Tuesday, March 9, 2010

Indie მოჩვენებები


დღეს სასწაული დღე იყო. ისეთი, სომნამბულური, როგორც მარკესი იტყოდა. უკვე მეორედ ვახსენებ დღეს მარკესს. ნატალიასთან დავწერე გესთ პოსტი. რამდენ ბლოგზე ვყოფილვარ სტუმრად, მაგრამ wonderland-ში სულ სხვანაირად დაიწერა. იმდენი ემოცია მქონდა, პოსტი რომ დავწერე, მერე ცოტა ხანს თვალები დავხუჭე და მუსიკას მოვუსმინე.

არ მჯერა, მაგრამ ჩემი ბლოგი, მგონი, ინდი გახდა ამ ბოლო დროს. თანაც ისეთი ინდი, რომელიც გარკვეულ მკითხველზეა გათვლილი. ხან სულ არ არის მკითხველისთვის და უბრალოდ დღიურია, როგორც წინა პოსტი. არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს ბლოგი ინდი, who cares.

პატარა რომ ვიყავი, ერთ ადამიანს ვიცნობდი, მსოფლიოში ყველაზე განათლებული, ნაკითხი და ლოთი იყო. ჰოდა, ყველა ამბობდა, ამდენი კითხვისგან გაგიჟდაო. თან ხალხთან ლაპარაკი ეზარებოდა, მხოლოდ მე მიყვებოდა ხოლმე წიგნებზე და ჭადრაკის თამაშს მასწავლიდა. გუშინ მეგობართან ვიყავი და იქიდან ღამით წამოვედი ავტობუსით, ფანჯარასთან ვიჯექი და სიბნელეს ვუყურებდი. უცებ გამახსენდა, რომ მეც მარტო იმას ვუყვებოდი ჩემს გიჟურ იდეებზე. რამდენიმე წლის წინ მოკვდა ის კაცი. დეიდაჩემის ქმარი იყო.
გული კი არ დამწყდა, პირიქით, ვიფიქრე, რომ ზუსტად იქ წავიდა, სადაც ბევრი ლაპარაკი არ მოუწევდა.
ალბათ დღესაც მასზე ვფიქრობდი და ამიტომ გამომივიდა მარკესისებური პოსტები მოჩვენებებსა და მკვდრებზე: I love'em both.

10 comments:

Maka Asatiani said...

dusherazdiraiushii post...

Kate said...

კი, შენი ბლოგი ნამდვილად ინდია.

Anonymous said...

ინდია თუ რაც არის, I adore it!!! ერთი ადამიანი გამახსენა შენმა პოსტმა, ისიც უსაზღვროდ ნიჭიერი, განათლებული, გალანტური და ლოთი იყო! პოეზიას, შეიძლება ითქვას, მან მაზიარა ოდესღაც, როცა არ მიყვარდა. რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ძალიან მჯერა, რომ უკეთეს სამყაროშია.

Anonymous said...

omg. its a depresion?

Kate said...

არა როდი - არა მგონია. ეს დასკვნაა. მე ასე ვთვლი.

Sophie שרה Golden said...

@ მაკა, არადა სულაც არ არის დუშერაზდირაიუში - death is as much fun as anything else ;)

@ უნაამარგა, მეც ასე მგონია.

ჰეჰ
რა საინტერესოა, სხვები რომ არჩევენ შენს დეპრესია-არადეპრესიას :D

Lisa said...

ერთს ვიცნობდი. ადრე. ადრე. ბევრს მიყვებოდა. უზომოდ სვამდა. ან მაჩვენებდა რომ ბევრს სვამდა და ბოჰემა იყო. თან ისე ყვებოდა. სახლში მივდიოდი და საბნის ქვეშ ვკითხულობდი. როგორმე დავწეოდი იქნებ. ვიყავი 13ს. ის ათი წლით დიდი ალბათ. ან უფრო მეტით. серебренный век შემაყვარა და შემაჩვია.
არა, არაფერი მოსვლია. უბრალოდ აღარ სვამს. გაჩვეულებრივდა.
a pro pos ინდი ბლოგ - ნუ კარგი რა... მაშინ მე რა ვთქვა.

Anonymous said...

ხო არ გეწყინა. რაგაც ესე მომეჩვენა. საერთოდ ამ სიტყვა "დეპრესია" ვერ ვიტან, სიტყვას არსი დაუკარგეს ქართველებმა, ან მთელი ერი ღრმა მწუხარებაშია და ვეღარაფერს ვგრძნობთ... შენ ყოველთვის მწვანე სანი იქნები და მწუხარება ვერაფერს დაგაკლებს!!

Sophie שרה Golden said...

@ როდრიგო, ლოლ არ მწყენია, პირიქით, შენი კომენტარი რომ ვნახე, ვიფიქრე - YES, this is some kind of depression-მეთქი :)

Anonymous said...

კარგია :)) ჩვენ დეპრესია არასოდეს დაგვემართება!! :***