Saturday, January 23, 2010

ადამიანები ადამიანებისთვის

Do not be scornful of any person and do not be disdainful of anything, for you have no person without his hour and no thing without its place

(Ben Azzai. Pirkei Avot 4:3)

ამ ბოლო დროს ძალიან მიჭირს წიგნების კითხვა. ბლოგებმა ისე შემიცვალა ლიტერატურა, სურვილიც აღარ მიჩნდება წავიკითხო, რადგან ბლოგებზე ნებისმიერ ადამიანურ ისტორიას იპოვი, შეიძლება დიდი მწერლებივით გადმოცემული არ იყოს, მაგრამ ზოგჯერ პატარა პოსტი უფრო მრავლისმეტყველია ადამიანის ცხოვრებასა და ქვეყნის რეალობაზე, ვიდრე ცნობილი მწერლის ბესტსელერი.


შაბათობით წიგნების დღე მაქვს, რადგან არანაირ ელექტრო-ხელსაწყოს არ ვეკარები. კითხვა და ძილი - ჩემი home-შაბათის გრაფიკია.
დღეს წავიკითხე ეს ფრაზა (ზემოთ გამოტანილი) და მთელი საღამო მიტრიალებს თავში.
საერთოდ, ამ წიგნს - "Pirkei Avot" - რომ ვკითხულობ, ვფიქრობ, რა ადვილია ყველაფრის შესრულება - იყო კარგი ადამიანი, სხვები არ განსაჯო, ბოროტება არ ჩაიდინო, საყვარელი სცენარისტის გეშინოდეს, არავისი შეგშურდეს, დათმობაც შეგეძლოს... ისეა დაწერილი ყველაფერი, რომ გგონია, აი, ახლა გავალ გარეთ და ზუსტად ასეთი გავხდები, აღარ ვიბუზღუნებ, კმაყოფილი ვიქნები იმისთვის, რაც მაქვს, მადლობელი ვიქნები იმ ადამიანების, ვინც ჩემს ცხოვრებაში არსებობენ და არ ავღელდები, როცა ნერვებს მომიშლიან, ან საერთოდ, რომელი ნერვები???

მაგრამ სინამდვილეში რა ძნელია, მუდამ გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანში ღმერთის ნაწილია და ის ქოჩორა მძღოლიც კი, "მარშუტკაში" ორი ხუთთეთრიანი რომ დაგიბრუნა, რაღაცას ნიშნავდა შენს ცხოვრებაში. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, "შენს ფილმში" მთავარ როლებს რომ ასრულებენ.

როგორც ყოველთვის, არ დავასრულებ ამ პოსტს, იმიტომ, რომ არც ძებნა დამისრულებია, "პირკეი ავოტისაც" ჯერ მხოლოდ რამდენიმე თავი წავიკითხე და წინ კიდევ ბევრი დღე მელოდება თავისი ადამიანებით და შეგრძნებებით.

13 comments:

Anonymous said...

კარგი აზრია, მეც უნდა გამოვყო ერთი დღე წიგნებისათვის, უფრო ზუსტად, მხატვრული ლიტერატურისათვის, ყოველგვარი კომპიუტერის გარეშე!

Unknown said...

sofi ici, sul minda rom imis dro movides rom shegxvde da ggicno. ai materialuri dro ara oghond :)

Sophie שרה Golden said...

@ Anuschka, მეც ძალიან მინდა გაგიცნო; მაგრამ მგონია, რომ ზოგიერთი ადამიანი სულაც არ უნდა გაიცნო, I am sure you know what I mean.

Qilipa said...

ბედნიერი ხარ თუ 1 დღეს მაინც უთმობ მთლიანად კითხვას :)

თითქოს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ დრო მაინც არ მრჩება...

მხოლოდ ავტობუსში და უაზრო 140 კაციან ლექციებზე ვკითხულობ... :(

არ ვიცი რა უნდა შევცვალო, მაგრამ რაღაც აუცილებლად სესაცვლელი და დრო წესივრად დასაგეგმი მაქვს თორე, არ ვარგა ასე...

Anonymous said...

აი, ზუსტად ეგეთი შეგრძნებები მქონდა, სანამ თბილისში წამოვიდოდი. სულ ვამბობდი და ვფიქრობდი, რომ ადამიანის მცირე მონდომებაც კი საკმარისია ღვთის მცნებების შესასრლებლად, რადგან ღმერთი ორმაგად დაგვეხმარება.
იცი, მართალი ვიყავი. ქუთაისში ცდუნება გაააააცილებით ნაკლებია, ვიდრე თბილისში.

Lalena said...

აუ სოოფ, მეც მასე მჭირს, კვირაობით სახლში რომ ვბუნდები წირვიდან თან ახალი მოსმენილი, რომ მაქვს ქადაგება, ასე მგონია, ჩემი სიმშვიდით, მთებს გადავდგამ არადა საკმაისია რამე ისე არ მოხდეს იმავე დღეს და ცხვირი უკვე აწული მაქვს, წარბები შეკრული და გაბუსხული ჩემ ოთახში ვიკეტები :( ალბათ უნებისყოფო ვარ

Unknown said...

ლალენასავით ვარ მეც :(

მარიამ ბლანკი¹³ said...

sunny ra mindoda damecera ici ai sheni religiis mixedvit shabati gaqvs zalian gansakutrebuli dge xo, icav yvela cess da tradicias anu es dge ragac sakraluria hoda ase mgonia rom rasac postshi cer egec rom rcmenasavit gagixdeba anu rom daijereb rom miigeb da bolomde gaitaviseb tavistavad gamova egre rom ar ageldebi ar datrgunav ar daitrgunebi ar sheuacxyof da a.sh.

ubralod eg isetive rtulia rogorc is rom irwmuno is rom daijero da miigo , gaitaviso magram albat mova egec drota ganmavlobashi.

შორენ said...

სოფი რა მაინტერესებს? შენი შაბათი როგორია, ჩვეულებრივი თუ ისეთი როგორიც ებრაელებს აქვთ და ყველარომ იცავს რელიგიურ წესებს?ძაან მაინტერესებს ეს წესები და ყველაფერი და ინტერნეტში სად შეიძლება ვნახო,თუ შეგიზლია მითხრა.
რაც შეეხება წიგნებს,ცოტათი ბლოგების კითხვამ კი შემიცვალა წიგნთან დამოკიდებულება,მაგრამ ნებისმიერ დროს ვეძებ კარგი წიგნის წასაკითხად დროს

Sophie שרה Golden said...

@ შორენ, ყველაფრის დაცვით.
ზუსტ წესებს ინტერნეტში ვერ ნახავ, ამაზე მთელი ტომებია დაწერილი, მაგრამ შეგიძლია ვიკიპედიაზე წაიკითხო ზოგადად.

Anonymous said...

როგორ მშურს შენი ინგლისურად რომ კითხულობ

Sophie שרה Golden said...

@ როდრიგო, ესე იგი, საკმარისად არ გშურს ;) ადექი და შენც ისწავლე, უყურე ფილმებს, მოუსმინე სიმღერებს, ეცადე პატარა მოთხრობებიც კი წაიკითხო და ნახე, მერე შეიძლება მე შემშურდეს შენი.

nata said...

Sen ici Cemi damokidebuleba wignebisa da blogebis miart. verasdros "vapatieb" blogebs imas rom dagaSora Semoqmedebas da wignebs. blogebisgan gansxvavebiT wignebi ufro maRal gemovnebas uyalibebs adamians