Wednesday, April 7, 2010

წყალი და სიცილი იმაზე, რაც არ არის

You know, it's all just humor. Don't take life so seriously. Don't take fashion too seriously. Don't take the movie industry too seriously. Don't take love and your relationship so goddamned heavy all the time. Laugh, laugh, laugh. Life is high school and it's small and everybody talks about everybody, so just laugh your ass off.

Drew Barrymore


დღეს იმდენი ვიარე, ფეხები მტკივა, არადა ძველი, "ნაცადი" ბათინკები მეცვა და არ ვიცი, რატომ. ხო ვამბობდი გუშინ, ხუთშაბათი ჩემი საყვარელი დღეა-მეთქი: დღეს ბევრი საქმე გავაკეთე; ავტობუსებშიც ვიჯექი (მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ;) ).
უნივერსიტეტიდან ფეხით წავედი ლესელიძეზე და გზაში ძალიან მომწყურდა. მე კიდევ იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომელიც საქართველოში წყალს არ ყიდულობს და სჯერა, იმდენი რესურსი არსებობს, ქუჩაში ფანტანები მოდიოდეს (ხო, ფანტანი ჰქვია?). კომუნალური გადასახადები ისედაც ისეთი მაღალია, პენსია და ხელფასები - დაბალი, რომ ქუჩაში წყალი რომ მოგწყურდება, არ შეიძლება იმაშიც ფული გადაიხადო. არც ის შეიძლება, რომ მთელი თბილისი სლოტ კლუბებად იქცა და მთლიან ავტობუსზე ერთი ასეთი კლუბის რეკლამაა გამოკრული, წადით ხალხო ასეთ კლუბებში, ბარემ ქალაქის ცენტრშია ყველაო. ამაზე შარშანაც ვწერდი, მაგრამ მერე ფეისბუქზე ვიღაცებმა მომწერეს, მეტი არაფერი გაწუხებსო? და გავჩუმდი, დათა თუთაშხიასავით, თუ სხვებს არ აწუხებთ, რა ვქნა.


სოციალურ-პოლიტიკური პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ თავისით გამოვიდა. რამდენჯერაც სოციუმში გასვლას გადავწყვეტ, იმდენჯერ ვეჯახები რეალობას. სახლში, კომპიუტერთან და ქაფქაფა ლიმონიან ჩაისთან მოკალათებულს, ბუნებრივია, სულ სხვა გარემო მაქვს და დრიუ ბერიმორის კაბები მაინტერესებს. ცოტა სასაცილოა, რომ სწორედ დრიუს სიტყვები მაქვს ამ პოსტზე ეპიგრაფად, როცა წერა დავიწყე, სხვა რაღაცებზე უნდა მესაუბრა და საბოლოოდ, სულ სხვა გამომივიდა.

ძნელია ადამიანს უთხრა, რომელიც კალიფორნიიდან ძალიან შორს ცხოვრობს, უჰ, არ მიიღო ცხოვრება სერიოზულად და ყველაფერს იუმორით შეხედეო, მაგრამ ყველაზე მეტად ის მომწონს დრიუს ფრაზაში, დაიკიდე მოდა, თავს ნუ იკლავ ურთიერთობებზე ფიქრით და რაც შეიძლება, ბევრი იცინეო, რომ ამბობს :) მეც ვიცინი და ვიცი, ბოლოს ყველანი დავიხოცებით :ლოლ: არაფერია მარადიული, სამაგიეროდ სანამ ცოცხლები ვართ, კარგია სიცილი, განსაკუთრებით საკუთარ თავზე გაცინება, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს და უიმედო სოციალისტი ხარ... თქვენ, შესაბამისად, ყველას საკუთარ თავზე შეგიძლიათ სიცილი, ზოგი დემოკრატი იქნებით, ზოგიც - ანარქისტი... საბოლოოდ, ყველაფერი სასაცილოა, რაც არ არის, ისიც.
[ :ჩახუჭუჭებულიფილოსოფია: ]

9 comments:

nino said...

დღეს დაგინახე მეორე კორპუსის წინ გაჩერებასთან იდექი, შენი თმები ანათებდა, ძაან მაგარ ფერზე გაქვს. მზე ხარ რაა :)))
და კიდე ღია ყავისფერი პალტო თუ პლაში გეცვა და მიდიოდი ფერებში კარგად გამოიყურებოდი.. გიყურებდი, შენს უკან ვიდექო ცოტა ზემოთ :)))))))

შორენ said...

