Thursday, January 7, 2010

New York, New York - sorry you're not Paris

გუშინ ჯერ ნატალიას პოსტი წავიკითხე ამ ფილმზე "New York, I love you", შემდეგ ჯოქეიმ დალინკა ფეისბუქზე, რამდენიმე თვით ადრე კი მე აღმოვაჩინე ნატალი პორტმანი მისთვის უჩვეულო ამპლუაში. თუმცა მაშინვე დავწერე, რომ კიდევ ერთი ჰოლივუდური ფილმი იქნებოდა, სადაც ხასიდ გოგოს სწყინდება თავისი ცხოვრება და სხვა გზას ეძებს. არ შევმცდარვარ.

ეთან ჰოუკი და მეგი Q

საყურებლად მაინც ღირდა. ალბათ უფრო მსახიობების გამო: ნატალი პორტმანი, ეთან ჰოუკი, ჯული კრისტი, ბრედლი კუპერი და რეჟისორებს შორის მირა ნაირი, რომლის ფილმებიც ძალიან მიყვარს. ეთან ჰოუკი რომ აქაც, თავისებურად, გიჟი ნიუ იორკელი ტიპი იქნებოდა, ეჭვიც არ შემპარვია, მომეწონა მისი ფრაზები; მაგრამ ამ ფილმში ყველაზე მეტად იმან გამაოცა, ვისაც ნაკლებად ველოდი. ძალიან მომეწონა შაია ლაბაფის შესრულებული როლი და თვითონ ეს ისტორია. მხოლოდ ამისთვის ღირდა რუსულად გახმოვანებული და არცთუ ისე კარგი ხარისხის ფილმის ნახვა. შაიას არცერთი ფილმი მინახავს ბოლომდე და ახლა მივხვდი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს როლს, რეჟისორს, რომელიც სრულიად სხვანაირად აჩვენებს მსახიობს და მის შესაძლებლობებს. ბუნებრივია, სცენარისტის დავიწყებაც არ შეიძლება.

ჯული კრისტი და შაია ლაბაფი

მეწყინა, რომ ნატალი პორტმანის გმირი არ იყო ისეთი, რომელიც დაგაინტერესებს და მერე დაგაფიქრებს. მართალია ცხოვრებაში მხოლოდ ერთ ხასიდ გოგოს ვიცნობ, მაგრამ მაინც საკმაოდ შორსაა ნატალის შესრულებული რივკასგან (ფილმში Rifka-ს ეძახიან) - ბრილიანტების ბროკერი გოგო, რომელიც მეორე დღეს თხოვდება, თავი უკვე გადაუპარსავს, კაცს ხელს არ ართმევს, მაგრამ თავზე ადვილად იხდის...
ამ წრეს კარგად ვიცნობ და მეტისმეტად არარეალურად, შეიძლება, ამიტომ მომეჩვენა. ჩვეულებრივი მაყურებელი ამაზე ყურადღებას არც გაამახვილებს.

ჩემი ერთერთი ფავორიტი ისტორია. ანტონ ელჩინი და ოლივია თირლბი

სხვათა შორის, ფილმს რომ ვუყურებდი, ვიფიქრე, აფროამერიკელები, საერთოდ, სად არიან-მეთქი? მერე ერთი საკაიფო რევიუ ვიპოვე და ის ავტორიც ამას კითხულობდა. უცნაური ნიუ იორკია ფილმში ნაჩვენები - აფროამერიკელების, ლათინების და სნობების გარეშე. "Paris, je t'aime" დიდი ხნის წინ ვნახე და კარგად არ მახსოვს, შესაბამისად ვერ შევადარებ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "New York, I love you"-ს შემდეგ ჩემში ნიუ იორკისადმი სიყვარული გამძაფრდა, პირიქით, ყველაფერი იმდენად დაყენებული და უღიმღამო იყო, ეჭვი გამიჩნდა, მთავრობის შეკვეთილია, რომ მეტი ემიგრანტი აღარ მიეკაროს შეერთებულ შტატებს :P

ფილმის ნახვას მაინც გირჩევთ, მერე ჩემთან შეკამათება შეგეძლებათ და მე, დიდი სიამოვნებით, ვისაუბრებ ამ ფილმზე თქვენთან ერთად.

მე მაინც ამას ველოდები - "მიყვარს დედათბილისი", სადაც მჯერა, ქართველი ბლოგერებიც მოხვდებიან, как минимум, პრემიერაზე.

9 comments:

Anonymous said...

აუ მე ვაპირებ მაგ კინოს ყურებას, სავარაუდოდ დღეს : ს

და ვნახოთ როგორ მომეწონება : ს

არადა როგორ მინდა ისეთი ფილმი ნიუ იორკს რო შემყვარებს <3 ისედაც ძალიან მიყვარს და მეტად თუ შემაყვარებდა უკეთესი იქნებოდა <3

კარგია რომ წინასწარ ვიცი რომ შეიძლება არ მომეწონოს, თორე არ მიყვარს როცა რამეს ველოდები და მერე იმედეი მიცრუვდება : ს

Anonymous said...

არ მაქ მაგ ფილმის ყურების სურვილი :( და არც თბილისი მიყვარს :(

Unknown said...

მიყვარს ფილმები ნიუ იორკზე . ჩემი ოცნების ქალაქი არაა მაგრამ მაინც ფილმებში მომწონს მისი ცათამბჯენების ყურება. მე ვერ ვიცხოვრებდი ასეთ ქალაქში 30 სართულზე რაც არ უნდა ლამაზი ხედი იშლებოდეს.

ნიუ იორკის ხიბლი სწორედ მის მრავალეროვან და მრავალფეროვან მოსახლეობაშია და ვეჭვობ თეთრებში დანახული ნიუ იორკი არ მომეწონება

თბილისზე ფილმის იდეა მომწონს თან თუ ბლოგერებიც გავიჩითებიც კაკ მინიმუმ პრემიერაზე რატომაც არა . :)

Anonymous said...

d vnaxav films da mere STabeWdilebebs davafrqvev! Tbilisze filmis idea ki mec Zalian momewona!

babisa said...

არ მომეწონა ეს ფილმი
არადა აი ძალიან ვცდილობდი, რომ მომწონებოდა :)
პარიზზე მომწონს და მეგონა ესეც მომეწონებოდა
ეტლიდან ადგომის ეფექტი ძალიან მაგრი იყო :დ

taa said...

ara mgonia "Tbiliso, miyvarxar" gadaigos vinmem
magram ravi vnaxot

sainteresoa riti unda daicko da daasrulo filmi Tbilisze?
Isev qartlis deda da isev satelevisio anza? rogorc umetesoba agiqvms?
isev metexi da isev narikala?

Sophie שרה Golden said...

@ თაა, პირიქით - თუ რეალობის გადაღება უნდათ, გარეუბნებში ხეებზე ასხმული ცელოფნები და სკამებდაჭრილი ავტობუსები უნდა გადაიღონ.

Kate said...

ჯერ კიდევ ჩემს movies to be seen პოსტში დავწერე ძალიან მაინტერესებსმეთქი.
გუშინ კი დავწერე ბლოგში თუ რაოდენ დიდი კრეტინიზმია ეს ფილმი.

Kate said...

ხო, მეც იმედი მაქვს თბილისზეც გადაიღებენ ფილმს და კაკ მინიმუმ პრემიერაზე დაგვპატიჟებენ.