Thursday, March 25, 2010

მაკულატურა

დღეს ჩემი უჯრების და კარადების დალაგება გადავწყვიტე. გადმოვალაგე მთელი დღიურები, რვეულები, ოთხწლიანი უნივერსიტეტისდროინდელი "ქსეროქსები", რომლებსაც ისეთი რაოდენობით გვაღებინებდნენ, ყუთები მაქვს გატენილი. ამიტომ ვიფიქრე, იქნებ თბილისში სადმე მაკულატურას იბარებენ-მეთქი. მერე ვიღაცამ მითხრა, ეგ საბჭოთა პერიოდში ხდებოდაო. ვუყურებ ამდენ ქაღალდს და წარმომიდგენია, რამდენი ხეა მოჭრილი და განადგურებული მის გამო.


გერმანიაში, ბელგიაში არის სპეციალურად დახარისხებული სანაგვე ყუთები, სადაც ცალკე ყრი მინას, ქაღალდებს, საჭმლის ნარჩენებს და ღამე მშვიდად გძინავს, იცი, რომ ხე თუ მოჭრეს, მერე ამ ქაღალდებს გადაამუშავებენ და ახალ ფურცლებს გამოუშვებენ. ვიცი, ჩვენ ჯერ ამისგან ძალიან შორს ვართ და ქალაქში ნაგავსაყრელებიც კი არ არის ნორმალურად მოწესრიგებული და იქ საქონელს "აბალახებენ".
ამიტომ ჩემს ქაღალდებს ისევ ვინახავ იმ იმედით, რომ შეიძლება სადმე აღმოვაჩინო მაკულატურის ჩამბარებელი პუნქტი და ხეებზე აღარ ვიდარდო.


"გუგვლისას" ეს სურათი ვნახე და მომეწონა, მშვენიერი გამოგონებაა. იქნებ მეც ასეთი ნაგვის ყუთები გავაკეთო? მაგრამ ჩემი მაკულატურა თაბახის ფურცლებს შეადგენს, რომელთან ჭიდილისას, სავარაუდოდ, ხელებს დავიჭრი. მერე გადასაყრელი გახდება. ისე რომ, თუ ვინმემ იცით, სად შეიძლება მაკულატურის ჩაბარება ან იდეა გაქვთ, რა შეიძლება მოვუხერხოთ ქაღალდებს, მომწერეთ.

14 comments:

Anonymous said...

რა ბედნიერი ვიქნები, როდესაც მსგავსი რამ დაინერგება საქართველოშიც!
წარმოდგენა არ მაქვ რა უნდა ვუყოთ ამ ქსეროქსებს, რომელიც აღარ გვჭირდება. ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალი შენახვაა და ლოდინი.

Anonymous said...

ხა, რა საინტერესო იდეაა ასეთი კალათების კეთება! ეეჰ, ნეტა რომელ დახარისხებაზეა საუბარი, ჩვენთან პირდაპირ კორპუსის ფანჯრიდან ისვრიან ნაგავს და პლასმასის ბოთლები საერთოდ ”მეორე კრუგზე” მიდის! ისე, მეც ეგრე ვიყავი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უზარმაზარი ქსეროქსების მთა გავანადგურე, კიარადა გადავყარე!

შორენ said...

სოოოფ სამწუხაროდ არაფერი ვიცი მაკულატურის ჩაბარების და დახარისხების შესახებ.
"აბალახებს"კი ძალიან კარგი სიტყვა იყო და ბებია გამახსენა

Keti said...

ნამდვილად ვიცი, რომ არსებობს ასეთი პუნქტები. თუ გავარკვიე, გეტყვი.

Keti said...

1) 76 87 17
2) 893 36 97 47; 76 88 68
3) ორხევში, ტუალეტის ქაღალდის საწარმო, ხიდთან

Zurriuss said...

რომ იცოდე, რამდენჯერ გამჩენია მეც ეგეთი მოსაზრება.
რამდენი უნივერსიტეტისდროინდელი აწუვარგისი ქაღალდი გადამიყრია და დამნანებია, რომ მაკულატურას აღარ იბარებენ ჩვენთან.
თუ სწორად მახსოვს, ”ნიუ იორკ ტაიმსის” ერთ ნომერზე 150 კუბური მეტრი ხე იხაჯება!....
ბოდიში და აი ამიტომ ვერ ვიტან ბეჭდურ გამოცემებს... :(((
ჩვენსას მით უმეტეს!!!

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა, ქეთი, ძალიან გამახარე. ახლა ფეისბუქზეც გავავრცელებ ამას.

clown said...

როდის დაინერგება მსგავსი რამ ნეტა საქართველოში? :|

100, 101 თუ 200 წლის მერე?

Tjorven said...

sadgac maqvs nanaxi qalaqshi manqana romelsac ecera makulaturis migebao da 09shi dareke

ნან said...

რამდენი ქაღალდი გადავყარე წინა კვირას :(

CinnamonGirl said...

ძალიან ადრე, როდესაც BP საქართველო-ში ვმუშაობდი, მახსოვს, ვაშრედერებდი ხოლმე ფურცლებს და ყუთს ეწერა, რომ ამ ნაგავს საქართველოდან გაიტანენ და მეორად გადამუშავებაში გაუშვებენ...

და ძალიან ამაყად ვაშრედერებდი :)

Katiée.Ge said...

ეც მაინტერესებს სად იბარებენ მაკულატურას
ერთი ოთახი ქაღალდია გადასაყრელი ჩემს ოფისში პროექტის დახურვის შემდეგ ://
მე მგონი, ტუალეტის ქაღალდს ვინც ამზადებს, იმათ დაჭირდებათ. ან სალფეთქს.

Sophie שרה Golden said...

@ Katieé... (aka ეკა.ტერინე), ზემოთ, ქეთის კომენტარში ნახავ სად იბარებენ მაკულატურას. ტუალეტის ქაღალდის საწარმოა ზუსტად:

Anonymous said...

მე ვიბარებ მაკულატურას, თუ ვინმეს გააქვთ შემეხმიანეთ 551 78 60 70