უკვე სამი თვეა, რაც "Ne me quitte pas"-ს რეჯინა სპეკტორის ვერსია მაქვს აკვიატებული, თვითონ სიმღერა ლამის უკვე შემზიზღდა, მაგრამ მაინც თავისით მეღიღინება.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მაიმუნობას ვინატრებდი... what a monk-ey luck!

ჩემი ახალი ფავორიტი მსახიობი ემილი უოტსონია, "ბოქსიორიდან" მომწონს, დღეს კიდევ "მეტროლენდში" ვნახე - Brit indie, yep. "Breaking the waves"-ის ნახვა მინდა და ინგლისურად ვერ ვიპოვე. ახლა კიდევ მის სხვა ფილმს ვიწერ. "ლუჟინის დაცვა" - ნაბოკოვის წიგნია, რომელიც 3-4 წლის წინ წავიკითხე და მაშინ ძალიან მომეწონა. უფრო იმიტომ, ნაბოკოვის რომ იყო და მანამდე "ლოლიტას" გარდა, არაფერი წამიკითხავს, ისიც ბოლომდე ვერ დავასრულე. ვნახოთ, ფილმი როგორი იქნება. რაღაცნაირი ბუნებრივი ქალია ეს ემილი და ისეთი თვალები აქვს, ვერ გაიგებ, მოწყენილია თუ ბედნიერი.

რანაირი ამინდია, ხო? ყველაზე საშინელი თვეა ეს მარტი.



10 comments:
Emili Watson yvelaze magari msaxiobi qalia me tu mkitxav, mixaria rom miageni. nick cave-is bolo filmshi tamashobs. iseti filmia, mtvriani. saghamos mecadineobas tavs ro davaghcev linksac mogidzebni.
axla vkvdebi:(
@ ანუშკა, რატომღაც ვგრძნობდი, რომ ემილი "შენი" იქნებოდა. მომიძებნე, როცა მოახერხებ რა.
არ მოკვდე, ცუდი არ არის სიკვდილი, მაგრამ აქ დარჩენა, ცოტა ხანს კიდევ, ჯობია.
http://torrentz.com/search?q=Breaking+the+waves
@ jonathan, დიდი მადლობა.
მაგარი ქალია. ტრიეტის სხვა ფილმებშიც თამაშობს. რაღაც ბავშვური აქვს და პირველყოფილი გაოცება თვალებში.
ძალიან საინტერესო ტიპაჟია.
მარტი არც მე მიყვარს :შ
"და მიაპობს ტალღებს" ესაა ფილმი, რომელმაც ყველაზე მეტად იმოქმედა ჩემზე და უდიდესი გავლენა მოახდინა. ჩემს სიაში 1 ადგილი უკავია....
რეავი ჩემი აზრით დიდი არაფერი მსახიობი არაა ეგ :|
როგორ ეხუტება... :)
მართლა როგორ ეხუტებიან ერთმანეთს, მეც მინდა :(
Post a Comment