Monday, March 8, 2010

რას ეძებთ ოსკარებზე?

ვინც ოსკარებს იმის იმედით უყურებს, რომ კარგ ფილმს დააჯილდოებენ, ძალიან შემცდარა. საერთოდ, კარგ ფილმებს არც ოსკარზე წარადგენენ და არცერთ სხვა ფესტივალზე, იმიტომ, რომ ყველა დაჯილდოება თუ ფესტივალი ბითურული შოუა, მეტი არაფერი.
ერთადერთი ფილმი, რომელიც ჯილდოს ნამდვილად იმსახურებდა "პიანისტი" იყო და ისიც იმიტომ, რომ პოლანსკიმ გადაიღო და ბროდიმ მთავარი როლი შეასრულა.

მე ოსკარებს არ ვუყურებ, ანუ ღამეს არ ვათენებ. საღამოს "რუსთავი 2"-ზე (თუ ახლა "იმედზე" გადაიტანეს?) ვნახავ ჩანაწერს. ერთადერთი, რაც ოსკარებზე მაინტერესებს, ქალების კაბებია ხოლმე. ჩემი წლევანდელი აბსოლუტური ფავორიტი კამერონ დიაზი გახდა ზოი სალდანას კაბასთან ერთად.


ზრდილობისთვის, გეტყვით, რომ ოსკარი წელს სანდრა ბულოკმა და ჯეფ ბრიჯესმა აიღეს, როგორც მოსალოდნელი იყო. დანარჩენს თავად უყურეთ :yawn:

ყველა დროის ფავორიტი პენელოპე

11 comments:

Anonymous said...

იმიტომაც არ ვუყურებ არც 'ოსკარებს' და არც სხვა ცერემონიალებს! იმითაც კი არ ვინტერესედები, ვინ ან რომელი ფილმი იღებს ჯილდოს. სადმე შემთხვევით თუ ყური ან თვალი მოვკარი, ეგაა. საკუთარი თავისთვის 'ოსკარიც' მე ვარ და კინოაკადემიაც! რაც მომწონს მომწონს, რაც არა – სულ რომ 9 ან 12 ჯილდო მოხვეტოს, მნიშვნელობა არ აქვს.

მაკა ასათიანი said...

არც მე მიყურებია ოსკარისთვის :)

Toma said...

ერთადერთი მიზეზი რატომაც ვუყურებ და მაინტერესებს ოსკარი, არის ის თუ როგორ აცვიათ მსახიობებს. ძალიან ლამაზები არიან ხოლმე და სიამოვნებს თვალს :)

რაც შეეხება თავად ოსკარის მიერ დარიგებულ პრიზებს, ჩემთვის 0 ღირებულება აქვს. :D

babisa said...

rame lamazs da tvlis gasaxarebels
mara bolo dros- mcirea :)

Anonymous said...

კაი რა სოოფ!! რა სკეპტიციზმია?? კანის ფესტივალზეც ამას ამბობ? ან სხვა ფესტივალებზე??

წლევანდელ ოსკარებზე შენ ალბათ არ გინახავს ფილმი "საგანძური", სადაც მონიქემ აიღო ოსკარი დამსახურებულად. ასევე კოენების ფილმი "სერიუზული ადამიანი"; "მუდამ ჰაერში", "ცხრა". აღარაფერს ვამბობ "ავატარზე", რომელიც სასტიკად დაჩაგრეს:(
ჩემი აზრით საინტერესო ფილმები იყო.

რაც შეეხება წლევანდელ დაჯილდოებას შოუს მხრივ ძალიან მოსაწყენი იყო და არც წამყვანები მომეწონნენ. ჯეკმანი ყველას ჯობდა. სანდრას გამარჯვებაც გამიხარდა. რავიცი.

Natalia said...

ლამაზ კაბებს ვეძებდი, მაგრამ ისე გამიცრუვდა იმედები, რომ პოსტიც კი დავწერე.

gabo said...

რა ვქნა ვგიჟდები მსგავს სანახაობებზე. მართალია ბერლინალე ბევრად ჩემი ფესტივალია მაგრამ ოსკარსაც აქვს თავისი ხიბლი გუშინ ერთადერთი შემთხვევა იყო ამ 7 წლის მანძილზე როდესაც ძილმა მძლია და ბოლომდე ვერ მოვახერხე ყურება . ნომინანტები კი დღეს ბლოგზე ჩამოვამწკრივე :)

Zurriuss said...

არადა, მგონი, გეწყინა, რომ წელს ცუდი ოსკარი იყო ;)
არაუშავს. ოდესმე გემოვნება და ფული ერთმანეთს შეურიგდებიან :*

Kate said...

არადა სანდრა ბალოკის დაუმსახურებელი ოსკარი ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი. ნამდვილად არ ეკუთვნოდა.



მე ღამე გავათიე ფორუმთან და ოსკართან ერთად. მაგარი იყო ასე კოლექტიურად ყურება.

Know-it-allz ! said...

კაბას რას უყურებთ, მთავარია მის შიგნით ვინ არის : )) ( ნუ, ან რა არის : )

Lord Vader said...

მეტია გაოსკარებული კაი ფილმი.
კანის ფესტივალზე მით უფრო მეტია კარგი ფილმი დაჯილდოებული.

თუმცა პირშიჩალაგამოვლებული კარგი ფილმიც საკმარისზე მეტია.

ზეთ'ს ლაიფ...