ერთი კვირაა, რაც ჩემი 13 წლის დეიდაშვილიშვილი ჩემთან რჩება.
რამდენი ხანია თინეიჯერებთან ახლო ურთიერთობა აღარ მქონია. ვერ ვიტყვი, რამე ახალი აღმოვაჩინე-მეთქი, მეც ზუსტად ასეთი ვიყავი ამ ასაკში - საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი მეგონა, უფროსებთან ვკამათობდი, სხვადასხვა "სასტავის" ბავშვები ერთმანეთს ვმტრობდით და შატალოებზე დავდიოდით.
არაფერი შეცვლილა სკოლაში სწავლის მეთოდების, სექსზე ხმის დადაბლების გარეშე საუბრის (ჩემი თინეიჯერობისგან განსხვავებით) და ინტერნეტით ურთიერთობის გარდა. მათი მშობლები და ბებიებიც ისევ ბრაზობენ, "ეს რა თაობა მოდის, ჩვენს დროში სულ სხვანაირი ბავშვები ვიყავითო".
მეეჭვება, სხვანაირები ყოფილიყვნენ; მოზარდები ნებისმიერ ეპოქაში ერთნაირები არიან - ტრანსპორტს ხმაურით რომ იკლებენ, სახეზე მუწუკები აყრიათ და ყველას ერთი გოგო ან ბიჭი მოსწონს სკოლაში.
მე და ჩემი დეიდაშვილი ლილუ სულ იმაზე ვხუმრობთ, ავტობუსში რომ ამოვლენ ახალგაზრდები, ლაპარაკობენ, იცინიან და ამ დროს უფროსები (და ზოგჯერ არც ისე) ბოროტულად რაღაცებს ბუტბუტებენ მათზე. რატომ უნდა ბრაზობდე, თუ შენ თვითონ არ გაქვს რაღაც პრობლემა:

- გშურს, რომ ისინი ახალგაზრდები არიან
- გშურს, რომ კარგ ხასიათზე არიან
- ხვდები, რომ ასეთი ბოღმა ხარ
ბერლინში მოზარდის ფსიქოლოგიას გავდიოდი და გონება ყოველდღე მინათდებოდა: ყველაზე მეტად მოზარდს უნდა, რომ მოუსმინო და ზრდასრულ ადამიანად ჩათვალო. როცა 14 წლის გოგო მიდის და დედას ეუბნება, რომ ის მახინჯია, დედამ არ უნდა დაუწყოს იმის მტკიცება, რომ ძალიანაც ლამაზია, უბრალოდ დაჯდეს და უსიტყვოდ მოუსმინოს. იმ დროს ის ბავშვი მართლა მსოფლიოში უმახინჯესად გრძნობს თავს და უნდა ვინმეს გაუზიაროს თავისი განწყობა. არც რჩევის მიღება სურს და არც საპირისპირო მტკიცების.
ამიტომ, ჩემს 13 წლის დეიდაშვილიშვილს რომ ვუსმენ, რომელიც ეწინააღმდეგება თავისიანებს, ხასიათი ხშირად ეცვლება და ზოგჯერ საუბარიც არ სურს - ვხვდები, ამ დროს, უბრალოდ, უნდა შეხედო და გაუღიმო; აუცილებლად იგრძნობს, რომ შენ მის გვერდით იქნები მიუხედავად სახეზე გამოყრილი მუწუკებისა და ფიზიკაში მიღებული ორიანისა.
ესეც გაივლის.

12 comments:
: ) au ai exla am postze gamaxsenda dedacchems undoda mshoblebis agsazrdeli skolis gaketeba da mgoni zalian kargi idea iqneboda rom ara erti problema midi da utxari romelime mshobels rom mas agzrda schrdeba da ar icis shviltan urtiertoba :D amis mere ertaderti rac moxdeba saavdmyofoshi moucevt sheni saxis tavidan gamozrda :D
@ ჩორვენ, ზუსტად ასეა. ბევრი მშობელი თვითონაა აღსაზრდელი და სხვა როგორ უნდა გაზარდოს :(
კარგი იდეა ჰქონია დედაშენს და იმედია, ოდესმე განხორციელდება.
