Friday, March 19, 2010

მეკობრეების გემზე

ორ პლედში ვარ გახვეული, გათბობაც ჩართულია, მაგიდაზე ქაფქაფა ჩაით სავსე ჭიქა მიდგას და მაინც მცივა. გაზაფხულზე უფრო საშინლად ცივა, ვიდრე ზამთარში, დავაკვირდი.

უკვე პარასკევია. რა მალე გადის დრო. 2010 წლის მესამე თვეა და ლამის უკვე ესეც დასრულდეს. ირლანდიური St Patrick-ის დღესასწაული კიდევ სულ დამავიწყდა, sorry Irish brothers :(


გასული კვირა კარგი იყო, იმდენად, რომ ვფიქრობდი, ზებრაზე ვცხოვრობ და ხან თეთრ, ხან - შავ ზოლზე დავდივარ-მეთქი. ერთი კვირა დაღლილი, მუქი და დეპრესიული მაქვს, მეორე კიდევ - საინტერესო, მხიარული... მხოლოდ ქარი არ იცვლება, უკვე რამდენი კვირაა, სულ ქრის და თავი გემში მგონია. ფანჯარას გამოვაღებ და წარმოვიდგენ, ვითომ მეკობრეების გემზე ვარ და მივქრივარ. 2კიჯა დადო ბლოგზე არარომანტიკული სომალელი მეკობრის დაპატიმრების ვიდეო და ცოტა გული დამწყდა. ჩემი მეკობრეები სხვანაირები არიან.

Natasha Khan aka Bat For Lashes

კიდევ ლეონარდ შელბიმ Bat For Lashes-ის ალბომი "Two Suns" ამიტვირთა, ახლა ვზივარ, ვუსმენ და ვფიქრობ, მეკობრე კი არა, ინდიელი ვარ და სამხრეთი ამერიკაც ამიტომ მიყვარს. ინდიელს ჰგავს ნატაშა ქანიც თავისი მუსიკით და გარეგნობით.

ამ კვირაში ცეკვის დღეებიც მქონდა, ყოველდღე ვცეკვავი სხვადასხვა მუსიკაზე, კელტური მელოდიებით დაწყებული ლაიონელ რიჩის "Say you say me"-მდე :) ჰოდა, როგორც ნატო მეტყოდა ჰარუკი მურაკამივით:

You gotta dance, as long as music plays!

7 comments:

shoren said...

წმინდა პატრიკის დრესასწაული თუ არ ვცდები გუშინ იყო, რადიოში ვმუშაობდი დილით და წავიკითხე. ახლა ზუსტად მეც შენსავით ვარ, გაყინული,შალმოხვეული,ცხელი ყავით და ცემი და მეუბნება რა ბანალურია ყველაფერიო:)მოკლედ სიცივეებმა უნდა გადაიაროს.
შემშურდა,რომ ცეკვავ,მე რატომრაც ეგ ვერ მოვახერხე,არადა ვკვდები ისე მინდა სადმე წასვლა და დათრობა და მერე ცეკვა

Sophie שרה Golden said...

@ shoren, 17-ში იყო ეგ დღესასწაული. მე დათრობის გარეშე ვცეკვავ, სახლში, ჩემთვის. გიჟურ მოძრაობებს ვაკეთებ და ვგრძნობ, რომ თავისუფალი ვარ :) შენც სცადე როდისმე ;)

clown said...

ხო რაღაც სასტიკად ცივა :შ

A.G said...

:))))haruki murakamivit ratom? damainteresa...:):):)
magis erti cigni cavikitxe sharshan mgoni tetri cxvari kvia, tu dakarguli cxvari, tu cxvari?! idea cxvarshia:D tumca bolos cigni rom davxure veraferic ver gavige da brazma shemomitia amdeni dro raze davxarje tko.albat momavalshi kidev cavikitxav, egeb clebis mere gavigo rame makedan, ashkarad dzalian chagrmafilosofebulia :D :):):)
kargi xar sof:*

Anonymous said...

არადა, მთელი დღე მეგონა, რომ ფანტასტიური ამინდი იყო. ოფისის ფანჯრიდან მზე ისე სასიამოვნოდ ანათებდა! მეც ვიცი ხოლმე ცეკვა ოთახში ჩემთვის, განსაკუთრებით ნეგატიური ემოციებისაგან როცა მინდა დაცლა.

Zurriuss said...

გიყურებ, უფრო სწორედ, გკითხულობ და ვხვდები, რომ პოსტს სახელად
"როგორც იქნა აღმოვაჩინეეეეეეეეეეეეეე!!!!" ჯერ კიდევ კარგა ხანს დააგვიანდება :))

DreaMar said...

რამდენი ხანია არ მომისმენია Bat For Lashes. შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე გამეხსენებინა სიმღერები ალბომიდან "Two Suns". როგორ ვისიამოვნე იცი. Glass და Pearl's Dream მიყვარს განსაკუთრებით. ზაფხულს მაგონებს ეს სიმღერები. (მაგ პერიოდში ვუსმენდი ხშირად):)
სახლში გიჟური ცეკვაც ერთი სიამოვნებაა :პ