Sunday, December 20, 2009

Pop-Sunday


სულ სხვანაირია კვირას საკუთარ სახლში ყოფნა.
რამდენი ხანია დილით საუზმე აღარ მომიმზადებია და დღეს ენერგიულად წამოვხტი.
ცა ისეთი მოწმენდილია, როგორიც 3 თვეა აღარ მინახავს. ბერლინში მზე 11 საათზე ამოდის, მგონი, და 12-ზე ისევ ჩადის, აქ კიდევ - მთელი დღე ანათებს და ანათებს. მართალია ახლა უკვე თოვლი მინდა, მაგრამ რაც იქ მზე დამაკლდა, ახლა მინდა შევისრუტო.

მეოთხე დღეა, რაც თბილისში ვარ, ვზივარ სახლში. მეზარება გარეთ გასვლა - ტრანსპორტი. ავტობუსი აღარ შთამაგონებს. არადა ჩემი ძველი პოსტების უმეტესობა სწორედ ამ ადგილას დაიბადა/ჩაისახა :D

წიგნებს ვკითხულობ: შაბათს წავიკითხე ხასიდიზმის დამაარსებელი ბაალ შემ ტოვის ისტორიები 'Seeker of Slumbering Souls', პეისახ ჯ. კრონის წიგნიც დავიწყე და ჩე გევარას "მოტოციკლეტისტის დღიურებსაც" გადავხედე.
თბილისი და ჩემი სახლი სოციალიზმის სიყვარულს ისე აღმიძრავს, ვერ წარმოიდგენთ, როგორც კი აქ ჩამოვდივარ და ამ წიგნს ვხედავ, მაშინვე მიწითლდება თმები, გონება, აზრები... და ასეთ დასკვნას ვაკეთებ: ყველა ქარიზმატული ადამიანი ფანატიკოსია (კარგი გაგებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია) - მნიშვნელობა არა აქვს, პოლიტიკოსი იქნება, პოპ-ვარსკვლავი თუ წმინდანი. ფანატიკოსი იმ მხრივ, რომ თავისი უცნაური ჟინი გააჩნია და მერე ამის ისე სჯერა, სხვებსაც აჯერებს.

I WELCOME MYSELF!
კეთილი იყოს ჩემი ჩამოსვლა თბილისში - სადაც, მადლობა ღმერთს, იმდენი საზრუნავია, რომ, ძალაუნებურად, უფრო მეტს ფიქრობ, აანალიზებ და ხვდები - დღეიდან ბლოგზე უფრო მეტი უნდა წერო!

4 comments:

Natalia said...

Welcome, Sophie! : )

შენი თბილისური პოსტები იწყება როგორც ვამჩნევ, და მალე ავტობუსი ისევ გახდება შენი მუზების წყარო :))

Unknown said...

თოვლი მეც ძალიან მინდა მალე გაფიცვას მოვაწყობ:) ბეკურიანში მაინც წავიდე აქ თუ არ მოდის თოვლი. ეხ ....
მოკლედ თბილისური პოსტებიც დაიწყო ხო და მე ძაან მომწონს მართალია ჯერ ყველაფერი შინ ვითარდება მაგრამ ვიმედოვნებ მალე გაუღიმებ ქალაქს და უფრო მზიან პოსტს დაწერ

Anonymous said...

მოუთმენლად ველი შენს თბილისურ პოსტებს!

CinnamonGirl said...

ფანატიკოსებზე რა გითხრა, მაგრამ მგონი მკვრივი შინაგანი ღერძი უფრო გააჩნიათ...

თუმცა, რა მნიშნველობა აქვს, რას დაარქმევ...


არის "ის რაღაც" და მორჩა :)