ხო ბოლოს ყველა მოვკვდებით და ამიტომ მართლა ბევრი უნდა გავიღიმოთ და მთელი გულით და სულით გვიყვარდეს. ამას კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ვხვდები, დანარჩენ დღეებს კი უაზროდ ვფლანგავ.
რაც შეეხება წყალს, მე მირჩევნია ვიყიდო,მაგრამ ვერ ვყიდულობ, არადა იმხელა განსხვავებაა, გული მიწუხს რა საზიზრარ წყალს ვსვამთ.
მიუხედავად ყველაფრისა, შენ მაინც შეგიძლია ამ ყველაფერზე მაღლა დადგე და ეს მომწონს შენში, მაინც ადამიანურ საწყისებზე, ფუნდამენტალურ საწყისებზე.
ვაიიიჰ.
<3

clown said...

ავტობუსზე სლოტ კლუბის რეკლამაა? o.O

გადაირია ეს ხალხი? :|

Anonymous said...

საბოლოოდ დალიე წყალი? თუ იყიდე?
ნამდვილად უზრობაა არ შემდგარ ურთიერთობებზე ნაღვლობა. ვისაც რა და როგორ უნდა ის ქნას თავისუფლების ფარგლებში.
დღეს ლექციებს შორის შესვენებაზე რამდენიმე ბიჭი დერეფანში გადიოდა და მრავალჟამიეროს მღეროდნენ ბოლო ხმაზე, მე კიდე აიპოდში ჯგუფ "ფლორენცე ანდ მაშინეს" ვუსმენდი და რაღაცნაირი გრძმობა დამეუფლა. უცებ გავაცნობიერე, რომ ამდენიხანია ლექციებზე დავდივარ და ჯერ არავინ გამიცვნია. მხოლოდ მივდივარ და მოვდივარ, ვსწავლობ და ვფიქრობ. ადამიანები კიდე არ მაინტერესებს. რა ვქნა აბა...
მე მაინც ვიცინი, ჩემს თავზეც ვიცინი!

Sophie שרה Golden said...

@ ნინო, კი, მე ვიყავი :D "პლაში" მეცვა ყავისფერი.

@ შორენ, <3

@ კლოუნ, გადაირია, აბა რა :(

@ როდრიგო, მაინტერესებდა, ამ კითხვას ვინ დამისვამდა, ყოჩაღ. ესე იგი ყურადღებით წაგიკითხავს პოსტი ;) დავლიე, კი, თავისუფლებაზე ვნახე ბოლოს ფანტანი, რუსთაველზე ყველა დაკეტილი იყო :(

Unknown said...

დღეს მეც ვიყავი ლესელიძეზე,მეც ვფიქრობდი ხუთშაბათის ავ-კარგიანობაზე. ჰოდა, ნაყინის საყიდლად მივდიოდი.
ნაყინი ვიყიდე, გამოვედი და წვიმაც დიწყო.
დღეს პირველად ვჭამე წვიმაში ნაყინი. გემრიელი იყო :) მერე წყალი დავლიე და ფეხით ავედი სამსახურში.

gabo said...

წყლის რა გითხრა სოფ მე არ მომწონს ყველა რომ მსგავსი ფანტანიდან სვავს წყალს. მირჩევნია ბოთლით გაზიანი წყალი ვიყიდო .
სლოტ კლუბები კი ნამდვილად მაწუხებს უაზროდ ბევრია და უაზროდ ბევრი კლიენტი ყავს მსგავს კლუბებს. არ ვიცი ნუთუ არ ენანებათ ფული ამ სისულელეში თან უმეტრესობას ისეთს ვხედავ ხოლმე ვისაც მთელი დღე მძიმე შრომით რომ აქვს ფული ნაშოვნი და ნაცვლად იმისა ოჯახში წაიღოს მსგავს კლუბებში ფლანგავს.

Keti said...

საკუთარ თავზე სიცილი კარგი თერაპიაა :)
მთავარია, თავი არ შეგ(ვ)ეცოდოს და სიცილს რა უჭირს :)

Toma said...

1. ცოტა დიდი ჩანთა თუ გაქვს ატარე ხოლმე ბოთლით წყალი (0.5 ლ) შეეგუები ხელათ.

2. საკუთარ თავზე სიცილი და ზოგადად ცხოვრებაზე სიცილი, არც ისე ადვილია. უფრო სწორად ძალიან ძნელია.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ რომ სიცილი საქმეს ვერ უშველის, იმ შეიძლება ერთ მომენტში ”გაავარდისფეროს” ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ერთ მომენტში.
მოქმედებაა მთავარი