Sunday, March 28, 2010

Trois Couleurs: Bleu

Julie Vignon: Why are you crying?
La servante: Because you're not.




დღეს ისევ კიშლოვსკის დღე მქონდა, თუმცა "ლურჯმა" ისეთი დიდი გავლენა ვერ მოახდინა ჩემზე, როგორც "თეთრმა" და "წითელმა". შეიძლება იმიტომ, რომ ამ ნაწილში მხოლოდ ჟულიეტ ბინოში ჩანს და სხვებს ადგილს არ უტოვებს. სამაგიეროდ მუსიკა იყო ისეთი, მინდოდა არასოდეს დასრულებულიყო.


წინა პოსტის კომენტარების მიხედვით, ყველა "ლურჯს" ამჯობინებდა დანარჩენ ფერებს და ისიც მითხრ, "მიუხედავად იმისა, რომ ჟულიეტ ბინოში" გამოდისო. ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდა ეს ფილმი. მართალია თითქმის ყოველი მეორე ფრანგი მსახიობი ქალი მომწონს, ჟულიეტ ბინოშისადმი მაინც განსაკუთრებული გრძნობა მაქვს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მისი ფილმი (ზუსტად როგორ ითარგმნება, არ ვიცი) "საყვარლები ხიდიდან" ვნახე და იმის შემდეგ ვერ ვივიწყებ ჟულიეტის თვალებს, ხელებს, ცოტათი შეშინებულ ცხოველს რომ ჰგავს.


"ლურჯში" მუსიკის გარდა ყველაზე შთამაგონებელი წყალი იყო. ლურჯი წყალი, რომელშიც ყველას შეუძლია ჩასვლა, მაგრამ განსაკუთრებული შეგრძნებებით უნდა იყო სავსე, რომ იქ ცურვა განაგრძო. მთლად წყალზეც არ მაქვს საუბარი, წყალი, უბრალოდ, ცხოვრების ერთერთი ნაწილია; და მეზობლის მონადირე ჟღალი კატა. ყველაფერი ცხოვრებაა, ღმერთის შექმნილი, ან ვისაც როგორ უნდა სჯეროდეს.

16 comments:

Anonymous said...

მეც მიყვარს ჟულიეტ ბინოში!

Anonymous said...

ლურჯი ფერი:)

Unknown said...

ფილმი ლამაზია, მუსიკაც კარგია, აი ბინოში არაფრად ვარგა.

ბრენდის სამზარეულო said...

როდესაც საუბარი ჯულიეტ ბინოშს ეხება, პირველი რაც მიდგას თვალწინ არის კადრი კინოფილმიდან - შოკოლადი :))))

Sophie שרה Golden said...

@ ანუშკა, ვერ ვხვდები, რატომ არ მოგწონს ბინოში. მარტო შენ კი არა, სხვებსაც რატომ არ მოსწონთ?! :)

@ ბრენდის სამზარეულო, მე კიდევ ეგ ფილმი თავიდან ბოლომდე არც მინახავს.

babisa said...

მე რომ ვფიქრობ, რომელი ფერი მირჩევნია, მიჭირს ხოლმე ასე გადაჭრით თქმა.. სამივე თავისებურია, მაგრამ მე სუბიექტურად თჶთრი უფრო მზაფრად აღვიქვი, არ ვიცი , შეიძლება მაშინ იყო ის დრო, როცა ის იყო აქტუალური, მაგრამ მაშინ ასე იყო :)
და ნუ მუსიკა საერთოდ.. <3

Sophie שרה Golden said...

@ ბაბისა, გეთანხმები. მეც ყველაზე მძაფრად "თეთრი" აღვიქვი და მგონი, ყველაზე ძლიერი სიუჟეტი მაგ ნაწილს აქვს.

Unknown said...

საყვარლები პონ-ნოფის ხიდიდან ქვია მაგ ფილმს

Unknown said...

სოფი, არ მომწონს, იმიტომ რომ ყალბია.
ახლა სმსახურში გავრბივარ, მერე"გავშალოთ" რატომაა ყალბი :)

Zurriuss said...

შარშანდელი ზამთარი გამახსენე...
მაშინ ვეზიარე ამ ფილმოთაიგულს :)

Sophie שרה Golden said...

@ fiqro, მადლობა.

@ Anuschka, can't wait.

Keti said...

მომწონს ეს ტრილოგია. ჯერ კიდევ გვახარიას "ფსიქოდან" მახსოვს :)

რაც შეეხება ბინოშს, მე ვერ ვიტყვი, რომ ყალბია. მის წარმატებას ვარსკვლავურ კაშკაშა გარეგნობას ვერ მივაწერთ, ასეთი არ აქვს. უბრალოდ თამაში შეუძლია და ხელწამოსაკრავი მსახიობი არ არის :)

gabo said...

ძალიან კარგი ფილმია დიდი ხანია აღარ მინახავს სიამოვნებით ვნახავდი ისევ

CinnamonGirl said...

არადა მე პირიქით, ბევრისგან მსმენია, ლურჯი ყველაზე უინტერესოაო...

:)

კაცია და გუნება :)

მე კიდევ მიჭირს არჩევანის გაკეთება - ყოველ ახალ ნახვაზე ერთი უფრო მომხიდება ხოლმე ან მეორე ან მესამე :)

Rocko said...

თავიდან მაქვს სანახავი სამივე ფერი...
5-6 წლის წინ მაქვს ნანახი და მაშინ მახსოვს ყველაზე მეტად თეთრი მომეწონა. ალბათ, ყველაზე ლაითია და იმიტომ :)

Sophie שרה Golden said...

@ Cinnamon girl, უინტერესო არა, მაგრამ ცოტა უღიმღამო ნამდვილად არის.

@ Rocko, კარგი რა! "თეთრია" ლაითი? ყველაზე რეალურია და თან ჩვენთვის, 90-იანები ვისაც გვახსოვს, ძალიან მძიმე. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში ასე იყო.