Wednesday, April 21, 2010

შარვალში ჩატანებული ღრუბლები

Под копни волос проникнет ли удар?
Мысль
одна под волосища вложена:
"Причесиваться? Зачем же?!
На время не стоит труда,
а вечно
причесанным быть
невозможно".
В. Маяковский (1917)


მაიაკოვსკისთან მთელი ბავშვობა მაკავშირებს. დედაჩემის სამსახური დიღმის მასივში იყო, ზუსტად მაიაკოვსკის ძეგლის წინ და როცა ცოტა დიდი ბავშვები მის კვარცხლბეკზე ცოცავდნენ, მე ქვემოდან შევცქეროდი და მაინტერესებდა, ძეგლს თავზე წამონაზარდი რომ ჰქონდა, ქუდი იყო თუ მისი ქოჩორი...


მაიაკოვსკის პოეზიას უკვე მოგვიანებით გავეცანი და რამდენჯერაც მის ძეგლთან გავივლი, იმდენჯერ მინდა დაველაპარაკო. ვინმე "კეთილისმსურველი" ახლაც მეტყვის ალბათ, ეგ დიდი ხანია მოკვდაო, მაგრამ მე ასეთი "წვრილმანები" არ მაბრკოლებს. სამი წლის წინ მისი რამდენიმე ლექსი ვთარგმნე და შეიძლება ოდესმე წაგაკითხოთ კიდეც, თუ სურვილი გექნებათ, თუ არადა, დავხედავ და გავიხსენებ ჩემს, შარვალში ჩატანებულ, ღრუბლიან სიყვარულს. ძალიან მაინტერესებს, თქვენში რა ასოციაციებს და მოგონებებს გამოიწვევს ლექსის ეს ნაწყვეტი.

მოგონებების და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საღამო მაქვს. თან ახალი, მწვანე ხახვი ვჭამე და რძიანი ყავა მივაყოლე, საზიზღრობაა და მიყვარს ასეთი რაღაცები.

9 comments:

Zurriuss said...

ვის არ უყვარს საზიზღრობები, სოფ. შენ – რძე და ხახვი, მე თეატრი :)))
ერთადერთი, რითაც არასდროს დავკავდები, ლექსის თარგმნაა, რაც არასწორად მიმაჩნია. ჩემთვის ეგ იგივეა, რაც ნახატის რეპროდუქცია, მუსიკის რემიქსი.
რა საჭიროა?...
ახალი დაწერონ, თუ უნდათ. ხოლო თუ ორიგინალის წაკითხვა სურთ, დაე, ისწავლონ ის ენა...
...ჰოდა იმას გეუბნებოდი, რომ ხშირად გქონოდეს ეგეთი თბილი საღამოები ;)

clown said...

"შარვალში ჩატანებულ, ღრუბლიან სიყვარულს"

რა საყვარელია ^_^

მე ძველი,შავთეთრი და წვიმიანი ფილმი წარმომიდგა თვალწინ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ^_^

Anonymous said...

вечно причесанным быть невозможно ...
ar SemiZlia ar davetanxmo :)

Anonymous said...

არ ვარ მაიაკოვსკის დიდი თაყვანისმცემელი, საკუთარ თავთან დარჩენა და მოგონებები კი კარგია.

Natalia said...

აი ახლა სიამოვნებით დავჯდებოდი ფანჯარასთან, მაიაკოვსკის ლექსებს წავიკითხავდი და ხანდახან მოღრუბლულ ზეცას ავხედავდი. ცხელი ჩაით ხელში და ორცხობილებით თეფშზე.

მაგრამ რეალობა სხვანაირია - მოსწავლეები უნდა მოვიდნენ წუთი წუთზე და მე, თავმტკივანმა უნდა ვამეცადინო.

Anonymous said...

რა ცუდია პოეზიის აღქმა რომ არ მაქვს. დადე მერე შენი ნათარგმნი ;)

Keti said...

საყვარელია ეს "შარვალში ჩატანებული ღრუბლები" :)

მე ვთარგმნი ხოლმე. მიყვარს მაქსიმალურად ზუსტი თარგმანები.

თარგმნა აუცლებლად მიმაჩნია, ადამიანები მასიურად ვერ ისწავლიან უცხო ენებს, არადა შეიძლება პოეზია უყვარდეთ და საკმაოდ დიდ სიამოვნებას აკლდებოდნენ თარგმანის არარსებობის გამო. თან თარგმანების კითხვა შესანიშნავი ბიძგია იმისთვის, რომ ადამიანები დაინტერესდნენ ამა თუ იმ ავტორით, მოიძიონ, თავად წაიკითხონ.
ახლახანს ბესიკ ხარანაული თარგმნეს ფრანგულად. ვინ გაიგებდა საფრანგეთში მის შესახებ, რომ არა ეს თარგმანი? ან ვინ ისწავლის ქართულს ქართული პოეზიის გასაცნობად? კარგი ავტორები კი ნამდვილად გვყავს..

კოპალა said...

Targmna mec aucileblad mimaCnia, vinme madlians rom akutagava ar eTargmna sicocxlis bolomde ver viswavlidi me mis enas da ver verefrs gavigebdi masze, aseTis bevris chamoTvla SeiZleba
aseTi saRamoebi miyvars , fiqri axlas tan da .....postis satauri marTlac magaria :))))

Lord Vader said...

რევოლუციამ ნამეტნავად აუბნია ტვინი... ისე, უდავოდ დიდი პოეტი იყო.

თუმცა, მე ზოგადად პროზის კითხვა ბევრად მირჩევნია ხოლმე.