Tuesday, March 23, 2010

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმიტომ მიყვარს, რომ მხოლოდ იქ შეიძლება შეგემთხვეს თავგადასავლები. თან ისეთი, რომ მერე ამაზე იცინო და ბლოგზეც დაწერო. სულ სხვანაირია ცხოვრება, რაც ჩვენ, ინტერნეტფრიკებს, გვაქვს და სულ - სხვაა გარეთ, სადაც ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებზეც მხოლოდ "ქალაქურ ლეგენდებში" წაგვიკითხავს.

დღეს სახლში "მარშუტკით" მივდიოდი, რომ უცებ, წინ ერთი ლურჯი და, სავარაუდოდ, ძვირფასი სპორტული ავტომობილი გადაგვიდგა, მძღოლმაც თავი გამოჰყო ფანჯრიდან და ჩემი მარშუტკის ქოჩორა მძღოლს ეკითხება: "ბიჭო, წეღან უკნიდან რომ დაგისიგნალე, ჩემზე რა ჩაილაპარაკე?"
კინოებში რომ არის ხოლმე, ხომ იცით: ჩხუბის სუნი დადგაო, ზუსტად ეს ვიგრძენი და ისიც კი ვიფიქრე, თუ ნამდვილი ჩხუბი ატყდებოდა, უნდა გამეშველებინა :crazysophie:
მაგრამ ჩვენი მძღოლი გამოცდილი კაცი აღმოჩნდა: "არაფერი ძმაო, რა უნდა მეთქვა", მშვიდად უთხრა და გზა გავაგრძელეთ, თუმცა რამდენიმე წუთით მეგონა, რომ სპორტული მანქანის პატრონი, მისი დიდსათვალიანი ქერა გოგო და უკანა სავარძელზე წამოწოლილი "შავსაროჩკიანი" ბიჭი გადმოვიდოდნენ და "მარშუტკას" საერთოდ გვერდზე გადადგამდნენ.

სახლში რომ მივედი, მერე ვიფიქრე, რა სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი. ოღონდ კლასიკური გაგებით სასაცილო კი არა, ტირილი რომ გინდა, ვერ ტირი და სიმწრისგან გეცინება. არ ვიცი, თუ სხვაგანაც ხდება ასე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს წინ უხტებიან და საქმის გარჩევას უწყებენ: დასიგნალების შემდეგ, შეიგინა თუ არა. მგონია, რომ ძალიან საინტერესო უნდა იყოს ასეთი ადამიანების, შეიძლება მთლიანი სოციუმის ფსიქოლოგიური გამოკვლევა, მათზე დაკვირვება და ფესვების ძებნა, რამ მიიყვანა ისინი აქამდე.

მე კიდევ განვაგრძობ მგზავრობას და როგორც ჩემი საყვარელი რებეცინ რობერგი იტყოდა: არაფერი ხდება უმიზეზოდ და ქუჩაში შემხვედრი გამვლელიც კი რაღაც ნიშნის მომცემია ჩვენთვის.

14 comments:

clown said...

პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ სასტიკად ვერ ვიტან საზოგადოებრივ ტრანსპორტებს...

ხოდა ესეთი ამბავი რამოდენიმე კვირის წინ შემემთხვა... გამოსლევებულ მამაჩემთან მივდიოდი შესახვედრად...
ოღონც აქ პირიქით იყო მძღოლი ყვლა გამვლელს ეჩხუბებოდა...
დაჯჟე მგზავრებსაც :| აი ენას კბილებიტ ვიჭერდი, იმდენად მომინდა ჩემთვისაც რამე თქვა, რომ რავი :|

შორენ said...

