამიანებზე რომ წერ მაგიტომ მიყვარს შენი ბლოგის კითხვა კიდევ ადამიანურ გრძნობებზე წერ რაც ნამდვილად ბევრ ბლოგზე არ შეიმჩნევა. მოკლედ ეს ის ადგილია სადაც ყოველთვის სიამოვნებით შემოვდივარ და ყოველთვის ბედნიერი სახით ვტოვებ აქაურობას. მადლობა ამისთვის.

Anonymous said...

ვეთანხმები პიკასოს, მეც იმიტომ მიყვარს შენი პოსტები, ასეთი ადამიანური რომაა და საოცრად თბილი. არ არსებობს შენს ბლოგზე შემოსვლის შემდეგ კარგ განწყობაზე არ დავდგე, რაც არ უნდა ნეგატიურად ვიყო დამუხტული მანამდე.

Keti said...

როცა არ წუწუნებს ადამიანი და მადლობელია იმის, რაც მიიღო; ან როცა სხვისი არ შურს, ყოველთვის იღებს მეტს.
თვითონაც გამოვცადე. თითქოს მადლიერების სანაცვლოდ კიდევ უფრო მადლიერს გვხდის ღმერთი (ან ვისთვის როგორ – ჩვენგან დამოუკიდებელი ზებუნებრივი ძალა).
ყოველთვის ვსაჩუქრდებით.

სიკეთე გქონოდეს... :)

clown said...

რა საყვარელი პოსტია ^^

babisa said...

im videoebis gamo, rac nanaxi maqvs, roca shens postebs vkitxulob, warmomidgenia aams rogor yvebi , rogro ambob :D :D sul ramdenime video vnaxe, magrammainc :))) saxalisoa xolme ase kitxva da kargi :]

Nanako Ust said...

ძალიან მაგარი ადამიანი ხარ სოფი! ^^

Unknown said...

სწორედ მაგიტომ მომწონს შენი ბლოგი და შენ! :-*

Anonymous said...

იმიტომ გაქვს მზიანი ბლოგი რომ შენ თვითონ ხარ მზიანი : ) საინტერესო თბილი და ლამაზი პოსტები გაქვს, დადებითი მუხტები და ემოციები მოდის თუ როგორ ვტქვა : ) მოკლედ respect ! : )

Anonymous said...

კომენტატორთა განცდებს შენს ბლოგთან დაკავშირებით მეც შევუერთდები და ვფიქრობ
რომ მართლაც მეტად ადამიანური,თბილი და
საინტერესო ბლოგი გაქვს.მიყვარს შენი პოსტების კითხვა!მიყვარს როცა ისეთ ადამიანს აღმოვაჩენ,ვისთანაც ბევრი მაქვს საერთო და შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო...

Natalia said...

სოფი, მალე ჩამოდი რა.. მე შენი თბილისური პოსტები მომენატრა :)

Anonymous said...

:) ise

http://www.youtube.com/watch?v=WXM3LH99d6s

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა ყველას!!!

@ Anonymous, я такую и представляла Сонечку :) СПАСИБО!!!

Jano Zhvania said...

უსერვისო ბანკში, სამართლიანად რომ გავაუქმე "ოქროს" ბარათი, მაინც მაწვალეს, უამრავი დრო დამაკარგვინეს. თუმცა მონდომებით მუშაობდა იმ ბანკის თანამშრომელი ფართე თვალებიანი გოგონა,რომელიც უხერუხლი ღიმილით რომ ამომხედავადა სანამ ბარათს ვაუქმებდით, მის თვალებში ჩემს გარდა ნახევარი ბანკის ანარეკლი ჩანდა მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდი თავს კომფორტულად (ბუზღუნით)

taa said...

თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რაზე წერს სოფი გოლდენი, ან რატომ ჰგონია, რომ სამყარო მზიანია

mziani iqneba shennairi adamianebi rom dadian am qveknad aba raa :)