Wednesday, March 17, 2010

Bat For Lashes


რა უცნაური სახელი აქვს არჩეული ხო? სინამდვილეში კი ნატაშა ქანი ჰქვია. თავიდან ჩაკა ქანის შვილი მეგონა. დრიმარის მაისფეისზე ვნახე მისი ვიდეო პირველად. მერე იუტუბზე სხვა სიმღერებიც მოვისმინე. რაღაცნაირად ლილი ალენს ჰგავს, მაგრამ ამავე დროს ძალიან განსხვავდება. თავისებური ჟღერადობა აქვს. ყველანაირ ინსტრუმენტზე უკრავს და როცა უკვე აღარ იცი, რას უსმინო, ან ვისი სურათები დაათვალიერო, გამოჩნდება 30 წლის ბრიტანელი გოგო და თავის პაჭუა, ხალიან ცხვირს Sunny World-ზე შემოყოფს.


თუ ვინმემ უფრო მეტი იცით Bat For Lashes-ზე, დამიწერეთ. თუ არადა, ერთად გავიცნოთ.

P.S. ახლა სანტორომ მომწერა ცოტათი ბიორკსაც ჰგავსო. დავაკვირდი და მართლა ჰგავს ისე.

6 comments:

Violet Girl said...

ნამდვილად საყვარელი გოგოა ^_^ ;)

Anonymous said...

მასზე არაფერი ვიცი, მოდი, გავიცნოთ! :)

babisa said...

sayvareli gogoa
ramenime vici, mara didad arc me vicnob.. mere dawere saintereso detalebi,. :))

Anonymous said...

ტვიტერზე განვიხილეთ თითქმის :DDD ხოდა დავასკვენით რომ სუუულ ცოტათი ბიერკს გავს კიდე :D

შორენ said...

ჰგავს ლილი ალენს.ეგ მომრერალი არ ვიცი, მაგრამ ბიორკსაც ჰგავს. სოფილ შენ ჰქმნი შენს ბლოგზე ადამიანებს:)

Sophie שרה Golden said...

მართლა, შორე?? გამიხარდა, თუ ასეა :) მერე მეც უკეთეს ადამიანად ვიქმნები.