:) მეც თინეიჯერი ვარ : ) ჰუჰ :))
ავტობუსში სულ ეგრე ვარ ხოლემ დაქალტან ერთად თუა ვედი ვჭორაობთ და ხალხის სახეებს უნდა შეხედო ერთი როგორები გვიყურებენ : )))
მაგაზე პოსტიც მაქვს დაწერილი
http://the-dream-teller.blogspot.com/2009/12/blog-post_11.html#comments
ისე მართალი ხარ :) მეც მასე ვიყავი , და რო მეუბნებოდნენ არ არის ეგრე და ვითომ მაწყანრებდნენ უფრო ნერვები მეშლებოდა... ეხლა უფრო აზზე მოვედი და ისეთ სისულელეებზე აღარ ვიგრუზბეი მაგრამ მაინც მაქვს ხოლმე გაჭედვები : )) უცებ ვფეთქდები, და უცებ მეცვლება ხასიათიც (პირველი ალბათ უფრო ხასიათის ბრალია ვიდრე ასაკის)
მეც თინეიჯერი ვარ და მეც მაქვს ეს პრობლემები :უსერ;
ზოგჯერ მიგებენ, ზოგჯერ ვერა :შ
“....ორი მიმართვა მაქვს, ერთი ბავშვებს და ერთი უფროსებს. ბავშვებს: არ დაუჯეროთ უფროსებს, მაშინაც კი როცა არ ტყუიან. უფროსებს სიმართელე ბავშვობაში დარჩათ და უფროსებს: დაუჯერეთ ბავშვებს მაშინაც კი, როცა ტყუიან. ეს თქვენ გგონიათ, თქვე სირებო, რომ ტყუიან“
გიო მგელაძის მიმართვა:)
კიდე სხვა მიმართვა ვიცი. ვუდი ალენის, რომელიმე მოგეწონებათ:)
http://lib.ge/body_text.php?4146
arasodes magizianebs bavshvebis xmamagali laparaki darc is gancda maqvs, rom isini sxvanairebi arian da ra istebi, rogoric me vikavi imave asakshi (met-naklebad). mozardebis problemebi samyarosaviT Zvelia da yvela epoqashiyvela cherez eto gadioda da ratom aviwydebat ufrosebs, mainc ver vigeb!
აუ ჩემი თვი გამახსენდა :))))
ბავშვობაში, ის რაც ჩემს ფიზიონომიაში სიმახინჯედ მიმაჩნდა, ახლა ყველაზე მეტად მომწონს :))))
აუ მეც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თინეიჯერ ნათესავთან, ბევრს გამახსენდებს და არ მომცემს საშუალებას დავშორდე თაობებს და თავი ”დიდად” ვიგრძნო :)
ჰო, ერტნაირები არიან მოზარდები, მაგრამ მაინც- აი გუშინ ტრანსპორტში ისე ხმაურობდნენ, მართლა ცუდი იყო :))) თუმცა არ მიბუტბუტია :]
ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ასაკია. იწყებ თვითგამორკვევას, რაღაცას სახელს არქმევ, მოვლენებს ალაგებ, გავლენების ქვეშ ექცევი და თავისუფლდები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ზე – მგრძნობიარე "მასალა" ხარ, ყველა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს და ასეთ დროს რომ ვიღაც ტვინს ბურღავს რა ახალგაზრდობა მოდისო, ნერვები მეშლება.
ძალიან საინტერესო და კარგი ბავშვები მოდიან. ერთი სული მაქვს როდის შეცვლიან ყველაფერს და დახავსებულ ბებრებს გაგვყრიან :D
მომეწონა,ძალიან საინტერესოა... რაც შეეხება უფროსების ჩვენთან მიმართებაში,მართლაც ესეა,მეც ბევრი მინახავს ასე მოსაუბრე,თუნდაც იგივე ავტობუსში...
უფროსების შეხედულება ჩვენთან მიმართებაში ვიგულისხმე :))
შენს პოსტებს რომ ვკითხულობ სულ დანაკლისის შეგრძნება მაქვს: მგონია, რომ ყველაზე საინტერესო ადგილას წყვეტ თხრობას, რატომ? :( არ მყოფნის :)
ტინეიჯერობა და უფრო გარდატეხის პერიოდი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პერიოდია. მაშინ რომ ჩემს რამდენიმე ახლობელს ცოტა მეტი სიფრთხილე და ტაქტი გამოეჩია დღეს უამრავი კოომპლექსის გარეშე და უფრო სხვაგვარად განვიჱარებული ფსიქიკით ვიქნებოდი :) ასე რომ, ის პრობლემა, რაც შენ წამოწიე, მართლა ძალიან სერიოზული და მისახედია :)
Post a Comment