უნდა ვაღიარო, რომ ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან ცოტაა ისეთი ბლოგი, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ. თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, რაც მეტი ბლოგი ჩნდება, მით უფრო ნაკლებია ისეთი, რომლის წაკითხვაც ღირს.ერთერთი მცირეთაგანია 2კიჯას ფსიქოდელიური ბლოგი, რომელსაც ბევრჯერ შეეცვალა თემატიკა, ლეიაუთი ("გარეგნობა"), მისამართი, მაგრამ მაინც საინტერესო საკითხავია.
სწორედ ამ ბლოგზე წავიკითხე პოსტი ინგლისური ფილმის "განათლების" შესახებ. მანამდე ბლუმბერგზე ვნახე კერი მალიგანის ინტერვიუ და მომეწონა მისი საუბარი. თუმცა ფილმის ნახვას მაინც არ ვჩქარობდი. გუშინ საღამოს გადავწყვიტე მენახა და თქვენთვისაც გამეზიარებინა. სხვათა შორის, რამდენიმე ბლოგერს ეწერა, რომ ნახა ფილმი, თუმცა ისე არ გაურჩევიათ, როგორც ეს 2კიჯამ გააკეთა. სავარაუდოდ, არც მე გავარჩევ ბურჟუაზიულ-მუშათა კლასურად.
როცა ფილმს ვნახულობ, მარტო მიყვარს ყოფნა, რომ დაკვირვებით ვუყურო და მერე ვიფიქრო. "განათლება" ზუსტად ისეთი ფილმია, რომლის ნახვის შემდეგაც ბევრი აზრი და წინააღმდეგობრივი ფიქრი გაგიჩნდება. თავიდან ვიფიქრე, რომ არ მომეწონა ფილმი; საკუთარი თავი შევადარე მთავარ გმირს, ის როგორია 17 წლის ასაკში და მე - როგორი ვიყავი. მსგავსება ის იყო, რომ ორივეს განსაკუთრებული ყურადღება სწავლაზე გვქონდა გადატანილი და გვეგონა, რომ "ჩაბარების" შემდეგ, იმას გავაკეთებდით, რაც მოგვესურვებოდა. მართალია მე ოქსფორდში ვერ მოვხვდი, მაგრამ ჩემი აზრით, მიზანი ყოველთვის ერთია, რომის იმპერატორობა გინდა, თუ - სოფლის მამასახლისობა. ჯენი მელორის მიზანი, თვითონაც არ იცის, რა არის. მშობლები ოქსფორდისთვის ამზადებენ, ამ დროს, გულის სიღრმეში, მის განათლებაზე მეტად "კარგად" გათხოვება ანაღვლებთ. ფილმი იმდენად კარგად გამოხატავს ადამიანების მისწრაფებებს, რომ ეკრანში შესვლა და ოჯახის მამის შენჯღრევა გინდება, სოციალური სტატუსი და ფული რომ ასე აბრმავებენ.
ერთადერთი, დასასრულმა "გატეხა", თითქმის ჰოლივუდურად დამთავრდა, ველოსიპედებს და პარიზს აღარ ველოდებოდი.
საბოლოო ჯამში, ფილმი ისეთია, რომელიც ყველამ უნდა ნახოს, მოზარდებმა, მათმა მშობლებმა, ბლოგერებმა, მასწავლებლებმა, ბოღმიანებმა, გულუბრყვილოებმა და მერე ყველა დაფიქრდეს, რა არის, საერთოდ, განათლება და ქორწინების პროსტიტუციული გაგება, რომელზეც 2კიჯა საუბრობდა.




11 comments:
და მაინც: ჯერ განათლება, შემდეგ ოჯახი.
სოციოლოგებმაა დაადგინეს, რომ ქალებში განათლების დონის გაზრდა გათხოვების სურვილი მინიმუმამდე დაჰყავს, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც ჭარბმოსახლეობაა ასეთ ხერხებს მიმართავენ.
ერთხელ სანახავი ფილმია :)
პრინციპში მართალია როდრიგო ერთხელ სანახავი ფილმია. ისე კი ყველაზე მეტად შინაგან განათლებასა და კულტურას ვაფასებ. არსებობენ ე.წ. მრავალგზის დიპლომირებულები მაგრამ სწორედ ეს შინაგანი განათლება და კულტურა აკლიათ, არსებობს პირიქით და ასე ათასი ვარიანტია. ეს მაინც ინდივიდუალური საკითხია.
ბოლოს იყო ძაან კარგი. პროსტიტუციული გაგება. საინტერესო ფილმი იქნება,დიდი სიამოვნებით ვუყურებდი,მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მომწონს ველოსიპედები და პარიზი:)
მაკას დავეთანხმები,რომ მთავარია შინაგანი კულტურა,შინაგანი სიფაქიზე,თორე მისი ოქსფორდი საერთოდ არ დამაინტერესებს ...თუმცა ძირითადად განათლება უფრო დადებითად მოქმედებს ადამიანზე
არ მინახია ეგ ფილმი.
ბოლოს როდის ვუყურე რამე მხატვრულ ფილმს ეგეც არ მახსოვს რატომღც მხოლოდ დოკუმენტურებს ვუყურებთ.
”რაც მეტი ბლოგი ჩნდება, მით უფრო ნაკლებია ისეთი, რომლის წაკითხვაც ღირს.” არ ვიცი, სტატისტიკა არ გამიკეთებია. გარდა ამისა ახალი ბლოგი და ახალი მბლოგავი დახვეწის პროცესს გადის, სხვადასხვა სფესოებს მოსინჯავს ხოლმე. შესაბამისად შეიძლება უიინტერესო ჩანდეს.
მთავარი მიზანი და სურვილია :შ
მეც ეგრე მგონია, თითქოს ჩაბარების შემდეგ იმას გავაკეთებ რაც მინდა :შ
დაე ჩაისვას ფილმი ჩემს მომავალში საყურებელ ფილმთა შორის ;)
კარგია,დამაინტერესა :)
gadmoviwere da chavujdebi finjan yavastan ertad :)
საინტერესოსთან ერთად ყოველთვის სასარგებლო პოსტები გაქვს ხოლმე )) რაღაც გადამდები სიმშვიდე როა აქ ამაზე აღარაფერს ვამბობ, ალბათ ამიტომ მიყვარს შემოსვლა ))
დამაინტერესა ფილმმა, გადმოვიწერ და ვნახავ.
რამდენი ხანია გადმოწერილი მაქვს ეს ფილმი და არ მიყურებია! აუცილებლად უნდა ვნახო, დავრწმუნდი!
ფილმი მე არ მომეწონა , მოვლენები უკვე იშიფრება როცა ეს გოგო იმ ბიჭს გადააწყდება და ეს ბიჭი თავის სასტავში წაიყვანს.
Post a Comment