სოოოფ შენი მძღოლები ყველა ქოჩორიანია?:)აბა აქ ყველა მელოტია,რაც შეეხება ეგეთ დერზკულ გადმოხტომებს აქ ისეთი მარშუტკებით დადიან მძღოლები,ბევრი ვერ გაუბედავს. ხო იცი ”აქანე”ქუთაისია:):):)ერთადერთი რითაც ვამაყობ სუფთა მარშუტკებით ვმგზავრობ.ამასწინათ თბილისიდან ვბრუნდებოდი ქუთაისში,ხოდა გამოგვიხტა პატრული და მძღოლს აჯარიმებდა ღვედი არ გეკეთეაო,არადა როგორც კი დაძრა ეგრევე გაიკეთა და ჩვენც გაგვიკეთა წინმსხდომთ ჰოდა ისეე გამოვუხტიი,მეთქი ვირტუალური ხედვა გაგეხსნათქო.სულ აღარ გამხსენებია რომ პოლიციურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არაფერი უთქვამს,გატრიალდა და წავიდა.მზად ვიყავი მეომა, ვერ ვიტან თავად ეგ სისხლიმსმელები რომ სცადიან უსამართლობას.საქართველო, რომ ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანაა,რატო იმ დიდ ტრაილერებს არ აჩერებენ. მოკლედ მაგრად ბნელა

nastasia said...

აი, მე ვარ ის, ვისთვისაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველანაირი კარგი კონტექსტი ჩამოშორებული აქვს და ენით უტქმელ დისკომფორტს მიქმნის...

მსგავსი ამბები ხშირად ხდება ხოლმე,ერთხელ სერიოზული ცემა-ტყეპით დამთავრდა...

ხოოდა, მარშუტკებში ან ავტობუსებში რო ავდივარ ხოლმე, ჩემი თავი რაღაც ავი ფსიქო ექსპერიმენტის მსხვერპლი მგონია, ჯერ-ჯერობით ვუძლებ...
მერე იმედია ყველა ჩემსკენ გადმოსახლდება და სამსახურს ჩემ უბანში ვიშოვი და ფეხით ვივლი ყველგან :)

შორენ said...

მხოლოდ კომფორტული მარშუტკები მიყვარს,მაგრამ ასე არ შემიძლია ვთქვა ვერ იტან საზოგადოებრივ ტრანსპორტსთქო,ხანდახან იქ ისეთი სიტუაციეებია,ხან ცუდი სუნები და ა.შ სახლში მისული მაინც ვასკვნი,რომ ჩემთვის ეს ჩემი მაზოხისტური კათარზისია.
და მაინც საძულველ ტრანსპორტში ავდივარ,როგორც მოთხრობის გმირი,რომელსაც ვერ ამჩნევენ მგზავრები და თვითონ ყველაფერს ხედავს და ასე უფრო მიიოლდება,თან იმდენ საინტერესო რამეს მოკრავ ყურს,უამრავი მუზა გეწვევა,და მაინც კარგია-ოღონდ სუფთაც რომ იყოს კარგი იქნება

gabo said...

იცი რას დავაკვირდი ავტობუსების მძღოლთა დიდი ნაწილი ერთ დროს სოფლებში ტრაქტორზე ნამუშევარი ხალხია ისე დაყავთ ავტობუსი რომ ხშირად შეუძლებელია თავის შეკავება დღეს მაგალითად ისე შევწუხდი რომ ჩამოვედი და ფეხით განვაგრძე გზა თან დაცხა თუ დათბა უკვე და ვერ ვიტან ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას სულ დახუთულობაა. ფეხით სიარული ბევრად მიყვარს თუ რა თქმა უნდა ქალაქის ერთი თავიდან მეორე ბოლოში არ მიწევს გასვლა.

vasasi said...

ამ შემთხვევაში ვფიქრობ, მანქანის მძღოლს ის ეწყინა, მისი ახალი მანქანა რომ ვერ შენიშნა მძღოლმა, ან მგზავრების ყურადღების მიქცევა უნდოდა..

Keti said...

