Wednesday, March 31, 2010

თავისუფალი და გონიერი ადამიანი


"It is because G-d acted for my sake when I left Egypt."


გახსოვთ ჩემი შარშანდელი პესახი? წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ საუკეთესო და მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში.
წელს ყველაფერი სიხარულით დავიწყე და პესახის პირველ დღეებზე ისევ როზენბლატებმა დამპატიჟეს. რაბი ავიმელეხ როზენბლატი საქართველოს მთავარი რაბინია, რებეცინი იულია კიდევ - მისი მეუღლე. უამრავ ოჯახში ვყოფილვარ შაბათზე, სხვადასხვა დღესასწაულზე, მაგრამ თავს ისე კარგად არსად ვგრძნობ, როგორც მათთან. მერე, სახლში ვბრუნდები და ისევ მათთან მინდა, ისეთი სიმშვიდე, საინტერესო საუბრები და სრულიად სხვა ღირებულებები აქვთ. "გარე" სამყაროსგან განსხვავებით, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გარეგნობა, ჩაცმა და კიდევ ბევრი რაღაცაა მნიშვნელოვანი. როზენბლატებთან კი, უბრალოდ, ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში, ნაკლებს ვსაუბრობ და არ ვღელავ იმაზე, თუ რას იფიქრებენ ჩემზე, რადგან ზუსტად ვიცი, რახან სტუმრად მიწვევენ, ესე იგი, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება აქვთ და ღმერთს ვუყვარვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცა.

ადრე ვწერდი, როგორ არ მიყვარდა დღესასწაულები, მაგრამ რელიგიასთან დაახლოებამ დამანახა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ ხასიათზე, პიროვნებაზე ვიფიქრო და არ განვსაჯო სხვების საქციელი, ვიცხოვრო ისე, როგორც თორაში წერია და ძალიან ბევრს (ალბათ სამყაროს 90%) მოძველებული ტრადიციები ჰგონია. ხან შეცდომებსაც ვუშვებ, სირთულეებიც მხვდება და ტირილიც მიწევს, მაგრამ ყოველთვის მახსოვს, რომ არსებობს საყვარელი სცენარისტი და მერე ისეთი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად მომკიდებენ ხელს; რა თქმა უნდა, არაპირდაპირი მნიშვნელობით, თავისი სიტყვით ან თუნდაც ერთი გამოხედვით მაგრძნობინებენ, რომ მილიარდიან სამყაროში მცხოვრები უმნიშვნელო ჭიანჭველა კი არა, ადამიანი ვარ, თავისუფალი და გონიერი, რომელიც ცხოველისგან უნდა განსხვავდებოდეს - აზროვნებდეს და სრულყოფილებისკენ ისწრაფვოდეს.

P.S. რადგანაც შარშანდელ პოსტში ყველაფერი დაწვრილებით მიწერია, წლევანდელი მხოლოდ ჩემს ემოციებს ეხება და შედარებით მოკლე გამოვიდა. But my love to you is The same :)

11 comments:

ket_eva_n said...

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიყვარს შენს ბლოგზე შემოსვლა არის საკუთარი თავის ძიების შენი სურვილი.. ძალიან საინტერესო ხარ იმიტომ, რომ მუდმივად იცვლები და იხვეწები :*

Dato trapaidze said...

გისურვებ რომ ყოველ მომდევნო პასეხს ყოველ ჯერზე გაცილებით უკეთესი და უკეთესი განწყობით ხვდებოდე ვიდრე გასულს :)

clown said...

კარგია როცა ცოტა ხნით მაინც იპოვი შენს თავს..

:შ

ნან said...

საბოლოოდ მივხვდი, რომ დღესასწაულები არ მიყვარს, მაგრამ წინასამზადისი მომწონს. როგორ ღელავენ ადამიანები სულელურ წვრილმანებზე, ჩქარობენ სახლში წასვლას და ასე შემდეგ.
კარგი პოსტია. მომწონს შენი სტუმრობები, შაბათები და ყვითელი ავტობუსით სეირნობები.

Maka Asatiani said...

დადებითად იმოქმედა. სწორედ ახლა მჭირდებოდა ასეთი ემოცია. მადლობა სოფი.

Natalia said...

Sophie, I'm so glad you're back!

ვიცი, რომ ეს ორი დღე თავს ძალიან კარგად გრძნობდი იქ, სადაც იყავი.
მაგრამ აქ, ინტერნეტ-სივრცეში მე პირადად ძალიან მაკლდი და ეგოისტურად ველოდი როდის დაბრუნდებოდი :)

შენ პოსტს რომ ვკითხულობდი, გამახსენდა, ეკლესიაში აქტიურად რომ დავდიოდი როგორი უმნიშვნელო იყო ჩემთვის ჩაცმულობა და სხვა მატერიალური წვრილმანები. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი მაშინ..

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა ყველას!!! იმავეს გისურვებთ - ბედნიერ დღესასწაულებს და საკუთარი თავის პოვნას :)

Anonymous said...

რა კარგია, ცოტა ხნით ამ დამთრგუნველი რეალობისაგან მოწყვეტა! მეც ასე ვაპირებ ამ სააღდგომოდ.

Anonymous said...

ბედნიერება და ჯანმრთელობა ყველას!!!:)

Keti said...

გილოცავ პასეხს, შინაგანი სიმშვიდე არ მოგკლებოდეს! :)

Anonymous said...

Τhe Erotic Massagе Νecessіties
Wагmіng Arοmatherаpy Neck Wrap іs аvailable onlinе.



Fеel free to visit my ωebѕіte ...
tantric massage in London phone number