The Judge: Perhaps you're the woman I never met.
"Three Colours: Red"
სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე რთულად წარმოსათქმელი სახელი აქვს ამ რეჟისორს; ყველაზე რთული ფილმები, ზუსტად იმ პერიოდზე გადაღებული, რომელიც ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრებთათვისაც, ძალიან მძიმე იყო. ამიტომ, მიჭირს მისი ფილმების ნახვა და მერე მათზე საუბარი. დედაჩემს უყვარს აღმოსავლეთევროპელი რეჟისორები და მათი ფილმები, იმიტომ, რომ არავის ჰგვანან და იმას ასახავენ, რაც ჩვენთვის ნაცნობი იყოო.

კისლოვსკის უყვარს ტრილოგიები, დეკალოგები... როცა მისი ტრილოგიის "თეთრ ნაწილს" ვუყურე, რატომღაც მილან კუნდერა გამახსენდა, ჩემი კიდევ ერთი საყვარელი აღმოსავლეთევროპელი მწერალი, რომლის "ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს" გუშინ ვკითხულობდი და რაღაც ფრაზებს ვინიშნავდი. კუნდერაზე ადრეც მქონდა საუბარი, II კურსზე იმდენად მიყვარდა, რომ წერილის მიწერას ვაპირებდი, ცოლად გამოგყვებით-მეთქი. გოგოებს მოგვდის ასეთი აზრები, ათასში ერთხელ. საბოლოოდ გადავიფიქრე, ფრანგულად ან ჩეხურად მინდოდა მიმეწერა და არცერთი ვიცოდი. ზუსტად ასეთივე სურვილი მიჩნდება კისლოვსკის ფილმების ნახვის შემდეგ, დავურეკო და ვუთხრა, რომ მიყვარს.
"წითელი" იმდენად ემოციური ფილმი არ იყო, როგორიც "თეთრი", მაინტერესებს "ლურჯი" როგორი იქნება და მერე აუცილებლად გიამბობთ მის შესახებ. "წითელი" იყო ყველაზე საყვარელი და რბილი ფილმი, რაც კისლოვსკის შეიძლება გადაეღო, ისეთი, რომელიც გულზე არ მოგიჭერს და მძიმე წლებს არ გაგახსენებს. შეიძლება იმიტომ, რომ მოქმედება საფრანგეთში ხდება და იქ ყველაფერი უფრო ფერადია. რაღაც მომენტში "ამელიც" კი გამახსენდა და მერე აღმოვაჩინე, რომ ამელის ირენ ჟაკობს ადარებენ. ირენ ჟაკობი კი იმ მცირერიცხოვან მსახიობებს მიეკუთვნება, რომლებიც მომწონს ზუსტად ისეთი, როგორიც არის - ნაზი, დიდი მუქი თვალებით და ყველაფრისმთქმელი ტუჩებით.
ახლა მგონია, რომ კისლოვსკის წითელ ფერში ვარ გახვეული და იმ გემზე ვაპირებ ასვლას, რომელზეც ვალენტინი ადის. რა უცნაურია, რომ მეც სულ გემზე მგონია თავი.

13 comments:
i love his work!
რადგან ამელიც ახსენე..
გამახსენდა რომ უნდა ვუყურო და აი ვჭედავ :შ
მომწონს ეს რეჟისორი და კუნდერას მსუბუქი საკითხავიც – არც თუ მსუბუქ თემებზე :)
ოო, კიშლოვსკის ეს ტრილოგია მართლა განსაკუთრებულია. დედა მართალია, აღმოსავლეთ ევროპელი რეჟისორები ნაცნობ თემებზე საუბრობენ. ”ლურჯი” ტრილოგიიდან საუკეთესოა მგონი, მიუხედავად იმისა, რომ ჟულიეტ ბინოში თამაშობს.
მიყვარს შენი ბლოგი, მითქვამს და ვიმეორებ კიდევ ერთხელ :)
რადგან ამელი ახსენე:) რა ფერადი ფილმებიათქო გავიფიქრე და შერნც ახსენე. ამელის მინდა ვუყურო ისევ და საერთოდ იმდენი ფილმები დამიგროვდა:) ჟულიეტ ბინოში კი საშინლად ქალურია,და ლამაზტუჩება. ჯერ იქ...შოკოლადში
არ მაქვს ეს ტრილოგია ნანახი და აუცილებლად უნდა ვუყურო :)
რამდენი ხანია ვგეგმავ კისლოვსკის შემოქმედებას ”ჩავუჯდე”, მაგრამ აი, ვერ მოვაბი თავი! თავი რა, შესაფერისი განწყობა არ მქონდა!
დეკალოგი.
ერთი იმ ადამიანის ტვინში ჩამახედა ვინც ირენ ჟაქობს ადარებს მაგ მაიმუნს.
chemi 1-1 sayvareli filmia <3
"lurji" _ wina ors bevrad sjobs... Cemi azriT :)
მილან კუნდერა მეც ოჰ, როგორ მიყვარდა...
და ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეშიც ჟულიეტ ბინოში თამაშბს...
აღმოსავლეთევროპულ კაცებს ფრანგი ქალები უხდებიან რატომღაც...
ეს ისე, ლირიული გადახვევის სახით...
P. S. უკუქრონოლოგიურად ვკითხულობ შენს პოსტებს და ამიტომ არ გაგიკვირდეს, რომ ამ კომენტარში ჟულიეტზე მაქვს ლაპარაკი და არა ირენზე :)
კისლოვსკი მკვდარია და მაშინ როცა ოცნებობდი მისთვის წერილი მიგეწერა არ ჯობია ცოტა მეტი ინფორმაცია მოიძიო სოფი :-)
@ Anonymous, მკვდარს რომ მივწერო, ვითომ არ შეიძლება? ;)
Post a Comment