ვაიმე, ისე გამეცინა, ოღონდ შენსავით, სოფ. რა ჩაილაპარაკეო :))

კომენტარების კითხვაც ძალიან საინტერესო იყო. მე ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს, მაგრამ სხვა კუთხით შეხედვას ვცდილობ – ძალიან საინტერესო ტიპაჟები არიან ხოლმე, მგზავრები. შეიძლება ითქვას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დედუქცია მივითარდება :დ
ვერთობი, სხვა გზა არ მაქვს. თუმცა ხანდახან ამის განწყობაც არ მაქვს და წიგნით ვეთიშები ხოლმე გარემოს.

თაზო said...

სოფი, თუ ხელჳს ჩაგივარდა ამ კვირის ლიბერალი, სულ ბოლო გვერდზე მაგარი ჩანაწერია:"სამარშრუტო სექსი". აი, უძალიანმაგრესი. თუ არა და, ალბათ კვირის ბოლოს საიტზეც დადებენ :)

remonti2013.ge said...

"მარშუტკა" რაც დრო გადის, მით უფრო საზიზღრდება ეს ტრანსპორტი. ისე მოხდა, რომ ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ მიწევდა მარშუტკით მგზავრობა და ახლა ისევ მომიწია და აღმოვაჩინე, რომ თურმე მძღოლები უკვე მოურიდებლად აბოლებენ მგზავრობისას ვითომ ფანჯარაში და სულ ფეხებზე კიდიათ ბავშვები სხედან შიგ თუ ორსულები, კიდიათ მგზავრების დამოკიდებულება. არადა, ადრე მსგავსი რაღაც არ შემხვედრია. თან ნელ ნელა უკვე გამოთბა და აი სად დაგვერხა!
ეჰ :(

babisa said...

უჰ
ისე მთრგუნავს, ისე მარშუტკაც და ავტობუსიც რომ.......
მეტროში ხო ძალიან იშვიათად ჩავდივარ, იმიტომ რომ ის დღე დაკარგულია თუ იქ აღმოვჩნდი..
ალბათ ტრანსპორტის გამო კი არა, აი ხალხმრავლობა სადაცაა, ის ადგილები არ მიყვარს,სადაც ეს ’საზოგადოება’ იყრის თავს და ე სკიდე ძირითადად ტრანსპორტში ხდება ჩემთ[ის ბრრ

Anonymous said...

ჰაჰაჰა! მაგარი ისტორიაა! მართლა საინტერესოა, ისე, ამ ხალხის ჭკუაში ჩახედვა! მე, ძირითადად, ფეხით დავდივარ და თუ ტრანსპორტში ვხვდები, მაშინაც "ნაუშნიკები" მაქვს ყურებში გათხრილი. ასე რომ, თუ მართლა გვერდზე არ გადაგვდა ვინმემ, მაინც ვერ გავიგებ!

Katiee said...

მასე ცემდნენ რესპუბლიკის მოედანზე ერთ მძღოლს, ტანზეც კი გახადეს და ჩემი ძმა და ძმაკაცები ისე ჩაერიენ და შემოელახათ, მერე თვითონ გაუხდათ გამოსაპარი, სანამ პატრული მოვიდა :D

notespost said...

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მართლა ბევრი უცნაური შემთხვევა ხდება. დღეს ერთმა ქალმა ახალგაზრდა ბიჭი გამოლანძღა - ”ამდენი ხანია გიყურებ, ერთი როდის მოიფიქრებს ეს მუტრუკი ბიჭი რომ 6 წლის ბავშვს ადგილი უბდა დაუთმო”-ო. ”მუტრუკსაც” რა ექნა, მორჩილად ადგა და თავის ადგილას კაპასი ქალის შვილიშვილი დასვა. :)

CinnamonGirl said...

მეზიზღება მარშრუტკები...

აბსოლუტურად სუბიექტურად - როგორც ახალბედა მძღოლს :)))

და ასე მგონია, ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი მე და ჩემს თეთრ ბეგემოტს გვლანძღავს :)

ერთხელაც იქნება და გადმომდგავენ აქეთ :):):)